რა არის კეტო დიეტა და როგორ იკლებ კილოგრამებს ისე, რომ ყველაფერ გემრიელს ჭამ
ვისაც გიცდიათ დიეტის მოძებნა, კარგად იცით, რომ არსებობს უამრავი დიეტა და უამრავი ადამიანი, რომელიც გთავაზობთ რაღაც ჯადოსნურ სისტემებს - ორ კვირაში 10 კილოს დაკლება და მრავალი სხვა საოცრება. ზოგი დიეტა უვნებელია, ხოლო ზოგი კი საშიში ორგანიზმისთვის. უმრავლეს შემთხვევაში შედეგი არაა, ან თუ შედეგი არის, რაღაც დროის შემდეგ, წონა ისევ უკან გვიბრუნდება.