fbpx

ტარაკნების რძე – მომავლის superfood უკვე ჰორიზონტზეა


გააზიარე სტატია

რა არის ძროხის რძეზე უფრო ნოყიერი და რა შეიძლება იქცეს გეომეტრიული პროგრესიით მზარდი მოსახლეობის გამოსაკვებ წყაროდ? დიდი შანსია, რომ ტარაკნის რძეზე არც გიფიქრიათ. მაგრამ საქმე ისაა,  რომ ზუსტად მას მიიჩნევენ საჭმელად, რომელსაც მეცნიერები “სუპერსაკვებად” ქცევის პერსპექტივას უწინასწარმეტყველებენ. 

ინდოეთის უჯრედული ბიოლოგიისა და რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტმა ერთ-ერთი ჯიშის (Diploptera Punctata) ტარაკნის მუცლის ბაქტერიისგან პროტეინის კრისტალი გამოიყვანა. Diploptera Punctata ერთადერთი ტარაკანია, რომელიც შთამომავლობას ცოცხლად ბადებს და შვილების გამოსაკვებად რძისმაგვარ სუბსტანციას გამოყოფს, რომლის პროტეინის კრისტალებსაც ბიზონის რძეზე სამჯერ უფრო მეტი ენერგეტიკული ღირებულება აქვს.  

სანამ წარმოიდგენთ, როგორ შეიძლება ტარაკნის მოწველა, გეტყვით, რომ მეცნიერებმა ამის შესაძლებლობა თავიდანვე გამორიცხეს. ამის სანაცვლოდ ისინი იმ გენების გამოყვანაზე მუშაობენ, რომლებიც ტარაკნის რძის პროტეინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი.

“კრისტალები სრულფასოვანი საკვებია – ისინი შეიცავს პროტეინს, ცხიმებსა და შაქარს. თუ ამ პროტეინის ქიმიურ შემადგენლობას გადავხედავთ, ისინი ყველა საჭირო ამინომჟავებს შეიცავს.” – განაცხადა ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. 

კიდევ უფრო გამაოგნებელია ის, რომ  მოცემული რძის კრისტალები პროტეინებს არა ერთბაშად, არამედ საჭმლის მონელების შესაბამისად უშვებენ. 

“თუ თქვენ გჭირდებათ საკვები, რომელიც კალორიულად დატვირთულია და ამავდროულად დროში მოზომილად შესათვისებელი და სრულფასოვანი – ტარაკნის რძე სწორედ ასეთი საჭმელია.” – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ს. რამასვამიმ. 

კალორიებით მდიდარი საკვები განსაკუთრებით მათთვისაა საჭირო, ვისაც უჭირს  კალორიების რეკომენდებული დოზის შემცველი საკვების ს ყოველდღიურად მიღება. ტარაკნების რძე შესაძლოა  აუცილებელ საკვებად იქცეს. მას რამასვამი “პროტეინის ფანტასტიკურ დანამატს” უწოდებს. 

რამდენად ბევრი ადამიანი შეძლებს ზიზღის ფაქტორის გადალახვას, რაც ტარაკნებისა და საჭმლის თანხვედრისასაა მოსალოდნელი, ეს მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაამზადებენ  ამგვარ რძეს.  

მეცნიერებმა ქიმიურ შემადგენლობაზე მუშაობა უკვე დაასრულეს და  რძის კრისტალებს უკვე დიდი რაოდენობით გამოიმუშავებენ. კერძოდ, ისინი იმაზე არიან კონცენტრირებული, თუ როგორ შექმნან საჭმელი ისე, რომ ამისთვის არც ტარაკნების მოწველა  დასჭირდეთ და მათი კუჭიდან კრისტალების ამოღება. 


ორიგინალი: https://bigthink.com/


რეკომენდებული სტატიები
"ბოილერი" - ექსპერიმენტული სივრცე შემთხვევითი შეხვედრებისთვის

"ბოილერი" - ექსპერიმენტული სივრცე შემთხვევითი შეხვედრებისთვის

"ბოილერი" - ექსპერიმენტული სივრცე შემთხვევითი შეხვედრებისთვის
“ბოილერი” იყო მცდელობა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის თუ სოციალური შრეების და წრეების ადამიანები, ჩამოსული სტუმრები თუ ადგილობრივი ხელოვანები, შემთხვევითი გამვლელები და ნაცნობები ერთ ფიზიკურ კონკრეტულ ინტერიერში გადაკვეთილიყვნენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.