Chemical Brothers და რობერტ პლანტი საქართველოში კონცერტებს გამართავენ
გააზიარე სტატია
„ისთერნ ფრომოუშენმა” და „თიბისი სტატუსმა“ დღეს ჯაზფესტივალის წლის გეგმა წარადგინეს. „ისტერნ პრომოუშენის“ განცხადებით, თბილისის ჯაზფესტივალი ოქტომბრიდან აპრილის ბოლოს გადმოინაცვლებს.
რაც შეეხება შავი ზღვის ჯაზფესტივალს, მას 19 ივლისს, „ბლექ სი არენაზე“ როკის ლეგენდა რობერტ პლანტი გახსნის.
1 სექტემბერს კი რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის – The Chemical Brothers-ის კონცერტი გაიმართება. Chemical Brothers-ის ბილეთის საწყისი ფასი 50 ლარი იქნება ხოლო ბილეთების გაყიდვა 21 აპრილიდან დაიწყება.