fbpx

WHO DOES SHE THINK SHE IS? – 27 დეკემბერს არასაქველმოქმედო აუქციონი გაიმართება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინი დარაჩია
ფოტო: გიორგი მიქელაძე

 

წლეულს, თებერვალში, თბილისში პირველად არასაქველმოქმედო აუქციონი ჩატარდა, თან საკმაოდ წარმატებულად. ორგანიზატორები VAADS-ის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტები ტასა ახვლედიანი, თიკა შელია, სალომე ფოცხვერაშვილი და ანო ჯიშკარიანი არიან. ორგანიზატორებს სურთ, რომ აუქციონს პერმანენტული სახე მისცენ და 27 დეკემბერს, სასტუმრო Rooms Tbilisi-ის Garden Hall-ში გვეპატიჟებიან.

 

მოგვიყევით თქვენს შესახებ

ოთხი წლის წინ ჩვენ ერთად ჩავაბარეთ თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში, ამ დროის განმავლობაში ერთად გავიარეთ ყველაზე საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, ახლა კი VAADS-ის სკოლის პირველი კურსდამთავრებულები ვართ და ვაგრძელებთ ჩვენი პროფესიით მუშაობას დიზაინის და ხელოვნების სფეროში.

 

 

რა იყო პირველი აუქციონის მიზანი?

“არასაქველმოქმედო აუქციონი” პირველად 2018 წლის თებერვალში ჩატარდა, უპირველეს ყოვლისა საქართველოში არსებული მდგომარეობა და დამოკიდებულებები გახდა ჩვენთვის ინსპირაცია, შევჭიდებოდით სახელოვნებო სფეროს ერთ-ერთ ინსტიტუციას, რადგან სიტყვა აუქციონის ასოციაცია ჩვენს საზოგადოებაში მეტწილად ქველმოქმედებას უკავშირდება, როგორც პირადი და გარემოს გამოცდილებებიდან გამომდინარე, ხელოვანებს ნამუშევრების “გაჩუქება”, “შეწირვა” ხშირად უწევთ ამა თუ იმ საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის. ნაკლებად არსებობს საზოგადოებაში იმის აღქმა, რომ ნამუშევარი ხელოვანისთვის არის პროფესიული შედეგი, მისი შემოსავლის წყარო და ხელოვნების ნიმუში, რომელსაც მრავალი დამატებითი ღირებულება გააჩნია.

აუქციონის ფორმის არსებობა ერთ-ერთი საშუალებაა, რომ საქართველოში ხელოვნება გახდეს უფრო მეტად გაყიდვადი და ხელოვანი დაფასდეს საკუთარი პროფესიით. მით უმეტეს ამ დამოკიდებულების ცვლილება აუცილებელია ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ  პირველი ნაბიჯების გადადგმას პროფესიული განვითარებისკენ და სწორედ ამ მიზეზებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, პირველად არასაქველმოქმედო აუქციონი ჩატარდა ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის ფერწერის სტუდენტების ჩართვით, რომლებიც ჩვენი თანაკურსელები არიან და მათი შემოქმედება ჩვენთან ძალიან ახლოა, მათი ყოველდღიური განვითარების ყურება, აქტიურობა და შემოქმედების სიყვარული ჩვენთვის დიდი მოტივაცია იყო. ამიტომ ჩამოვაყალიბეთ აუქციონის სახლი, რომელიც სისტემატურად გამართავს ღონისძიებებს. ასევე იარსებებს კიდევ ერთი ახალი პლატფორმა საქართველოში, რომელიც თანამედროვე ქართულ ხელოვნებას პოპულარიზაციაში დაეხმარება.

 

 

რა კონცეფცია აქვს მეორე აუქციონს და რა დატვირთვა აქვს სახელწოდებას: WHO DOES SHE THINK SHE IS?

მეორე აუქციონის თემის არჩევისას ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია, სწორედ ამ პერიოდში ჩვენთვის საკმაოდ აქტუალური და საინტერესო იყო იმის ძიება, თუ რა როლი ეჭირათ ქალებს ქართული ხელოვნების განვითარების გზაზე. როგორი იყო მათი მოღვაწეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ფოკუსი გაგვეკეთებინა ქართველ ქალ ხელოვანებზე.

გვინდა ვაჩვენოთ, როგორ განვითარდა მათი ხედვა, აღქმა და მიდგომა შემოქმედების მიმართ დროთა განმავლობაში. შესაბამისად, წლევანდელ აუქციონზე წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის ქართველი ხელოვანების ნამუშევრები, სხვადასხვა მედიუმში შესრულებული, იქნება ეს სამგანზომილებიანი ობიექტი, ფერწერა, გრაფიკა, ფოტო თუ კოლაჟი. ამის პარალელურად  გვაინტერესებს, რა ადგილი უკავია ქალს მამაკაცების ნამუშევრებში, რას ნიშნავს ზოგადად ფემინურობა და არის თუ არა ის საერთოდ სქესზე დამოკიდებული. აუქციონის სახელი ამერიკელი ქალი კონცეპტუალისტი არტისტის, ბარბარა კრუგერის ნამუშევრიდან აღებული მესიჯია, რომელიც კონცეფციას ერთგვარად ირონით, მაგრამ ავადროულად ზუსტად პასუხობს.

