2019 წლის ნომინაციები – AT.ge
წარმოგიდგენთ 2019 წლის “წლის ნომინაციებს”
წლის ფრაზა:
- “რას დავაჭირე ამისთანას” – დეპუტატ ემზარ კვიციანის დაუგეგმავი ლაივ-ჩართვა
✔ პირდაპირ ეთერში ვარ? რას დავაჭირე ამისთანას? – ემზარ კვიციანის სახალისო ვოდეო ⤵⤵⤵
Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Donnerstag, 7. März 2019
- “რა ხდება ბოზიშვილივიყო” – პლაკატი 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე
- “ნუ მაბრმავებ” – საპროტესტო სლოგანი 20 ივნისის დარბევის შემდეგ
წლის აქცია:
- “სირცხვილია” – თბილისში მიმდინარე ანტიოკუპაციური, ანტიკოლაბორაციონისტული, ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების ციკლი ზაფხულიდან შემოდგომამდე
წლის ადამიანი:
- ვაჟა გაფრინდაშვილი – ადამიანი, რომელმაც უარი თქვა ოკუპაციური საზღვრის თუნდაც ფორმალურ აღიარებაზე
- მაკო გომური და გიორგი სულაშვილი – ანტიოკუპაციური პროტესტის მონაწილეები, რომლებსაც პოლიციის რეზინის ტყვიებმა თვალი დააკარგვინა.
- შოთა დიღმელაშვილი – თბილისში თვეების განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი
წლის მოდა / ჩვენება:
- Situationist / Tbilisi Fashion Week SS20
ქართველი თვითნასწავლი დიზაინერი, რომელმაც ტანსაცმელზე მუშაობა თინეიჯერობისას დაიწყო, პუბლიკას სტაბილურად სთავაზობს საინტერესო კოლექციებს, რასაც ადასტურებს “სიტუაციონისტის” შესახებ გამოხმაურებები Vogue-ში, Forbes-ში და სხვა დიდ გამოცემებში.
წლის დიზაინერი:
- გიორგი ქებურია – ქართველი დიზაინერი, რომლის პროდუქციის შესახებაც რეგულარულად ვიღებთ სიახლეებს როგორც ქართული, ასევე უცხოური მედიიდან.
წლის ჯგუფი:
მნიშვნელობა არ აქვს, მოგწონთ თუ არა, ფაქტია, რომ წლის ქართული ჰიტი ცალსახად კაიაკატას ეკუთვნის. ძალიან დიდი ხანია ქართულ მუსიკალურ რეალობაში Polo Palace-ის მსგავსი პოპულარობა არაფერს ჰქონია, მაგრამ ალბომი „სადაა“, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი კომპოზიცია.
ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში MokuMoku-მ გამოუშვა ახალი ინსტრუმენტული ალბომი Chicago Marinade, რომელიც 10 ტრეკისგან შედგება და მსმენელს დიდი ალბათობით თავისი ნოსტალგიურობით დაამახსოვრდება.
წლის კლიპი:
„თერაპია“ – როგორც ალბომი, ასევე ამავე სახელის მატარებელი ვიდეო (რეჟისორი Vinda Folio) 2019 წლის ქართული მუსიკალური მოვლენების ერთ-ერთი ჰაილაითია. ეკო/ვინდას დუეტისთვის ეს წელი საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა – ისინი სულ ახლახან დაბრუნდნენ საფრანგეთის ტურნედან და თბილისში ლაივის გამართვაც მოასწრეს.
ქართველი მუსიკოსი ნათია ჭიჭინაძე, იგივე Creams, ვიდეოთი (რეჟისორი ბუბა ბებოშვილი) Die For You ქართულ მუსიკალურ სცენაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და ადგილობრივი მსმენელის გარდა უცხოური პრესის ყურადღებაც მიიქცია.
წლის სპორტსმენი:
- გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ჩაკვეტაძე 2019 წლის სეზონში ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის გამარჯვებაში დაეხმარა და გუნდს ევრო 2020-ზე გასვლის შანსი მოუტანა. გაზაფხულზე ნაკრები მძიმე ტრავმის შემდეგ სწორედ მის დაბრუნებას ელის, რათა ბელარუსთან გასამართ მატჩში გამარჯვების შანსები გაიზარდოს. მისი შედეგიანობა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ახალგაზრდა ვარსკვლავს კარიერის საუკეთესო წლები წინ აქვს.
წლის ფოტო:
- “პოსტ-სინოიდალური” გამოხმაურებებიდან
“პოსტ-სინოიდალური” გამოხმაურებები: დღის ფოტო, სკრინშოტები და სტატუსები ინტერნეტიდან
- Berlin is in, Tbilisi is out, Dina Oganova
წლის ვიდეო:
- ძე – სოციალური კამპანია
კომპანია Windfor’s-ის პროექტი, „საქართველოს ამერიკელი მეგობრებისა“ და „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულის სოციალური კამპანია, რომელმაც საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის, Epica Awards-ის ფინალში რეგიონში პირველი მთავარი ჯილდო აიღო.
- 20-21 ივნისის დარბევა რეზინის ტყვიით ხელიდან გაგდებული ტელეფონიდან
- სევდიანი მესაყვირე თბილისის მეტროს ჭყლეტაში
😬💖
Gepostet von Tata Bokuchava am Dienstag, 3. Dezember 2019
წლის სტატუსი:
- ლაშა ბუღაძე: სერგეი პროკოფიევი “როსგვარდიის” წინააღმდეგ
July 27, 2019Moscow city centre, Kamergersky side street, close to The Moscow Art Theatre. World famous composer Sergei…
Gepostet von Olga Varshaver am Samstag, 27. Juli 2019
წლის ფესტივალი:
უკვე მრავალი წელია, რაც თბილისში ორი დიდი თეატრალური ფესტივალი იმართება, მაგრამ „ახალი დრამის ფესტივალი“ რაღაც განსხვავებულს გვთავაზობს. „ახალი დრამის ფესტივალმა“ 2019 წელს რამდენიმე რეზონანსული ექსპერიმენტი წარმოადგინა, მათ შორის დებიუტანტი დრამატურგებისა და რეჟისორების ამბიციური წარმოდგენები. თამარ შუკაკიძის “მეხსიერება” – ფართო გაგებით ფემინისტურ-სოციალური მონოდრამა, ისე როგორც ჩვეული ქართული თეატრალური სურათიდან სრულიად ამოვარდნილი – “ღია სივრცეში” გამართული დავით ხორბალაძის სპექტაკლი.

