თეზი გაბუნიას ვიდეოში კატასტროფაა ნაჩვენები: საგამოფენო დარბაზის იატაკი ნელ-ნელა წყლით იფარება... წყლის დონე თანდათანობით იმატებს და საბოლოოდ, ლუვრში, დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ საკრალურ დარბაზში განთავსებული ისტორიული შედევრები წყლით იფარება
ქართველი არტისტის, თეზი გაბუნიას ახალ ვიდეონამუშევარში სახელად "Breaking News: The Flooding of the Louvre" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების მუზეუმი წყლით იტბორება.