fbpx

საახალწლო ღონისძიებები “ღვინის ქარხანაში”


გააზიარე სტატია

 

1894-96 წლებში თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ალექსანდრე ოზეროვმა ღვინის ქარხანა #1-ლის შენობა დააპროექტა და ააშენა.

2017 წელს თბილისის ამ უძველეს და უმნიშვნელოვანეს შენობაში ახალმა მულტიფუნქციურმა სივრცემ დაიდო ბინა.

„ღვინის ქარხანა“ უზარმაზარი პროექტია და ბევრ სხვადასხვა კონცეფციას, დიდ თუ პატარა საინტერესო ადგილს იტევს – ყვავილების ბაზარი, ღია კინო, რესტორნები, ბარები და კაფეები, ოფისები, კულინარიული სკოლა – „კულინარიუმი“, ქართველი დიზაინერებისა და პროდუქტის conceptstore, ფიტნეს-დარბაზი – X Body, თონე, ძველ ღვინის კასრებში გაკეთებული streetfood… უძველესი ღვინის საცავში, საძველეში, კი ინახება 100 წელზე ძველი ღვინოები და კონიაკები ნაპოლეონისა და სტალინის კოლექციიდან. აქვე ადგილს დაიდებს დიდი ქართული ბაზარი – ქართული ღვინითა და ნატურალური პროდუქტებით.

 

 

“ღვინის ქარხნის” დაგეგმილ საშობაო ღონისძიებებს გაგვაცნობს პროექტების მენეჯერი ნუცი მალაშხია:

მოდით, ვისაუბროთ საახალწლო ღონისძიებებზე,   როდის და როგორი იქნება ღამის ბაზრობა?

გვინდა, რომ „ღვინის ქარხანაში“ რაც შეიძლება ბევრი საინტერესო და სანახაობრივი ღონისძიება, გამოფენა, ჩვენება, ლექცია ჩავატაროთ, ადგილი დავუთმოთ ხელოვანებს, ახალგაზრდა სპარტაპერებს, ჩამოსულ ექსპერტებს, ვისი ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება შეიძლება საინტერესო იყოს.

Art&Design Night Market საღამოს მარკეტია, რომელიც სხვა ბაზრობებისგან გამორჩეულია. აქ მოსულ სტუმრებს შეეძლებათ შეიძინონ ლამაზი და განსხვავებული პროდუქტები – ყველაფერი, რაც არტსა და დიზაინს უკავშირდება, მოუსმინონ კარგ მუსიკას და დააგემოვნონ გემრიელი street food, რომელიც ძველი ღვინის კასრებშია განთავსებული.

 

 

მოგვიყევი ღვინის ფესტივალის შესახებ

ღვინის ფესტივალი HAPPY WINE YEAR წელს პირველად, 23 დეკემბერს ჩატარდება და

ყოველწლიურად უფრო და უფრო გაიზრდება.

ფესტივალი სწორედ იმ ადგილას ტარდება, სადაც ძველი ღვინის საძველეებია. წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და ის ქართული პროდუქტი, რომელიც უფრო მეტად  უხდება ღვინოს – ყველი, თაფლი, მურაბა, ჩურჩხელა… ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მცირე მარნებს, საოჯახო ღვინის მწარმოებლებს, სტარტაპერებს, და ისინი ღვინის მოყვარულებს გავაცნოთ.

 

 


რეკომენდებული სტატიები
ახალი ადამიანი

ახალი ადამიანი

ახალი ადამიანი
ესაა მომავალი, რომელიც ნიუ-იორკში უკვე დადგა. ახლად შექმნილ მუზეუმში შეგიძლიათ ადამიანის სხეულის ტრანსფორმაციის  სრულიად წარმოუდგენელ მაგალითებს გაეცნოთ
Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები

Georgian Fusion - ქართული რესტორნები
თბილისში მოიძებნება რამდენიმე ადგილი, სადაც ტრადიციული კერძების რეცეპტები მინიმალურად არის შეცვლილი და გათანამედროვებული, ასევე შეცვლილია კერძების მიწოდების ფორმაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.