fbpx

5 კაფე და რესტორანი ქუთაისში, სადაც სასიამოვნო გარემოში გემრიელად გაგიმასპინძლდებიან


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

ქუთაისი ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალაქების რიცხვს, სადაც გემრიელად ჭამის უამრავი ალტერნატივა არსებობს. აქ ბევრგან შეხვდებით დუქნებს, რესტორნებს, კაფეებსა თუ სწრაფი კვების ობიექტებს, ხოლო ჩვეულებრივ საცხობში ისეთ იმერულ ხაჭაპურს აცხობენ, მსგავსის გასინჯვა თბილისის ცნობილ რესტორნებშიც კი გაგიჭირდებათ.

მიუხედავად მრავალფეროვანი არჩევანისა, დღეს გაგაცნობთ იმ გამორჩეულ 5 ადგილს, სადაც გემრიელად ჭამა ლამაზ გარემოში ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი.

 

პაოლო

“პაოლო” ერთ-ერთი გამორჩეული რესტორანია თავისი ინტერიერით. არტ დეკოსა და ლოფტის სტილი გემოვნებითაა შერწყმული ერთმანეთთან, ხოლო ავეჯი და ჭურჭელი ანტიკვარულია.

“პაოლოს” მენიუში შეხვდებით როგორც ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს. ერთნაირად გემრიელია როგორც იტალიური პასტა, ასევე ფხალეულის გობი.

აღსანიშნავია, რომ მუსიკის მოყვარულებისთვის აქ ხშირად იმართება ლაივ სესიები.  

 

ფოე-ფოე

“პაოლოს” გვერდით მდებარეობს ჩაის სახლი “ფოე-ფოე”. ამ შენობაში სასტუმრო “ქუთაისი” იყო განთავსებული, ახლა კი მისაღებ ლობიში პატარა და სადა, ვინტაჟური ავეჯით გაწყობილი კაფე მდებარეობს, რომელიც აუცილებლად დაგიტოვებთ მყუდრო და შინაურულ განწყობას. აქაურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს შენარჩუნებული ინტერიერი – პატარა მაგიდები სასტუმროს მისაღების დიდ, მორკალულ კიბეებზეა განთავსებული, ხოლო დეკორაციის ნაწილად პეტრე ოცხელის დიდი ზომის რეპროდუქციებია.

უამრავი დასახელების ცივ და ცხელ ჩაისთან ერთად, აქაც შერეული სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ “ფოე ფოე” თბილისის “ჩაის სახლის” ფილიალია, თუმცა, დედაქალაქში არსებულისგან განსხვავებით გაცილებით დაბალი ფასებია.

 

პაპავერო 

ქუთაისში ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრის, “მონ პლაზირის” ტერიტორიაზე მდებარეობს ბარ-რესტორანი “პაპავერო”. რესტორანში სამი სივრცეა გამოყოფილი – დარბაზი, ტერასა და ეზო.

ამ რესტორნის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას სწორედ ეზო წარმოადგენს, სადაც სიმწვანეში – დეკორატიული მცენარეებისა და ხეების ჩრდილშია განთავსებული ხის მაგიდები. მენიუში შეხვდებით როგორც ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რესტორნის მომსახურე პერსონალი არ ერჩის ქუთაისში მომრავლებულ ქუჩის ძაღლებს და სტუმრებთან ერთად უმასპინძლდება მათ.

 

ჩვენი კაფე 

“მონ პლაზირთან” არსებული კიდევ ერთი პატარა კაფე ლამაზი, მყუდრო ინტერიერით გამოირჩევა.

აქ შეგიძლიათ ძალიან გემრიელი ყავა დალიოთ ან თან წაიღოთ. ქართულ-ევროპულ სამზარეულოსთან ერთად  დესერტების მრავალფეროვანი არჩევანია.

კაფეს სამი სივრცე აქვს – ორი შიდა და ერთიც გარე.

ერთი შიდა სივრცე ყავახანის ნაწილია, სადაც სხვადასხვანაირი ყავის და ნამცხვრების დაგემოვნებაა შესაძლებელი, მეორე სივრცე კი უფრო დიდია და რამდენიმე მაგიდაა განთავსებული. ხის ძველებური ავეჯი და იატაკზე დაგებული ფერადი ხალიჩები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. გარე სივრცეში მაგიდები ტროტუარზეა განთავსებული.

კაფის ექსტერიერს მიმზიდველს ხდის ხის ძველებური კარ-ფანჯარა. აღსანიშნავია, რომ “ჩვენს კაფეშიც” განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობიან ქუჩის ძაღლებს, კვებავენ და კაფის წინ არსებულ ჩრდილში გაგრილების უფლებასაც აძლევენ.

 

პალატი 

“პალატი” ტურისტების საყვარელი ადგილია ქუთაისში. ამაში დაგარწმუნებთ კაფეში დატოვებული სამადლობელი წერილები, რომლებიც სხვადასხვა ენაზეა დაწერილი.

დიდი ხის ფანჯრები ვიწრო ქუჩებზე გადის, ხოლო თვითონ კაფე დატვირთულია სხვადასხვა დეტალით – იქნება ეს ძველებური თუჯის დოქი, გაჩერებული საათი, ჩემოდნები, ფირსაკრავი თუ მრავალი სხვა ნივთი.


რეკომენდებული სტატიები
სად და რა ვჭამოთ ღამის თბილისში?

სად და რა ვჭამოთ ღამის თბილისში?

სად და რა ვჭამოთ ღამის თბილისში?
თბილისში უკვე გვყავს ღამის ეკონომიკის მმართველი გუნდი, დუღს კლუბური ცხოვრება და იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ღამე აქტიურად ცხოვრობენ. რა ხდება ამ დროს დედაქალაქის საკვებ ობიექტებში? სად და რისი ჭამაა შესაძლებელი?
რა შეიძლება აკეთოთ ბათუმში, როცა უკვე ყველაფერი ნახეთ და გააკეთეთ

რა შეიძლება აკეთოთ ბათუმში, როცა უკვე ყველაფერი ნახეთ და გააკეთეთ

რა შეიძლება აკეთოთ ბათუმში, როცა უკვე ყველაფერი ნახეთ და გააკეთეთ
იმ შემთხვევაში, თუ ზღვამ და ტურისტულმა მარშრუტებმა დაგღალათ, და საღამოს საათებში აქტიური დასვენება, შოპინგი, სხვადასხვა კერძის დაგემოვნება ან ალკოჰოლით ოდნავი მოდუნება გადაწყვიტეთ, არჩევანის თავისუფლება ნამდვილად გაქვთ. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.