 

 

რა პრინციპით აარჩიეთ მონაწილე ხელოვანები?

აუქციონს კურატორობას  თავად ვუწევთ, ჩვენთვის მთავარი იყო აგვერჩია სხვადასხვა თაობის ქართველი ქალი ხელოვანების ნამუშევრები. გვინდოდა გვეჩვენებინა თემატიკითა და მასალით ერთმანეთისგან განსხვავებული ხელოვნების ნიმუშები.  რაც შეეხება მამაკაცებს, შევარჩიეთ სხვადასხვა თაობის ხუთი ხელოვანი მამაკაცი, რომელთა ნამუშევრები თემატიკითა და სტილით ახლოსაა ფემინურობასთან.

 

 

როგორ შეიძლება აუქციონზე დასწრება?

აუქციონზე დასწრება თავისუფალია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს 27 დეკემბერს, 19:00 საათიდან, დაათვალიეროს ექსპოზიცია და ნამუშევრების ყიდვის სურვილის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია ადგილზე. ასევე შესაძლებელია სასურველი ნამუშევრის კატალოგიდან შერჩევისას წინასწარი რეგისტრაციის გავლა და ტელეფონით აუქციონის პროცესში მონაწილეობის მიღება.

 

 

როგორ განისაზღვრება ფასები?

ნამუშევრების საწყის ფასს არტისტის მოთხოვნის შესაბამისად ვადგენთ, ვითვალისწინებთ  ხელოვანის პროფესიულ გამოცდილებას: გამოფენებს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, რეზიდენციებს, საერთაშორისო ფესტივალებს, ასევე ვითვალისწინებთ იმას, თუ ვის კოლექციაშია მისი სხვა ნამუშევრები. შემდეგ ეტაპზე ნამუშევრის მედიუმის და ზომის მიხედვით განვსაზღვრავთ ფასს.

 

 

როგორი გეგმები აქვს აუქციონს სამომავლოდ?

გვსურს, რომ აუქციონის სახლი ჩამოყალიბდეს ქართულ ბრენდად, რომელიც სისტემატურად  ჩაატარებს ღონისძიებებს განსხვავებული თემის გარშემო. ასევე გვსურს, აღმოვაჩინოთ და გავაცნოთ საზოგადოებას საინტერესო ადგილობრივი ხელოვანები.

 


რეკომენდებული სტატიები
იაიოი კუსამას მეორე ოქროს ხანა
Play Video

იაიოი კუსამას მეორე ოქროს ხანა

იაიოი კუსამას მეორე ოქროს ხანა
კუსამა ბავშვობიდან ყვავილების პატერნების ჰალუცინაციებით იყო შეპყრობილი, რომელიც მთელ მის საარსებო სივრცეს ფარავდა. თავის ცნობილ წერტილების (Dots) პატერნებს ჯერ კიდევ სკოლის დაწყებით კლასებში იყენებდა
5 გზა მალევიჩის "შავი კვადრატის" გასაცნობად

5 გზა მალევიჩის "შავი კვადრატის" გასაცნობად

5 გზა მალევიჩის "შავი კვადრატის" გასაცნობად
“შავი კვადრატის” ადგილი მის პირველ გამოფენაზე სიმბოლური აღმოჩნდა - ის ორ კედელს შორის, ზედა კუთხესთან იყო დამაგრებული. რუსულ ოჯახებში სწორედ აღნიშნულ ადგილას ეკიდათ მთავარი, ოჯახის მფარველი ხატები
Whitney-ს მუზეუმი უორჰოლის იუბილეს აღნიშნავს

Whitney-ს მუზეუმი უორჰოლის იუბილეს აღნიშნავს

Whitney-ს მუზეუმი უორჰოლის იუბილეს აღნიშნავს
მიუხედავად იმისა, რომ არტისტის ნამუშევრების ნახვა პერიოდულად შესაძლებელია სხვადასხვა აუქციონებსა თუ ექსპოზიციებზე, ამ მასშტაბის გამოფენა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად იმართება
ნაცნობი უცნობი პარიზიდან - ვინ არის ჯონ ჰემონი?

ნაცნობი უცნობი პარიზიდან - ვინ არის ჯონ ჰემონი?

ნაცნობი უცნობი პარიზიდან - ვინ არის ჯონ ჰემონი?
უკვე 18 წელია, პოსტერები ჯონ ჰემონის სახელითა და პირადობის სურათით, რომელიც 19 წლისამ გადაიღო, მთელ პარიზშია გამოფენილი, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც არასდროს არაფრის პოსტერი გაუკრავთ
ინტერნეტ-გზამკვლევი ხელოვნების ისტორიაში - Monoskop

ინტერნეტ-გზამკვლევი ხელოვნების ისტორიაში - Monoskop

ინტერნეტ-გზამკვლევი ხელოვნების ისტორიაში - Monoskop
Monoskop ონლაინ-პლატფორმა ხელოვნების ისტორიის მოყვარულთათვის, სადაც პროექტის ავტორებმა ხელოვნების 350-მდე სხვადასხვა დარგსა და მიმართულებას მოუყარეს თავი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.