fbpx

ჰონგ-კონგში 1 მანქანის პარკინგი 765,000$-ად გაიყიდა


გააზიარე სტატია

განვითარებულ მეგაპოლისებში მანქანის ყოლა დიდი ფუფუნებაა. კერძო მანქანებზე დაწესებული გადასახადების გარდა, დიდ ქალაქებში, ავტომობილების მფლობელებს ქუჩის პარკირებისთვის და სახლის ავტოსადგომებისთვის ასობით ათასი დოლარის გადახდა უწევთ. შეზღუდული სივრცის პირობებში, მეგაპოლისები ასე ებრძვიან კერძო ავტომობილების მოზღვავებას.

ჰონგ-კონგის ჰო მა ტანის რაიონში საპარკინგე ადგილებზე მოთხოვნა ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს – 1 ავტოსადგომი აქ 765 000$ აშშ დოლარად გაიყიდა.

“ეს სიგიჟეა,” – აცხადებს კლასიკური ავტომობილების კოლექციონერი დარინ ვუ, რომელმაც მანქანების შენახვაზე ფულის დასაზოგად 1968 Mercedes-Benz 600 Pullman limo და 1957 Fiat Abarth კალიფორნიაში გადაიყვანა. “სივრცის ყიდვა? არავითარ შემთხვევაში. ამ ფასად 5 ახალ მანქანას ვიყიდი.”

საპარკინგე ადგილზე საშუალო ფასი 286 000 აშშ დოლარია, რაც 2006 წლის საბაზრო ფასს 6-ჯერ აღემატება. ამის გამო ქალაქის საბინაო ბაზარი, რომელიც მსოფლიოში „ყველაზე ხელმიუწვდომელია“, შედარებით უფრო ჰუმანურადაც კი გამოიყურება. იმავე პერიოდში – 2006 წლიდან – ბინებზე ფასი მხოლოდ 3,4-ჯერ გაიზარდა.

ჰონგ კონგში წლის პირველ ნახევარში  1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების უძრავმა ქონებამ შეიცვალა მეპატრონე, რაც გასული წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

Image result

დამნაშავე დეველოპერები

პარკინგის ხელმისაწვდომობის პრობლემებს აწყდებიან ავტომობილების მესაკუთრეები ლონდონსა და ნიუ-იორკშიც. “ნიუ-იორკ თაიმზის” ცნობით, მანჰეტენზე, სოჰოში, ქროსბის ქუჩის 42 ნომერში, ავტომობილის სივრცე 1 მილიონ აშშ დოლარად იყიდებოდა. უძრავი ქონების აგენტი, რომელიც ამ ქონებას ყიდდა, უარყოფდა აღნიშნულ ინფორმაციას.

 

“შექმნილ მდგომარეობაში ნაწილობრივ ჰონგკონგელ დეველოპერებსაც  მიუძღვით ბრალი: საცხოვრებელი სახლების მშენებლობით ისინი მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე გარაჟების. შესაბამისად, საპარკინგე სივრცეების თანაფარდობა საცხოვრებელ ერთეულებთან მიმართებაში შემცირდა,” – აცხადებს დენის მა – Jones Lang LaSalle Inc კონსალტინგიდან.

Image result

2006-2016 წლებში, საპარკინგე ადგილების რაოდენობა 9,5%-ით, 743 000 ადგილამდე გაიზარდა, ხოლო ქალაქის ტრანსპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, კერძო ავტომობილების რაოდენობა იმავე პერიოდში 49%-ით, 743 000 ერთეულამდეა გაზრდილი.  

ასტრონომიული ფასები ჰონგკონგელებისთვის უცხო როდია. ქალაქის უძრავი ქონების ბაზარი უკვე 8 წელია ყველაზე ხელმიუწვდომელად არის აღიარებული. მცხოვრებლები ცნობილები არიან თავიანთი უჩვეულო ინვესტიციებით –  როგორიცაა ტაქსის მედალიონები და გოლფის მანქანები, რომლებიც აქ 255 000$-დაც კი იყიდება.

სპეკულანტები კიდევ უფრო ამწვავებენ დეფიციტს. უკანასკნელ წლებში ავტოპარკები უძრავი ქონების მიმზიდველ ალტერნატივად იქცა, განსაკუთრებით მას მერე, რაც სახელმწიფომ დააწესა დამატებითი გადასახადები და უფრო მკაცრი ზღვრები ბინებზე ფასების გასაკონტროლებლად.

Image result

საპარკინგე სივრცე, რომლის ფასი 286 000 აშშ დოლარია, 3%-იან გადასახადს ექვემდებარება. შედარებისთვის, უძრავი ქონების შესყიდვაზე გადასახადმა შესაძლოა 30%-ს მიაღწიოს. ქონების 1 წლის ვადით გადაცემისთვის მესაკუთრე დამატებით 15%-ით დაიბეგრება, ხოლო ავტოპარკები გადასახადებისგან გათავისუფლებულია.

“ეს უზრუნველყოფს მოკლევადიანი ინვესტიციის შესაძლებლობას, რომლის განხორციელებაც საბინაო სექტორში შეუძლებელია”, – განაცხადა  Bloomberg Intelligence-ის ქონების ანალიტიკოსმა პატრიკ ვონგმა.

“დივიდენდი არცთუ მაღალია, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ კაპიტალის ფასის ზრდაზე, ვიღას ადარდებს დივიდენდი?”



ავტორი: ფრედერიკ ბალფური
წყარო: https://bloomberg.com


რეკომენდებული სტატიები
ჩინეთში მზის პანელებისგან აწყობილი გზა ავტომობილებისთვის გაიხსნა

ჩინეთში მზის პანელებისგან აწყობილი გზა ავტომობილებისთვის გაიხსნა

ჩინეთში მზის პანელებისგან აწყობილი გზა ავტომობილებისთვის გაიხსნა
პროექტის ინჟინრის განცხადებით, მზის პანელის გზა, ასფალტთან შედარებით, 10-ჯერ მეტი დატვირთვას უძლებს. მისი გენერაციის მაჩვენებელი კი წელიწადში 1 მილიონი კილოვატსაათია
ესტონეთი გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა

ესტონეთი გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა

ესტონეთი გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა
ესტონეთის დედაქალაქი უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის შემოღებიდან ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს, ხოლო ქვეყნის მთავრობა ამ მოდელის მთელ ქვეყანაზე განვრცობას გეგმავს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.