9 ოქტომბერი დილიდან
რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში ჩამოდის
“თანამედროვე კინოს დიდოსტატები” საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში XXI საუკუნის კინომეტყველების ფორმების დანერგვასა და განვითარებას. მეორე, შემოდგომის სესიის ფარგლებში საქართველოს ეწვევა და მასტერკლასს გამართავს უახლესი კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი.
ანდრეი ზვიაგინცევის ხელწერა გამოირჩევა ერთი მხრივ, მწვავე სოციალურ-პოლიტიკური მესიჯებით, ხოლო მეორე მხრივ, ღრმა და პოეტური ნარატივით. რეჟისორმა აღიარება მოიპოვა მსოფლიოს არაერთ წამყვან კინოფესტივალზე: სადებიუტო ფილმისთვის “დაბრუნება” ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო “ოქროს ლომი” დაიმსახურა, ხოლო ფილმები – “ელენა” , “ლევიათანი” , “უსიყვარულოდ” კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს ანდრეი ზვიაგინცევი კანის ჟიურის წევრიც იყო.
22-23 ოქტომბერს მასტერკლასი ჩატარდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. 24 ოქტომბერს კი გაიმართება ფილმის, “უსიყვარულოს” სარეჟისორო ვერსიის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ავტორთან ღია დისკუსიაში ჩაერთოს.
წყარო: https://www.facebook.com/
იაპონიაში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისა და ქართული კინოს 110 წლის იუბილეს პატივისცემად იაპონია ქართული კინოს ფესტივალს უმასპინძლებს.
რეტროსპექტივა 13-26 ოქტომბერს ტოკიოში მდებარე კინოთეატრ „ივანამი-ჰოლში” გაიმართება. იაპონიაში ქართული კინოს ფესტივალის მოწყობის იდეა კინოთეატრ “ივანამი-ჰოლის” თანამშრომელს – ტაკეჰიდე ჰარადას ეკუთვნის. ჰარადა 40 წლის წინ გიორგი შენგელაიას ფილმით, “ფიროსმანით” მოიხიბლა და ქართული კინემატოგრაფის უკეთ გასაცნობად საქართველოსაც კი ეწვია. ამჟამად იგი 65 წლისაა და სურს სამსახურიდან წასვლამდე იაპონელ მაყურებელს ქართული კინო გააცნოს.
2018 წელს ტაკეჰიდე ჰარადამ ქართული კინოსა და თეატრის შესახებ წიგნი გამოსცა, რამდენიმე თვის წინ კი ჰარადას ილუსტრაციებითა და იასუჰირო კოჯიმას თარგმანით ვაჟა-ფშაველას პოემებისა და მოთხრობების კრებულიც გამოიცა იაპონურ ენაზე.
წყარო: http://www.gnfc.ge/geo/news/1606
რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს.
წყარო: https://www.facebook.com/
გალერეა “უნივერსში” ნოდარ სუხიტაშვილის გამოფენა გაიმართება
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლოდროინდელი ნამუშევრები.
წყარო: https://www.facebook.com/
ფეისბუქმა ახალი მოწყობილობა Portal წარადგინა, რომელიც ეკრანის, კამერის, მიკროფონისა და სადგამისგან შედგება.
პორტალი თქვენს სახლში განთავსდება და ვიდეო და აუდიოზარების განხორციელებაში დაგეხმარებათ.
წყარო: https://www.bbc.com/
ბილი აუგუსტის ახალ ფილმში, 55 Steps მთავარ როლებს ჰელენა ბონემ კარტერი და ჰილარი სუონკი ასრულებენ
ფილმის სიუჟეტი სან-ფრანცისკოს ფსიქიატრიულ კლინიკაში ვითარდება, სადაც ერთ-ერთი პაციენტი ბონემ კარტერის პერსონაჟი ელეონორ რისია. ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება.
წყარო: https://www.youtube.com/
ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული თბილისობის კვირეულის ფარგლებში გიორგი ვარსიმაშვილის და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ერთობლივი ფოტოგამოფენა იმართება
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში წარმოდგენილია სურათები თბილისზე, ერთი მხრივ, თბილისის უცნობი ადგილების: სადარბაზოების, ბინების, მიტოვებული სასტუმროების, საპატიმროების, დარბაზების, ასევე უნიკალური არქიტექტურული ძეგლების, ხოლო მეორე მხრივ, კონცეპტუალურ-არტისტული ხედვა თბილისის პეიზაჟებზე. ფოტოგამოფენის პარალელურად გაიმართება დები აბაშიძეებისა და მარი გოლეთიანის საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტი, რომელზეც შესრულდება თბილისური მელოდიები.
წყარო: https://www.facebook.com