fbpx

ჩინეთში მზის პანელებისგან აწყობილი გზა ავტომობილებისთვის გაიხსნა


გააზიარე სტატია


გზის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი ჩინეთში, ჯინანის პროვინციაში, 2018 წლის დამდეგს, საახალწლო დღეებში გაიხსნა.


ერთი წლით ადრე მსგავსი, ოღონდ უფრო მოკლე “მზის პანელების” გზა ამოქმედდა საფრანგეთშიც, ნორმანდიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში და მას მსოფლიოში პირველ ამგვარ პროექტად აღიარებენ, თუმცა ჩინური პროექტი ფრანგულზე ოდნავ უფრო ამბიციურია.


ჩინური “მზის ტრასა” ე.წ. გამჭვირვალე ბეტონითაა დაგებული, რომელიც მზის შუქს ბეტონის ქვეშ დაგებულ  პანელებამდე ატარებს. მზის პანელები ამ შუქს ენერგიად გარდაქმნიან.



პროექტის ინჟინრის განცხადებით, მზის პანელის გზა, ასფალტთან შედარებით, 10-ჯერ მეტ დატვირთვას უძლებს. მისი გენერაციის მაჩვენებელი კი წელიწადში 1 მილიონი კილოვატსაათია.


დეველოპერების თქმით,  გზის ეს მონაკვეთი წელიწადში 800 ოჯახის სამყოფ ენერგიას გამოიმუშავებს.

კონსტრუქტორების შემდეგი მიზანი ამ გზისთვის უსადენო დამტენის ფუნქციის ამოქმედებაა, რომელსაც მასზე მოძრავი ელექტრომანქანები გამოიყენებენ.

მზის ენერგიის გამომუშავების მხრივ ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა, სადაც მზის ენერგიის გამომუშავება ამ ეტაპზე 80 გიგავატს შეადგენს.

ეს კი მზის ენერგიის გამომმუშავებელი  ქვეყნების ტოპ ათეულია:


რეკომენდებული სტატიები
6 ქალაქი, სადაც მაგისტრალები ურბანულ პარკებად გადააქციეს

6 ქალაქი, სადაც მაგისტრალები ურბანულ პარკებად გადააქციეს

6 ქალაქი, სადაც მაგისტრალები ურბანულ პარკებად გადააქციეს
სანამ თბილისი მანქანების ნაკადებში იძირება, გაგაცნობთ ქალაქებს, რომლებმაც ავტომობილების მოზღვავებას რადიკალური ზომები დაუპირისპირეს და მანქანებისთვის განკუთვნილი მაგისტრალები გამწვანებულ ზონებად გადააქციეს
ნარჩენების ჩაბარების პუნქტები თბილისში

ნარჩენების ჩაბარების პუნქტები თბილისში

ნარჩენების ჩაბარების პუნქტები თბილისში
დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, ნაგვის ჩაბარების 8 პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მინის, ქაღალდის, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენების ჩაბარება შეიძლება
ესტონეთი გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა

ესტონეთი გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა

ესტონეთი გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა
ესტონეთის დედაქალაქი უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის შემოღებიდან ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს, ხოლო ქვეყნის მთავრობა ამ მოდელის მთელ ქვეყანაზე განვრცობას გეგმავს
სმარტ სითი - ჭკვიანი ქალაქი ჭკვიანი ადამიანებისთის

სმარტ სითი - ჭკვიანი ქალაქი ჭკვიანი ადამიანებისთის

სმარტ სითი - ჭკვიანი ქალაქი ჭკვიანი ადამიანებისთის
არ იფიქროთ, თითქოს "ჭკვიანი ქალაქი" მხოლოდ ტოკიო ან ნიუ-იორკი შეიძლება იყოს. ნებისმიერი ქალაქი, სადაც ამის ნება გაჩნდება, შეიძლება “დაჭკვიანდეს” - მათ შორის, თბილისიც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.