ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერების 570 გაციფრულებული ინტერნეტგვერდი საჯაროა


გააზიარე სტატია

 

ბევრი რამ იცით ლეონარდო და ვინჩის შესახებ? მან დახატა “მონა ლიზა”! ის თავის ჩანაწერებს უკუღმა წერდა! ის აპროექტებდა საოცარ ხიდებსა და საფრენ მანქანებს! ის იყო გენიოსი… და კიდევ უამრავი რამ.

თუ თქვენ აღორძინების ხანის მკვლევარი არ ხართ, ნამდვილად გაოცდებით, რამდენი რამ არ იცით რენესანსის ამ უმნიშვნელოვანესი ადამიანის შესახებ, როცა ნახავთ მის ჩანაწერებს –  Codex Arundel-ს, რომელიც ბრიტანეთის ბიბლიოთეკამ გააციფრულა და საჯარო გახადა.

 

 

და ვინჩის ჩანაწერები უნივერსალური გონის ცოცხალი დოკუმენტაციაა და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ტექნოფილი იყო, ლეონარდოს არანაირი ძალისხმევა არ დაუხარჯავს თავისი ჩანაწერების დასაბეჭდად და გამოსაცემად.

 

 

ასობით წლის მანძილზე და ვინჩის ჩანაწერების კოლექცია, კოლექციონერებს თუ არ ჩავთვლით, უხილავი რჩებოდა ყველასთვის. ლეონარდოს საფრანგეთში გარდაცვალების შემდეგ, მისმა შეგირდმა ფრანჩესკო მელციმ  ჩანაწერებისა და ნახატების დიდი ნაწილი უკან – იტალიაში ჩამოიტანა. მელცის მემკვიდრეებმა, რომლებსაც ჩანაწერების მნიშვნელობის არაფერი გაეგებოდათ, ისინი ნელ-ნელა გაანიავეს. ამის მიუხედავად და ვინჩის  “სარკისებურად დაწერილი” (მარჯვნიდან მარცხნივ) 5000 გვერდზე მეტი ჩანაწერი ჯერ კიდევ არსებობს. ამ ჩანაწერების რვეულებში და ვინჩი ხატავდა თვითმფრინავის, შვეულმფრენისა და პარაშუტის, ასევე წყალქვეშა ნავისა და ავტომობილის მოდელებს. ჩანაწერებიდან 300 წლის შემდეგ მის იდეებს ხორცი შეესხა.

 

 

ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერების დებიუტი 2007 წელს ბრიტანეთის ბიბლიოთეკისა და მაიკროსოფტის ერთობლივ პროექტ Turning the Pages 2.0-ის დროს შედგა. ეს ინტერაქტიული ფუნქცია საშუალებას აძლევს მკითხველს “გადაფურცლოს” და ვინჩის რვეული  ანიმაციის სახით. ეკრანზე გამოტანილი შენიშვნები მკითხველებს განუმარტავს დაშიფრული სიტყვების, ტექნიკური ნახატების, დიაგრამებისა და სქემების მნიშვნელობებს. ლეონარდოს გამაბრუებელი დოზისთვის შეგიძლიათ გადახედოთ Codex Arundel-ის 570 გაციფრებულ გვერდს. შედარებით უფრო დამუშავებული და იოლად წასაკითხი  ჩანაწერებისთვის კი შეგიძლიათ ნახოთ ბრიტანული ბიბლიოთეკის მოკლე სერიები და ვინჩის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რომელიც მისი საყვინთი აპარატის, პარაშუტისა და დელტაპლანის შესახებ განმარტებებსაც მოიცავს.

 

 

ბევრს შეიტყობთ თვითონ და ვინჩის პიროვნების შესახებაც – მათ შორის, იმას, რომ ის უპირატესობას წითელ რეიტუზებს ანიჭებდა, ასევე მხატვრის შოპინგის სიებს და სხვა პირად ინფორმაციებს. ლეონარდოს საკუთარი შიფრი შთამბეჭდავი მცდელობა იყო თავისი იდეების გარეშე თვალისგან დასაცავად. დღეს კი ამ გაციფრებული კოლექციების შედეგად უკვე ყველას შეუძლია ლეონარდოს გონის გამოკვლევა.

ორიგინალი: http://www.openculture.com


რეკომენდებული სტატიები
ჯადოსნური კოლაჟის ხელოვნება დასაწყისიდან დღემდე

ჯადოსნური კოლაჟის ხელოვნება დასაწყისიდან დღემდე

ჯადოსნური კოლაჟის ხელოვნება დასაწყისიდან დღემდე
კოლაჟის ფუძემდებლად ფრანგი მხატვარი-კუბისტი ჟორჟ ბრაკი ითვლება, რომელმაც 1912 წელს პირველმა გამოიყენა თვითგამოხატვის ორიგინალური ხერხი
კორნელის ბიბლიოთეკის რუკები: პროპაგანდის ისტორიული არქივი

კორნელის ბიბლიოთეკის რუკები: პროპაგანდის ისტორიული არქივი

კორნელის ბიბლიოთეკის რუკები: პროპაგანდის ისტორიული არქივი
კორნელის ბიბლიოთეკის არქივის წარმომადგენელთა განმარტებით, 1490-2000 წლებში შექმნილი რუკების შემდგენლები პროპაგანდის ერთმანეთისგან განსხვავებულ მეთოდებს იყენებდნენ
მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები

მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები

მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები
იტალიელი ფოტოგრაფი მასიმო ლისტრი მსოფლიოს გარშემო უძველესი ბიბლიოთეკების მოსანახულებლად მოგზაურობს და ის უნიკალური არქიტექტურის ნამდვილ საგანძურებს პოულობს. ალბომი „მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები თაშენის გამომცემლობამ გამოსცა.“
გუსტავ კლიმტის ციფრული ექსპოზიცია პარიზში
Play Video

გუსტავ კლიმტის ციფრული ექსპოზიცია პარიზში

გუსტავ კლიმტის ციფრული ექსპოზიცია პარიზში
„შუქის სახელოსნომ“140 ლაზერული ვიდეო-პროექტორის დახმარებითა და კლასიკური მუსიკის თანხლებით, კლიმტისა და მისი თანამოაზრე გრაფიკოსის, ეგონ შილეს ნახატები გააცოცხლა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.