fbpx

Google-ში ყველაზე ხშირად ძებნილი სიტყვები საქართველოდან


გააზიარე სტატია

რას ეძებენ ქართველები Google-ით?

რა ინტერესები ამოძრავებთ, და რამდენად აქტიურობდნენ წლის განმავლობაში?

Google Trends-ის მეშვეობით შეგვიძლია გასული წელი საძიებო ჭრილში განვიხილოთ.

2017 წელს, ალბათ ისევე, როგორც მთელ დედამიწაზე, ქართველებმა საძიებო ველში ყველაზე ხშირად კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თემები მოიძიეს. კონკრეტულად კი – ბიტკოინი.

ამ თემამ პოპულარობის ზრდა 22 ოქტომბერს (21%) დაიწყო და პიკს 17 დეკემბერს მიაღწია (100%).

 

მეორე ადგილზე გახლავთ მობილური თამაში – Clash Royale – ამ აპლიკაციას ქართველები მთელი ზაფხული – 2 აპრილიდან 1 ოქტომბრამდე – აქტიურად სერჩავდნენ გუგლის საძიებო ველში.

 

მესამე ადგილიც თამაშებმა დაიკავეს – Roblox ონლაინ პლატფორმაა, რომელზეც მოხმარებლების მიერ შექმნილი 15 მილიონამდე ფლეშ-თამაშია განთვსებული. ეს თემა წლის მანძილზე 50%-იანი პოპულარობით სარგებლობდა, ხოლო პიკს წინასაახალწლოდ, 24 დეკემბერს მიაღწია.

რაც შეეხება კონკრეტულ keyword-ებს, ქართული ათეული ასე გამოიყურება

  1. Betlive – ონლაინ კაზინო
  2. Crocobet – ასევე ონლაინ კაზინო
  3. Ti nazavi – თურქული სერიალი
  4. Emilia – ქართული საბავშვო იუთუბ არხის მთავარი გმირი
  5. Daqiravebuli siyvaruli qartulad – ისევ თურქული სერიალი
  6. Emili – იგივე საბავშვო არხის გმირის სახელი
  7. Mymarket ge – ქართული ონლაინ სავაჭრო პლატფორმა
  8. youtube
  9. Daqalebi ge – ყველაზე წარმატებული ქართული სერიალის, “ჩემი ცოლის დაქალები”-ს ვებ.გვერდი
  10. Geo saitebi ge – ფილმების და სერიალების ქართული პორტალი

რეკომენდებული სტატიები
კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში

კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში

კულინარიული ბლოგები ქართულ ინტერნეტში
სოციალურმა ქსელებმა ავტორებს ბლოგების პოპულარიზაციის კარგი ინსტრუმენტებიც შეუქმნეს და მათთვის, ვინც კვლავ აგრძელებს ბლოგების წერას, ბევრად მარტივი გახდა სამიზნე აუდიტორიამდე კონტენტის მიტანა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.