fbpx

21 მარტი -დილიდან


გააზიარე სტატია

 

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში.
წყარო: https://worlddownsyndromeday.org/

 

გიორგი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი 21 მარტს მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თოჯინების თეატრი 21 მარტს მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავს. თეატრის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ 30-მდე მეთოჯინის მიერ შექმნილი ნამუშევრები და დაესწროთ სპეკტაკლს.
წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გიორგი უგულავას ნამუშევრების გამოფენას


,,ნაცრისფერი ზონა” თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება. გამოფენა ასახავს თანამედროვე კულტურაში არსებული კორუფციის „ზონას” და მისი გავლენის სფეროებს. „ზონა” შესაძლოა გულისხმობდეს როგორც რეგიონს, ისე სფეროს, სექტორს ან ტერიტორიას. გიორგი უგულავას ნამუშევრები კორუფციის ნაცრისფერ ზონებს, მის მოჩვენებით რეალობას და თანამედროვე სამყაროში მისი განვითარების მზარდ ტემპს ასახავს. ავტორი მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორ განვაგრძობთ არსებობას უკანონობისა და კორუფციისაგან წარმოქმნილ რეალურ და მეტაფორულ ნაცრისფერ ზონაში, რომელიც ვირუსის მსგავსად ყველგან აღწევს.
წყარო: https://www.facebook.com/events/

 

Netflix-ის სერიალის, Stranger Things-ის მსახიობები მესამე სეზონში გაზრდილ ჰონორარს მიიღებენ


ფინ ვოლფჰარდი, გატენ მატარაცო, კალებ მაკლაჰინი და მილი ბობი ბრაუნი მესამე სეზონის თითო სერიაში $250 ათასს მიიღებენ. პირველ ორ სეზონში მსახიობები $30 ათასს იღებდნენ, განსხვავებით მილი ბობი ბრაუნისგან, რომელსაც როგორც შოუს წამყვან მსახიობს, თითო ეპიზოდში $150 ათასს უხდიდნენ. რაც შეეხებათ Stranger Things-ის კიდევ ორ მსახიობს – ვაინონა რაიდერსა და დევიდ ჰარბორს, ისინი თითო ეპიზოდში $350 ათასს მიიღებენ.
წყარო: http://deadline.com/

 

ელიზაბეტ მოსი და ამერიკელების საყვარელი კომედიანტი მელისა მაკარტი, ტიფანი ჰედისთან ერთად ახალ ფილმში, The Kitchen, ითამაშებენ


The Kitche-ის სიუჟეტი ირლანდიელი განგსტერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც დაიჭერენ და პატიმრობას მიუსჯიან, შესაბამისად საქმეებს მათი ცოლები გადაიბარებენ და 1970-იანი წლების ყველაზე გავლენიან მაფიოზებად იქცევიან.
წყარო: http://variety.com/

 

მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალის რეზიდენციის პროგრამაში საუკეთესო რეჟისორებს შორის მოხვდა


“დედეს” რეჟისორი, მარიამ ხაჭვანი თავის ახალ ფილმ “ნენეზე” მუშაობას პარიზში განაგრძობს. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი კანის კინოფესტივალმა რეზიდენციის პროგრამისთვის Cinefondation შეარჩია. მარიამი 6 თვე პარიზში იცხოვრებს და შესაძლებლობა ექნება დაესწროს ცნობილი კინემატოგრაფისტების მასტერკლასებს. შარშან ამავე პროგრამაში Cinefondation რატი წითელაძე მონაწილეობდა პროექტით “ცარიელი სახლი”.
წყარო: http://www.gnfc.ge

 

მსოფლიოს წლის ყველაზე ძვირიანი ქალაქების ათეული გამოქვეყნდა


კვლევა ავსტრალიის, კანადის, ჰონგ-კონგის, ირლანდიის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, სინგაპურის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მეტროპოლიტებში ჩატარდა. 9 ქვეყნის 293 დიდ ქალაქში დაითვალეს საშუალო შემოსავალი და ბინების საშუალო ფასი და კოეფიციენტი გამოიყვანეს. მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქი ჰონგ-კონგია. ხუთეულში ასევე შევიდნენ – სიდნეი, ვანკუვერი, სანტა კრუზი და სან ხოსე.
წყარო: http://time.com/

 

“ბეჭდების მბრძანებლის” სერიალად გადაღება $500 მილიონზე მეტი დაჯდება

როგორც აღმოჩნდა, “ბეჭდების მბრძანებლის” ახალი, ამჯერად სატელევიზიო სერიალად გადაღება კომპანია ამაზონისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნება გამოდგა, რადგან მხოლოდ საავტორო უფლებებისთვის კომპანიამ $250 მილიონი გადაიხადა. გარდა ამისა, ამაზონმა უკვე შეუკვეთა შოუს ორი სეზონი, წინასწარი ინფორმაციით კი გადაღებების ხარჯმა უკვე გადააჭარბა $500 მილიონს. ამ ციფრების მიხედვით დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ წინ საკმაოდ მასშტაბური სერიალი გველის, თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამაზონის სერიალის ბიუჯეტი ბევრად აღემატება HBO-ს საკულტო შოუს, Game of throne-ის ბიუჯეტს (თითო ეპიზოდი $15 მილიონი).
წყარო: http://ew.com/

 

დისნეი “ლედი და მაწანწალას” რიმეიქს გადაიღებს

სტუდია Disney 1955 წელს გადაღებული ანიმაციური ფილმის, “ლედი და მაწანწალა” რიმეიქს შექმნის. მულტფილმზე სცენარისტი და რეჟისორი ჩარლი ბინი იმუშავებს. სავარაუდოდ, “ლედი და მაწანწალა” ეკრანებზე 2019 წელს გამოვა.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.