fbpx

უნიკალური სპარსული ხელნაწერების კოლექცია კონგრესის ბიბლიოთეკამ ინტერნეტში განათავსა


გააზიარე სტატია



კონგრესის ბიბლიოთეკამ ინტერნეტში განათავსა  უნიკალური სპარსული ხელნაწერების ციფრული ვერსიები, რომლებიც 700-წლიან პერიოდს მოიცავს. „დღეს სპარსული კულტურა ირანთან  ასოცირდება, თუმცა, კოლექცია აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს მულტიეთნიკურ – ინდურ, თურქულ, შუა აზიურ სამყაროსთან. შესაბამისად, მასალა კოსმოპოლიტურია“, – ამბობს ბიბლიოთეკის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის განყოფილების სპეციალისტი ჰირად დინავარი. 

 

 

კოლექცია ღირებული და საინტერესოა იმ კუთხით, რომ  მე-13 საუკუნიდან იწყება, მოიცავს ხელოვნების, მეცნიერების, რელიგიისა და ფილოსოფიის კონტენტს და აერთიანებს ინდოეთის, ცენტრალური აზიის, კავკასიის, ირანის, ავღანეთისა და ტაჯიკეთის რეგიონებს. კოლექციაში შეხვდებით ყურანის უნიკალურ ხელნაწერებს, ასევე ივრითიდან სპარსულად ნათარგმნ ფსალმუნებს, სამეცნიერო ტექსტებსა და რუკებს, ნაწილებს ფირდოუსის „შაჰნამეს“ – სასანიდების ისტორიული ქრონიკების – „ხვატაის“ წიგნიდან, ასევე წერილობით და ილუსტრირებულ ამბებს მოგოლთა V იმპერატორის – შაჰ-ჯაჰანის შესახებ, რომელიც ისტორიაში თაჯ-მაჰალის აგებით შევიდა. 

 

 

კოლექციაში უხვადაა წარმოდგენილი სპარსი პოეტების – საადი შირაზელის, ჰაფეზის, რუმისა და აბდ-ორ-რაჰმან ჯამის, ნიზამი განჯევის პოეზია, რომლებიც საოცარი მხატვრული გამომსახველობითი ფორმებითაა წარმოდგენილი. 

„მიუხედავად იმისა, რომ ისლამურ ხელოვნებას ხატმებრძოლეობის დაღი ადევს, ეს სულ არ ნიშნავს, რომ ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს“, – წერს ჰირად დინავარი. მისი თქმით, ხელნაწერების ავტორები სიყვარულითა და აღმაფრენით აკეთებდნენ საკუთარ საქმეს, დიდ ყურადღებას აქცევდნენ მათემატიკურ და ესთეტიკურ იდეას ფორმების შესახებ – პროპორციებს, ფერთა სიუხვეს, ორნამენტულ ჩარჩოებს და კალიგრაფიას განსაკუთრებულ მხატვრულ ფუნქციებს ანიჭებდნენ. 

 


რეკომენდებული სტატიები
შიში და ჰიპსტერობა ბეირუთში

შიში და ჰიპსტერობა ბეირუთში

შიში და ჰიპსტერობა ბეირუთში
თბილისიდან 2 საათის საფრენ მანძილზე არსებობს უძველესი ქალაქი, რომელსაც ზოგი ახლო აღმოსავლეთის პარიზად და ზოგიც - ლას-ვეგასად მოიხსენიებს
ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერების 570 გაციფრულებული ინტერნეტგვერდი საჯაროა

ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერების 570 გაციფრულებული ინტერნეტგვერდი საჯაროა

ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერების 570 გაციფრულებული ინტერნეტგვერდი საჯაროა
ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ძალისხმევით გაციფრულებული ლეონარდო და ვინჩის Codex Arundel-ის დათვალიერება ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.