fbpx

2018 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სახელოვნებო რეზიდენციები ევროპაში


გააზიარე სტატია

 

ჟურნალმა Artnet News-მა ფრანგ მხატვარ ლაურა პროვოსტთან და კურატორ ვინსენტ ონორესთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა 2018 წლის საუკეთესო სახელოვნებო რეზიდენციების ჩამონათვალი ევროპის მასშტაბით. მათ სხვადასხვა მედიებში მომუშავე დამწყებ არტისტებს ფინანსურად ყველაზე ხელმისავწდომი და ამავე დროს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო ცენტრები შესთავაზეს.

 

Bethanien

(ბერლინი, გერმანია)  – ჟურნალ Artnet News-ის ექსპერტების მტკიცებით, რეზიდენცია სამოთხეა დამწყები მხატვრებისათვის და ბევრი ახალგაზრდა ერთწლიანი მუშაობის შემდეგ აქ დარჩენას არჩევს. ხარჯები საერთაშორისო სტიპენდიებით იფარება, რომელშიც იგულისხმება ცხოვრების პერიოდში საჭირო   ოდენობის ყოველთვიური გრანტი. გრანტით ასევე იფარება სტუდიების ქირაობის, მასალის შეძენისა და ფინალური პროექტის მოსამზადებელი და Künstlerhaus Bethanien-ის საგამოფენო სივრცეებში ექსპოზიციის ხარჯები.

 

 

Gasworks

(ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) – ყოველწლიურად ლონდონის სამხრეთში მდებარე სასწავლო დაწესებულება დაინტერესებულ პირებს 16 რეზიდენციას სთავაზობს, სადაც სამთვიანი კურსებია გათვალიწინებული. რეზიდენტების შერჩევა ე.წ. open-call-ებით ხდება. Gasworks ფარავს ცხოვრებისა და სატრანსპორტო ხარჯებს, ახალგაზრდებს 24-საათიან რეჟიმში შეუძლიათ მუშაობა  Gasworks-ის სტუდიებში, ცხოვრობენ Gasworks Residencies House-ის ერთადგილიან ნომრებში.

 

 

 

Rupert  

(ვილნიუსი, ლიეტუვა) რეზიდენცია 2013 წელს გაიხსნა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა მხატვრებს, კურატორებსა და მწერლებს შორის. ერთთვიანი სწავლის საფასური – სტუდიების ქირაობა, კომუნალური და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები თვეში საშუალოდ 450 ევროს აღწევს. რეზიდენტებს შესაძლებობა აქვთ მოიპოვონ გრანტიც, რომელსაც ლიეტუვას კულტურის საბჭოს ფონდი გასცემს.

 

 

Triangle Marseille

(მარსელი, საფრანგეთი) – მზე, პლაჟები, საკუთარი გამოფენა-ბაზრობა  Art-O-Rama  – ეს მხოლოდ ბონუსია იმისა, რასაც რეზიდენცია ახალგაზრდა მხატვრებს სთავაზობს. სამთვიანი კურსის განმავლობაში რეზიდენტები ცხოვრობენ ქალაქის სხვადასხვა ბინებში, მათ განკარგულებაშია სამუშაო სტუდიები და 1000 ევრო ფინალური პროექტის მოსამზადებლად, გარდა ამისა, გააჩნიათ მხარდაჭერა მასალის მოძიებასა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხებში. რეზიდენცია ხელს უწყობს მონაწილეებს პარტნიორული კონტაქტების დამყარებაშიც.

 

 

 

Diogene Bivaccourbano_R 

ჟურნალმა Artnet News-მა რამდენიმე არატიპური არტ-რეზიდენციაც დაასახელა. მათ შორისაა, Diogene Bivaccourbano_R (ტურინი, იტალია) – რეზიდენცია მსურველებს სთავაზობს ორთვიან სასწავლო კურსს, სადაც მხატვრები ტრამვაის ნამდვილ ვაგონში ცხოვრობენ. კვლევებისათვის გათვალისწინებულია გრანტი 6000 ათასი ევროს ოდენობით, რაც მხატვართა ჯგუფის – Diogene-ს წევრების პედაგოგიურ სერვისსაც გულისხმობს. რეზიდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილობრივ სკოლებში სტუდენტებთან ერთად იმუშაონ.

 

 

Bauhaus Residence

2016 წელს „ბაუჰაუს დესაუ“-ს ფონდმა იუნესკოს მიერ დაცული რამდენიმე ობიექტი აღადგინა და სამთვიანი არტ-რეზიდენციები მოაწყო.

ფონდის წარმომადგენელთა თქმით, გასული საუკუნის დასაწყისში, სახლები მაშინდელი სახელოვნებო წრეების შეკრების ადგილს წარმოადგენდა. აქ ვალტერ გროპიუსი, პოლ კლეე, ოსკარ შლემერი და ვასილი კანდინსკი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.

რაც შეეხება რეზიდენტებს, სახლებში საცხოვრებლად  და სამუშაოდ გრანტის სახით თვეში 1200 ევრო გადაეცემათ, ხოლო საბოლოო პრეზენტაციისათვის გროპიუსის სახლი.

 

 


რეკომენდებული სტატიები
WHO DOES SHE THINK SHE IS? - 27 დეკემბერს არასაქველმოქმედო აუქციონი გაიმართება

WHO DOES SHE THINK SHE IS? - 27 დეკემბერს არასაქველმოქმედო აუქციონი გაიმართება

WHO DOES SHE THINK SHE IS? - 27 დეკემბერს არასაქველმოქმედო აუქციონი გაიმართება
VAADS-ის სტუდენტების ორგანიზებული აუქციონი მიზნად ისახავს ხელოვნების ნიმუშების გაყიდვების კულტურის დამკვიდრებასა და არტისტების შრომის მეტად დაფასებას
ახალი გამოფენა Modern Madonnas - როგორ გვესმის თანამედროვე ხელოვნება დღეს

ახალი გამოფენა Modern Madonnas - როგორ გვესმის თანამედროვე ხელოვნება დღეს

ახალი გამოფენა Modern Madonnas - როგორ გვესმის თანამედროვე ხელოვნება დღეს
გამოფენაზე წარმოდგენილი სერიული ნამუშევრები დედისა და შვილის ერთარსობის - ღვთისმშობლის მარადიული იდეის თანამედროვე ციტირებებია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.