წლის სტარტაპი:
- “სამყურა” – ნიკა ბაგალიშვილის ბიომეურნეობა წნორში
მიუხედავად იმისა, რომ ბიოპროდუქტებზე საქართველოში ჯერ კიდევ არ არის საკმარისი მოთხოვნა, ჩვენ შორის არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანი ნიკა ბაგალიშვილია, რომელსაც უკვე ერთი წელია, რაც წნორში ბიომეურნეობა აქვს.

წლის გასართობი სივრცე:
არსებობის ორი წლის თავზე “დრამა” ძალდაუტანებლად ინარჩუნებს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი ადგილის სახელს ღამის ცხოვრების მოყვარულთა შორის.
წლის ინტერვიუ:
- ინტერვიუ გია ყანჩელთან – ID
- “კარგი ფოტო შეიძლება ჩაიდანითაც გადაიღო” – ინტერვიუ ნათელა გრიგალაშვილთან
“კარგი ფოტო შეიძლება ჩაიდანითაც გადაიღო” – ინტერვიუ ნათელა გრიგალაშვილთან
წლის ფილმი:
- ლევან აკინი, And Then We Danced
შეიძლება ფილმი მოგწონდეს ან არა, მაგრამ ფაქტია, რომ And Then We Danced-ის პრემიერამ და სეანსებმა უპრეცედენტო საზოგადოებრივი რეზონანსის ფონზე ჩაიარა და დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ჰომოფობიის პრობლემასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაში.
- უტა ბერია, “უარყოფითი რიცხვები”
“უარყოფითი რიცხვები” ძალიან ჰგვანან ჩემს გმირებს. როგორც ფილმში ერთი გმირი ამბობს, ეს ის რიცხვებია, რომლებიც თან არსებობენ და თან არ არსებობენ, 0-ს ქვემოთ არიან, საზოგადოებისგან უარყოფილები და ეგ იარლიყიც პირდაპირ აქვთ მიკერებული: ისინი უარყოფითები არიან”. – უტა ბერია
წლის სპექტაკლი:
- “ბალიშის კაცუნა” – რეჟისორი გეგა გაგნიძე
გეგა გაგნიძის სპექტაკლმა ჯილდოები მიიღო ორ მნიშვნელოვან სახელოვნებო კონკურსში – “დურუჯი 2019-ის” საუკეთესო დებიუტის ნომინაციასა და წინანდლის პრემიის თეატრალური ხელოვნების კატეგორიაში.
წლის თანამედროვე ხელოვანი:
- ლადო ლომიტაშვილი
ლადო ლომიტაშვილი, ქართველი ხელოვანი. 2019 წელს პოლონეთში, ზახენტას ხელოვნების ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი გამოფენით – “Let river know your dream. Water will carry” წელს წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა.
Gepostet von Miejsce Projektów Zachęty am Freitag, 9. August 2019
- თეა გვეტაძე
თეა გვეტაძე, ქართველი ხელოვანი. 2019 წელს თბილისში, ლიზა ოფერმანის გალერეა LC Queisser-ში გამოფენა “სუბტროპიკული უშგული” წარმოადგინა.

თამარ ნადირაძე, ქართველი ხელოვანი. 2019 წელს თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე წარადგინა ნამუშევარი “Ode to spring”, რომელსაც დიდი გამოხმაურება მიჰყვა. ნამუშევარი ბერლინის თანამედროვე ხელოვნების გალერეა “Kornfeld Galerie“-მ შეიძინა.

წლის ღონისძიება / გამოფენა:
- სიზმარი – შეგრძნებების მულტიმედია ინსტალაცია
თბილისის ძველ კინოსტუდიაში გამართული კოლაბორაციული ინსტალაცია მოიცავდა სხვადასხვა მედიუმს: არქიტექტურას, აუდიოვიზუალურ ხელოვნებას, სკულპტურას და მათ სინთეზს თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებთან. ეს ერთობა ქმნიდა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურ მოგზაურობას ტვინის შემადგენელი ნეირონების ლაბირინთში, რომელიც სიზმარში განცდილი შეგრძნებების მიხედვით შეიქმნა.
-სიზმარი-ნეირონების ლაბირინთში, თითოეული ადამიანი შეიგრძნობს და ქმნის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აქცევს მას პროექტის ერთ-ერთ შეოქმედად.შეგრძნებების მულტიმედია ინსტალაცია13-16 ივნისი. 2019თბილისი
Gepostet von სიზმარი am Donnerstag, 12. Dezember 2019
წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი:
- სოხუმის შუქურა
შემოდგომაზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა სოხუმის შუქურას, რომელიც სოხუმში მდებარეობს. სოხუმის შუქურა არის სანავიგაციო ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში 1864 წლის 14 აპრილიდან შევიდა.
წლის Coub:
- ზუგდიდური დეტექტივი
- დეიდა თბილისის ბერლინის კედლიდან










