fbpx

IOTA HOTEL TBILISI – ქართული ღვინის სახელმძღვანელო


გააზიარე სტატია

ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “IOTA HOTEL TBILISI”-ში ცოტა ხნის წინ “ღვინის ობსერვატორია” გაიხსნა. ობსერვატორია საინტერესო ადგილია, ღვინით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.

“ღვინის ობსერვატორიის” სასიამოვნო გარემოში, თქვენ შეგიძლიათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დამზადებული განსაკუთრებული ქართული ღვინოები დააგემოვნოთ, ან შეიძინოთ ლამაზად შეფუთული პროდუქცია, თუმცა ობსერვატორიას უფრო შემეცნებითი დატვირთვა აქვს: მაგალითად, აქ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ პროფესიონალების მიერ დამზადებულ ღვინის ბარათებს, სადაც ნახავთ დეტალურ ინფორმაციას სხვადასხვა სახეობის ღვინოზე, რომელ კერძთან ერთად უნდა მიირთვათ, რა ტემპერატურაზე, როგორი ტენიანობა, ტანინი ან სიტკბო აქვს. ბარათები სამენოვანია, შესაბამისად უცხოელ სტუმრებსაც აქვთ საშუალება მიიღონ საჭირო ინფორმაცია ღვინოზე. ობსერვატორიაში შეგიძლიათ სხვადასხვა სახეობის დაფების დაგემოვნება, რომლებიც ძირითადად ქართული ყველისა და ხორცისგან არის დაკომპლექტებული, ასევე ღვინოსთან ერთად ფონძიუს ან ხამონის მირთმევა.

“ღვინის ობსერვატორია” გამოირჩევა ღვინის შენახვის ტექნოლოგიით, ეს არის შუშის კონსტრუქცია სპეციალური აპარატურით, რითაც რეგულირდება წითელი და თეთრი ღვინის შენახვისთვის საჭირო ტემპერატურა, რომელიც ძალიან უხდება ინტერიერს.

ობსერვატორია არის სივრცე, სადაც ღვინის დაგემოვნების გარდა შესაძლებელია იმ საუცხოო პროცესებზე დაკვირვება, რომელიც უმცირეს მასშტაბებზე ხდება. ინტერიერშიც სწორედ ღვინის მიკროფოტოებს შეხვდებით, საინტერესო მრგვალი ფორმის ილუსტრაციების სახით, რომელიც მიკროსკოპით გადაღებული სხვადასხვა ღვინის მოლეკულებია.“

გუნდის შემდეგი პროექტი ქართული სუფრის ტრადიციის სახელმძღვანელოა, რომელიც ასევე სამ ენაზე გამოიცემა და ნებისმიერ მსურველს გაარკვევს ქართული სუფრის ტრადიციებში. აუხსნის რა ფუნქცია აქვს თამადას, რა კერძი რის შემდეგ მოდის და სადღეგრძელოების თანმიმდევრობას.

At.ge ესაუბრა “ღვინის ობსერვატორიის” თანამშრომელს:

“ღვინის ობსერვატორიის შექმნის პროცესებიდან განსაკუთრებით შრომატევადი იყო ღვინოების შერჩევა და შემეცნებითი ინფორმაციის შეგროვება.

შერჩევის დროს ჩვენ თავად ვეძებდით განსაკუთრებულ ღვინოებს, ღვინის დასაგემოვნებლად ვაწყობდით დეგუსტაციას, რის შემდეგაც უკვე ვარჩევდით საუკეთესოებს.

ქართული ტრადიციული მეღვინეობის გარდა აქ შესაძლებელია იშვიათი საოჯახო მარნების ღვინოების დაგემოვნება, ასევე ღვინის ობსერვატორიაში გადააწყდებით უძველეს ღვინოს ენოთეკიდან და 2005 წლის განსაკუთრებული მოსავლის საფერავს.

ეს არის ადგილი, სადაც ღვინის დაგემოვნების გარდა, შეგიძლია მეტი გაიგო, გაეცნო საჭირო ინფორმაციას ქართული ღვინის შესახებ.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.