
კულტურა “ნიკოს” გარეშე
ცხოველთა უფლებები მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოებისთვის და ხელოვნებით ამ პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხის დაცვა ისეთივე არახალია, როგორც მათი სიყვარული, ან მათდამი პატივისცემა. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ერთმანეთს შევახსენოთ, რომ ქართული ხელოვნების და კულტურის დამოკიდებულება იმ არსებებისადმი, რომლებსაც ჩვენი ზრუნვა სჭირდებათ, პატივისცემაზე და სიყვარულზე გადის.


