
ფოტოკონკურს World Press Photo 2018-ის გამარჯვებულები
World Press Photo დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც 1955 წლიდან მოყოლებული, პრესის ფოტოგრაფიის ყოველწლიურ კონკურსებს აწყობს. World Press Photo ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფოტოკონკურსია, რომელიც მსოფლიო საგამოფენო პროგრამის საშუალებით წლის საუკეთესო ფოტორეპორტაჟებს მილიონობით ადამიანს აცნობს.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ World Press Photo-ს 2018 წლის გამარჯვებულები, რომლებიც ჟიურიმ რამდენიმე დღის წინ გამოავლინა:
კატეგორია: ადამიანები, stories – პირველი პრიზი
აიშა, 14 წლის, გადაღებული ნიგერიაში, მაიდუგურის დასახლებაში. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ბოკო ჰარამმა“ აიშა მოიტაცა და თვითმკვლელი ტერორისტული მისია დაავალა. ტანზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობით, გოგონამ შეძლო ტერორისტებისგან თავის დაღწევა. Photograph: Adam Ferguson/New York Times
კატეგორია: გარემო, stories – პირველი პრიზი
მამაკაცი მოათრევს პლასტმასის ბოთლების უზარმაზარ ფუთას ლაგოსში (ნიგერია), ოლუსოსუნის ნაგავსაყრელზე. Photograph: Kadir Van Lohuizen/Noor Images
კატეგორია: ბუნება, singles – მეორე პრიზი
როკჰოპერის პინგვინები ინდოეთის ოკეანის სუბ-ანტარქტიკულ აფრიკულ კუნძულ მარიონის კლდეებზე ხტუნვა-ხტუნვით გადაადგილდებიან. Photograph: Thomas P. Peschak
კატეგორია: თანამედროვე საკითხები, stories – პირველი პრიზი
კამერუნელი 28 წლის ვერონიკა უზელს მკერდს თავის შვილს. მკერდის გაბრტყელება-დაპატარავება კამერუნის ტრადიციული პრაქტიკაა და მისი მიზანი მოზარდ გოგონებში სქესობრივი მომწიფების პროცესის შეფერხებაა, იმისთვის რომ გოგონებს შეძლებისდაგვარად თავიდან ააცილონ გაუპატიურების ან სექსუალური შევიწროების საფრთხე. Photograph: Heba Khamis/EPA
კატეგორია: წლის ფოტო, World Press Photo 2018

ვენესუელას პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს, 28 წლის ჰოსე ვიქტორ სალაზარ ბალზა ცეცხლის ალში გაეხვა. Photograph: Ronaldo Schemidt/AFP
კატეგორია: გარემო, singles – პირველი პრიზი

ტრანკვილიზატორით გაბრუებული თვალახვეული ახალგაზრდა სამხრეთული მარტორქა ელოდება მომენტს, როდესაც მას ბოტსვანაში, ოკავანგოს დელტაზე ველურ ბუნებაში გაუშვებენ. Photograph: Neil Aldridge/EPA
კატეგორია: სპორტი, singles – პირველი პრიზი
ინგლისში, ეშბურნის ყოველწლიურ საფეხბურთო მატჩზე, მოწინააღმდეგე გუნდები ბურთისთვის იბრძვიან. Photograph: Oliver Scarff/AFP/Getty Images
კატეგორია: ბუნება, singles – პირველი პრიზი
მელოტი არწივი ალასკაში მდებარე Dutch Harbor-ის სუპერმარკეტის ნაგვის კონტეინერებში ხორცისთვის ნადირობს. Photograph: Corey Arnold/AP
კატეგორია: ახალი ამბები, stories – პირველი პრიზი
ნადჰირა აზიზი აკვირდება მისი დისა და დის შვილის სახლიდან გამოსვენების პროცესს მოსულში, სადაც ისინი საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპნენ. ქალაქ მოსულისთვის ბრძოლებს 9000-ზე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. Photograph: Ivor Prickett/New York Times
კატეგორია: თანამედროვე საკითხები, singles – პირველი პრიზი
ლაგოსის ნავმისადგომებიდან გადმოსული ტურისტული ნავი ნიგერიის მაკოკოს დასახლების არხებში მიიკვლევს გზას. ეს ნიგერიული სოფელი წყალზე უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე ლაგოსის ლაგუნას უდიდეს არალეგალურ დასახლებად გადაიქცა.
კატეგორია: ახალი ამბები, singles – პირველი პრიზი
როჰინგას ტომის ლტოლვილების უსულო სხეულები ნაპირზე გადმოსვენების დროს. ლტოლვილები, რომლებიც მიანმარიდან ბანგლადეშში ნავით გადასვლას ცდილობდნენ ოკეანის წყლებში ამოტრიალდა. კატასტროფას 100-დან მხოლოდ 17 ადამიანი გადაურჩა. Photograph: Patrick Brown/Panos Pictures
კატეგორია: ადამიანები, singles – პირველი პრიზი
შვედეთში მყოფი ლტოლვილი დები კოსოვოდან – იბადეტა და ჯენატა ჯერ-ჯერობით უცნობი აპათიური სინდრომით თვეების მანძილზე გაუნძრევლად არსებობენ და არ რეაგირებენ ფიზიკურ სტიმულებზე. Photograph: Magnus Wennman/AP
კატეგორია: ბუნება, singles – მესამე პრიზი
გვიან ღამით, ატლნატიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, გოლფსტრიმის დინებაში, პალმ ბიჩის მახლობლად მფრინავი თევზი მიცურავს.