თარჯიმანი ყურსასმენი საუბარს პირდაპირ გადაგითარგმნით


გააზიარე სტატია

 

ლას-ვეგასში გამართულ ტექნოლოგიების გამოფენა CES-2019-ზე კომპანია Timekettle-მა წარმოადგინა მოწყობილობა WT2 Plus, რომელსაც თარჯიმნის ფუნქცია აქვს და მომხმარებლებს ენობრივი ბარიერის დაძლევაში ეხმარება.

 

 

WT2 Plus უსადენო ყურსასმენია, რომელიც სმარტფონს ბლუთუსის მეშვეობით უკავშირდება და  შესაბამისი პროგრამის ბაზაზე მუშაობს. მომხმარებლები იკეთებენ ყურსასმენებს, როცა ერთ-ერთი მათგანი რაიმე ფრაზას წარმოთქვამს, მოწყობილობა სიტყვებს სმარტფონს გადასცემს, პროგრამა თარგმნის და აუდიოთარგმანი მეორე პირის ყურსასმენში გადაიცემა. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს მეორე მოსაუბრის პასუხის შემთხვევაშიც. ფრაზის თარგმნასა და ყურსასმენისთვის აუდიოშეტყობინების გადაცემას 3-5 წამი სჭირდება.

 

 

კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, ამ ეტაპზე WT2 Plus-ს 20 ენაზე თარგმნა  შეუძლია, თუმცა უახლოეს პერიოდში კიდევ 15 ენა დაემატება. საინტერესოა ისიც, რომ ტექნოლოგიას 5 სხვადასხვა აქცენტის გარჩევაც შეუძლია, როგორიცაა, მაგალითად, ავსტრალიური ინგლისური.

 

 

გაჯეტს რამდენიმე სამუშაო რეჟიმი აქვს – „ავტომატური“, როცა ტექნოლოგია ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს, „Touch“ კი  გამოიყენება ხალხმრავალ, ხმაურიან ადგილებში. იმისათვის რომ პროგრამამ უცხო ადამიანების გაგონილი ფრაზები არ თარგმნოს, მომხმარებელი ხელის შეხებით ააქტიურებს ყურსასმენს და წარმოთქვამს ფრაზას.

 

 

კომპანია Timekettle-ის განმარტებით, თარგმანის სიზუსტე 95%-ია. თარგმანისათვის გამოიყენება „მაიკროსოფტისა“ და „გუგლის“ cloud სერვერები. ამისათვის კი საჭიროა ინტერნეტთან წვდომა. თუმცა, უახლოეს მომავალში იგეგმება WT2 Plus-ის ოფლაინ ვერსიის წარმოებაც.

WT2 Plus-ს ერთი სერიოზული მინუსიც აქვს, რეალურ დროში მას მხოლოდ 15 წამის ქრონომეტრაჟის ფრაზების თარგმნა შეუძლია. მოწყობილობა 219 დოლარი ღირს.

 


რეკომენდებული სტატიები
ახალი ვირტუალური რეალობის ნიღაბი, რომელშიც სუნს და შეხებას შეიგრძნობთ
Play Video

ახალი ვირტუალური რეალობის ნიღაბი, რომელშიც სუნს და შეხებას შეიგრძნობთ

ახალი ვირტუალური რეალობის ნიღაბი, რომელშიც სუნს და შეხებას შეიგრძნობთ
ვირტუალური რეალობის აქსესუარების ბაზარზე სტარტაპმა Feelreal-მა საინტერესო ტექნოლოგია Feelreal Sensory Mask  წარმოადგინა
თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive
Play Video

თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive

თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive
ტექნოლოგიური კომპანიები ბაზარზე ისეთი ნოვაციური პროდუქტების შემოტანას ცდილობენ, რომლებიც შეამცირებენ ავტომობილის მართვისას მობილურით სარგებლობის შედეგად გამოწვეულ უბედურ შემთხვევებს
სტარტაპმა Levia-მ უსადენო ლევიტაციური სანათი გამოუშვა
Play Video

სტარტაპმა Levia-მ უსადენო ლევიტაციური სანათი გამოუშვა

სტარტაპმა Levia-მ უსადენო ლევიტაციური სანათი გამოუშვა
ექსპერიმენტების ნიშა პროდუქციის დიზაინში მეტწილად სტარტაპებმა დაიკავეს. სწორედ ამგვარი პროექტია Levia, რომელმაც ე.წ. ლევიტაციური სანათი გამოუშვა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.