3D ზებრა
ხელოვნებაში ილუზიის გამოყენება ახალი ამბავი არ არის, მაგრამ პატარა ისლანდიურ სოფელში ამ ეფექტს ახლა საგზაო უსაფრთხოებისთვის იყენებენ. მეთევზეთა პატარა დასახლებაში, ისაფიორდურში გზებზე 3D ზებრა-გადასასვლელები შარშან დახატეს, რათა ვიწრო ქუჩაზე მოძრავ მანქანებს სიჩქარე შეენელებინათ. როდესაც ზებრაზე ფეხით მოსიარულეები გადადიან, ისე ჩანს, თითქოს ისინი ჰაერში მოძრაობენ.
გარემოს დაცვის კომისარ რალფ ტრილას ეს იდეა მას შემდეგ დაებადა, რაც მსგავსი პროექტი ინდოეთში, ნიუ დელიში იხილა. ტრილა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის კრეატიულ იდეებს ეძებდა, ინდოური პროექტის შესახებ შეიტყო და კომპანია „ვეგმალუნ გიჰთან“ ერთად მისი განხორციელება გადაწყვიტა. გზის მოხატვამდე ისინი უნარების დასახვეწად რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდნენ.
ნახატები საოცარ ვიზუალურ ეფექტს ქმნის. თანაც, ოპტიკური ილუზია დამკვირვებლის პერსპექტივასთან ერთად იცვლება: თუ მათ ზემოდან შევხედავთ, თეთრი ზოლები ჰაერში ამოზიდულ სვეტებს მოგვაგონებს, ხოლო დაბლიდან ისინი ისე ჩანს, თითქოს მიწის ზედაპირზე ლივლივებენ. ჯერჯერობით პროექტი ესპერიმენტულია: სანამ სოფლის სხვა ქუჩებსაც მოხატავდნენ, აკვირდებიან, თუ რა შედეგი ექნება კრეატიულ ზებრა-გადასასვლელებს მოძრაობასა და უსაფრთხოებაზე.
ისლანდიაში 3D ზებრა-გადასასვლელები მანქანების სიჩქარის შემცირებით ქუჩებს გაცილებით უსაფრთხოს, მათზე გადასვლას კი უფრო საინტერესოს ხდის.
რამდენიმეკვირიანი ვარჯიშის შემდეგ გზებზე ოპტიკური ილუზია გამოისახა.
გარემოს დაცვის კომისარი რალფ ტრილა ამ ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც ნიუ დელიში, ინდოეთში მსგავსი პროექტის წარმატების შესახებ შეიტყო.
ავტორი: ჯესიკა სტიუარტი