fbpx

ქართველი რეჟისორი Sundance-ზე იმარჯვებს


გააზიარე სტატია

ფოტო: კადრი ფილმიდან “სოვდაგარი”

ქართველი რეჟისორის, თამთა გაბრიჩიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, “სოვდაგარი” Sundance Film Festival 2018-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სოვდაგარი” მეორადი ტანსაცმლისა და საოჯახო ნივთებით მოვაჭრე გელას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავისი მანქანით სოფლებში დაიარება.

მუსიკა, 23 წუთიანი ფილმისთვის ქართველმა მუსიკოსმა და პიანისტმა, გიგი (Pianoman) ჭიპაშვილმა დაწერა.

“სოვდაგარის” პრემიერა Hot Docs Documentary Film Festival 2017-ზე შედგა, სადაც მან საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ტიტული მოიპოვა.

2018 წლის 9 თებერვლიდან კი “სოვდაგარი” ნანა ექვთიმიშვილის “ჩემი ბედნიერი ოჯახის” შემდეგ მეორე ქართული ფილმი იქნება, რომელსაც Netflix აჩვენებს.

გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ტრეილერი:

ფილმის ტრეილერი


რეკომენდებული სტატიები
კარლო კაჭარავა დღეს

კარლო კაჭარავა დღეს

კარლო კაჭარავა დღეს
კარლო კაჭარავამ პირველმა დაიწყო დასავლური ხელოვნების და მასთან მიმართებაში ქართული ხელოვნების შესწავლა და კვლევა. მანვე განსაზღვრა თანამედროვე ქართული ხელოვნების ორიენტაციაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.