fbpx

22 მწარე სიმართლე, რომელიც უკეთეს ადამიანად გაქცევს


გააზიარე სტატია

 

როცა ვიღაც დაგიჯდება და ცხოვრების სისასტიკეზე თვალებს აგიხელს, ამის მოსმენა შეიძლება რთული  იყოს. მაგრამ თუ ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება გსურს, სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო და ყურადღება იმაზე გადაიტანო, რაც მართლა მნიშვნელოვანია. ქვემოთ ჩამოთვლილია ცხოვრების შესახებ 22 მწარე სიმართლე, რომელთა აღიარებაც არავის უნდა. თუმცა, თუ მათ აღიარებ, ბევრად უკეთესი ადამიანი გახდები.

 

1) ყველასთვის სულერთია

გტკივა? იტანჯები? მნიშვნელოვანი რამე ან ვინმე დაკარგე? იცი, ყველაფერი, რაც კი ოდესმე გიგრძვნია, სხვებსაც განუცდიათ. დროა, გაიაზრო, რომ შენი ტკივილი განსაკუთრებული არაა; ეს უბრალოდ ცხოვრების ნაწილია. ყველასთვის სულერთია.

 

2) ნუ გაფლანგავ შენს ნიჭს

ყველანი ნიჭით არ დავბადებულვართ. თუკი შინაგანი ხმა გეუბნება, რომ „მე ამაში კარგი ვარ“, ე.ი. ცხოვრებაც ამას უნდა მიუძღვნა. თუ შენს ნიჭს არ გამოიყენებ, ყველაფერს წყალში გადაყრი.

 

3) იყავი პასუხისმგებლიანი

ვინ აკონტროლებს შენს ფიქრებს, სიტყვებსა და მოქმედებებს? შენ. თუ რამე ცუდს, მტკივნეულს ან არასწორს აკეთებ, ეს შენი ბრალია. პასუხი აგე შენს ყველა ნაბიჯზე.

 

4) სიკვდილი დასასრულია

შეწყვიტე იმაზე ნერვიულობა, რომ მოკვდები ან არავის ემახსოვრები. სიკვდილი სიკვდილია – როცა წახვალ, წახვალ. იცხოვრე, სანამ ამის დრო მოვა.

 

5) არ დაემალო შენს ემოციებს

ნუ გაურბიხარ შენს შიშებს, სისუსტეებსა და ტკივილებს. აღიარე, რომ სრულყოფილი არ ხარ და ისეთი გრძნობები გაქვს, რომლებსაც არ გინდა რომ გრძნობდე. ამას რაც უფრო მალე გააკეთებ, მით უკეთესი.

 

6) ყველა შენი მეგობარი ვერ იქნება

ამის შეცვლას ნუ ეცდები. მთავარია, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დაიმეგობრო: საკუთარი თავი.

 

7) ღირებულება დროიდან მოდის და არა ფულიდან

არ მისცე საშუალება ფულს, ხელი შეგიშალოს ცხოვრებაში. სასიამოვნო დღის გასატარებლად არ გჭირდება კუპიურებით სავსე საფულე. შენთვის და შენ გარშემო მყოფთათვის დრო სრულებით საკმარისია.

 

8) ნუ ეძებ ბედნიერებას აქტიურად

ბედნიერება ყველგანაა. ყოველ გაცინებასა თუ გაღიმებაში, ყოველ „გამარჯობაში“. ნუ “აიგნორებ” პატარ-პატარა ბედნიერებებს იმ საბაბით, რომ „უფრო დიდ“ ბედნიერებას ეძებ. ის აქ არის, შენ გარშემო. მიიღე სიამოვნება.

 

9) ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი

თუკი შინაგანად ბედნიერი არ ხარ, ვერანაირი ფული ვერ გაგაბედნიერებს. ბედნიერება გულიდან მოდის.

 

10) შენ გარშემო ოდესმე ყველა მოკვდება

შენს ცხოვრებას სხვებზე გლოვასა და იმაზე წუხილში ნუ გაატარებ, რომ ერთ დღეს ისინი მოკვდებიან. სიკვდილი სიცოცხლის ნაწილია; იცხოვრე, სანამ შეგიძლია.

 

11) ფული საიქიოში არ გაგყვება

გახსოვს ის გრძელი, უძილო ღამეები, რომლებიც ფულის საშოვნელად გაათენე ჯანმრთელობის, საყვარელი ადამიანებისა და ცხოვრების ფასად? როცა მოკვდები, ის ღამეები გინდ ყოფილა, გინდ არა, რადგან სიკვდილის მერე ფულს ვეღარ გამოიყენებ.

 

12) არ დაივიწყო, ვინ ხარ

გახსოვდეს ის „მე“, რომელიც შენი შიშების, სტრესისა და ნერვიულობის მიღმა ცხოვრობს. შენს პიროვნებას სწორედ ის „მე“ განსაზღვრავს, მის გამო გიყვარს და მის გამო იღიმი. არასდროს დაივიწყო საკუთარი „მე“.

