კაცებს სამაიას სამოსი აცვიათ და სამაიას ცეკვავენ – ასე ლია უკლებამ, მოულოდნელი პროტესტით ცნობილმა ქუთაისელმა მხატვარმა და სამოქალაქო აქტივისტმა გადაწყვიტა
ფეისბუკში დღეს გავრცელებული ეს ფოტო უამრავმა ადამიანმა გააზიარა. ფოტო გიორგი გოგიბერიძეს ეკუთვნის და ის, სავარაუდოდ სამშენებლო მოედანზე, შესვენების დროსაა გადაღებული.
საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე.
დავით კაკაბაძემ ფოტო სავარაუდოდ მუზეუმის 10 წლისთავის აღნიშვნისას გადაიღო. საქართველოს მუზეუმი გასაბჭოების შემდეგ - 1921 წელს გადავიდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, ფოტოს გადაღების თარიღი 1931 წელია.
დღევანდელი დღის ფოტო დღევანდელსავე მივიწყებულ დღესასწაულს - "ისპანახობას" ეძღვნება და წარმოგიდგენთ საკარნავალო მორთულობაში გამოწყობილ ილია ჭავჭავაძეს თანამოქალაქეებთან ერთად.
ეს ფოტო გადაღებულია ვაკის პარკში მოხალისეების მოწყობილ ბარიკადებთან, 2014 წლის იანვრის ბოლოს, როდესაც “ინვესტორი” ცდილობდა სასტუმროს მშენებლობის დასაწყებად პარკის ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანას.