fbpx

ახალი ადამიანი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: სალომე დადუნაშვილი

 

მოგწონთ ტატუ? მართალი გითხრათ, მე არა, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია. მით უმეტეს, რომ საქმეს ისეთი პირი უჩანს,  ყველაზე გაბედული ნახატიც კი ბავშვური თამაშია იმასთან შედარებით, თუ რას გვიმზადებს მომავალი.

მომავალი, რომელიც ნიუ-იორკში უკვე დადგა. ახლად შექმნილ მუზეუმში შეგიძლიათ ადამიანის სხეულის ტრანსფორმაციის  სრულიად წარმოუდგენელ მაგალითებს გაეცნოთ. საუკუნეების განმავლობაში ორფეხა და ორხელა სხეულში გამომწყვდეულმა კაცობრიობამ, როგორც იქნა, გამოსავალს მიაგნო და მოსაწყენ საზღვრებს გასცდა.

 

წარმოიდგინეთ, ერთი ვიზიტი სალონში და თითებს შუა ულამაზესი აბკი გაგიჩნდებათ, ზურგზე ხერხემლის მალები „ეილიენივით” ამოგერბურცებათ, ან შუბლზე კოხტა რქა ამოგივათ.

 

 

მომავლის ადამიანს სწორედ ასე ხედავს პიარის გურუ საიმონ ჰაკი. თანამოაზრეებთან, დიზაინერ ნიკოლა ფორმიჩეტისთან და მეიქ აფ არტისტ ისამაია ფრენჩთან ერთად, მან მომავლის ადამიანები შექმნა და გამოფინა კიდეც.

 

 

სხეულის ექსტრემალური მოდიფიკაცია უკვე დიდი ხანია არ არის უცხო მოვლენა ჩვენს პლანეტაზე. უამრავი ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით ვეღარ ეტევა საკუთარ კანში და  ინდივიდუალიზმის გამოვლენას გაცილებით უფრო ხისტად ახერხებს, ვიდრე ტრივიალური ტატუა. ამისთვის სპეციალური ინპლანტებისა და ტატუირების ახალი მეთოდების გამოყენებაც კმარა.

 

 

ადამიანის სხეული – თაყვანისცემის ობიექტი, დაუღალავი შრომის შედეგი, შურისა და სასოწარკვეთის მიზეზი. ვის არ განუცდია დარდი საკუთარი სხეულის არასაკმარისი მიმზიდველობის გამო.
დარწმუნებული ვარ, რომ  მას შემდეგ, რაც ადამიანმა პირველად დაინახა საკუთარი ანარეკლი წყალში, თავის შეცვლის დაუოკებელმა სურვილმა დარია ხელი.

გარდაიქმნები და უფრო უკეთესი, ლამაზი, დაცული იქნები. ეს რწმენა ისევე  არ აძლევს მოსვენებას ადამიანს, როგორც ჭუპრში თბილად გამოხვეულ მატლს ოცნება პეპლის ფერად ფრთებზე.

ამიტომ საუკუნეებია ადამიანის სხეულზე იშლებიან ყვავილები, ცეკვავენ დრაკონები, ღვივიან წმინდა წიგნების ტექსტები. ჰომო საპიენსს რატომღაც სჯეროდა, რომ ასეთი სხეული უფრო მოსწონთ ღმერთებს, ამიტომაც უკეთ დაიცავენ მას.

 

 

აფრიკა, პოლინეზია, ჩრდილოეთი ევროპა, ამაზონია, იაპონია –  კულტურები, სადაც სხეულის შემკობა ყოველთვის ტრადიცია იყო. ადამიანი უძლებდა მრავალკვირიან, დაუსრულებელ ტკივილს, რომ მისი სხეული, მაგალითად, სათაყვანებელი ალიგატორის კანით დაფარულიყო.

ტკივილის გავლით არსებობის ახალ ეტაპზე გადასვლა გაცილებით უფრო ახლოსაა ჩვენი კულტურისთვისაც – ვიდრე წარმოგვიდგენია, ამიტომაც შევეგებოთ მომავალს.

თქვენ რა უფრო გესიამოვნებათ – ლაყუჩები თუ პატარა კოხტა კუდი?

შეძახილი: ადამიანობას გვართმევენ, ხალხოოო, უადგილოა. ამ ახალმა ტრენდმა ჯერ დროის გამოცდას უნდა გაუძლოს.

 


რეკომენდებული სტატიები
ნაცნობი უცნობი პარიზიდან - ვინ არის ჯონ ჰემონი?

ნაცნობი უცნობი პარიზიდან - ვინ არის ჯონ ჰემონი?

ნაცნობი უცნობი პარიზიდან - ვინ არის ჯონ ჰემონი?
უკვე 18 წელია, პოსტერები ჯონ ჰემონის სახელითა და პირადობის სურათით, რომელიც 19 წლისამ გადაიღო, მთელ პარიზშია გამოფენილი, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც არასდროს არაფრის პოსტერი გაუკრავთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.