 

13) დაუთმე დრო

დრო ყველაზე ღირებული რამაა, რაც კი სხვა ადამიანს შეიძლება დაუთმო. შენ გარშემო არსებულ ადამიანებში საკუთარი დროის ინვესტირებით მათ ნებისმიერ ჩეკზე უფრო ღირებულ რესურსს აძლევ.

 

14) იყავი მადლიერი

რამდენადაც რთულად უნდა გეჩვენებოდეს საკუთარი ყოფა, გახსოვდეს, რომ ვიღაც ყოველთვის შენზე უარეს მდგომარეობაშია. იყავი რაღაცის მადლიერი – მაგალითად, უნარის, რომელიც სხვებს არ აქვთ, მეგობრის, რომელსაც უყვარხარ, ან სულაც გემრიელი სადილის. არ დაგავიწყდეს მადლიერების განცდა.

 

15) შენი დრო შენი ვალუტაა

ასეთნაირად შეხედე: კვირაში 40 საათს გავცემთ იმისთვის, რომ ფული გვქონდეს. დრო ცხოვრების ნამდვილი ვალუტაა და დროის დაკარგვა ფულის დაკარგვაა. საკუთარი დრო ჭკვიანურად გამოიყენე.

 

16) ოცნება ლუზერებისთვისაა; დაიწყე საქმის კეთება 

ოცნება ყველას შეუძლია. ამიტომაცაა, რომ ამდენი ადამიანი ოცნებობს. მაგრამ რამდენი ადამიანი ცდილობს, ოცნებები აიხდინოს? მათი ნახევარიც არა. ჯინი არ მოვა და ყველაფერს არ აგისრულებს, რაზეც კი ოდესმე გიოცნებია. გაინძერი.

 

17) ნუ გაქვს ნეგატიური რეაქციები

რეალობა ასეთია: ცხოვრებაში ხანდახან დაბრკოლებები იჩენს თავს. ყველაზე ცუდი რეაქცია, რაც კი ასეთ დროს შეიძლება გქონდეს, პანიკაში ჩავარდნაა, თითქოს ქვეყანა იქცევა. სინამდვილეში ეს ასე არაა. სიმშვიდე შეინარჩუნე.

 

18) ჩადე ინვესტიცია იმაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: საკუთარ თავში

ცხოვრებაში მხოლოდ ერთი პერსპექტივა შეიძლება გქონდეს: საკუთარი თავიდან. როცა წახვალ, ყველაფერი ქრება; ცხოვრების შენეული ვერსია აღარ არსებობს. ჰოდა, რატომ უნდა თქვა უარი იმაზე, რომ შენი თავი შენი საუკეთესო ვერსია გახადო? ჩადე ინვესტიცია საკუთარ თავში – ფიზიკურად, გონებრივად და სულიერად.

 

19) გააზიარე ცოდნა და გამოცდილება

ყველა გამოცდილება, გაკვეთილი და რჩევა, რომელსაც აგროვებ, არაფრად არ ღირს, თუ სხვებს შენგან სწავლის შესაძლებლობას არ მისცემ. მიეცი მათ შენს მხრებზე დადგომის საშუალება, რათა მათ მაინც მიაღწიონ იმ სიმაღლეებს, რომლებსაც შენ ვერ შეწვდი.

 

20) იცხოვრე დღევანდელობით

არც წარსულით, არც მომავლით. დღევანდელი დღე ერთადერთი მნიშვნელოვანი დროა. იცხოვრე დღესვე.

 

21) სრულყოფილება არ არსებობს

რატომ არის სრულყოფილება შეუძლებელი? იმიტომ, რომ ყველას „სრულყოფილების“ საკუთარი, უნიკალური ვერსია აქვს. ამიტომ შეწყვიტე მცდელობა და უბრალოდ იყავი საუკეთესო შენი უნარების შესაბამისად.

 

22) შენ მოკვდები

ამას შეეგუე, ნუ “აიგნორებ”. სიკვდილი მოდის და არ დაგელოდება, რამდენი აუსრულებელი ოცნებაც  უნდა გქონდეს დარჩენილი. დროა, შენც შეწყვიტო ლოდინი.

ორიგინალი: https://ideapod.com

1,409 total views, 2 views today


რეკომენდებული სტატიები
ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი რჩევები

ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი რჩევები

ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი რჩევები
ზამთარში ჩვენს იმუნურ სისტემას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას კი ვიტამინები და ჯანსაღი მომნელებელი სისტემა განსაზღვრავს
ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები

ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები

ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები
ამ სტატიიდან შეგიძლიათ სამოგზაურო ხრიკების გაგება პირდაპირ ქართველი მოგზაური ბლოგერებისგან, რომლებიც სასარგებლო რჩევებს გვიზიარებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.