იშვიათი საარქივო კინოფირი ცოცხლად გვიჩვენებს მონეს, რენუარს, როდენსა და დეგას
გააზიარე სტატია
ხელოვნების მოყვარულებისთვის 100 წლის წინ გადაღებული ეს ფირი დიდ ფასეულობას წარმოადგენს, რადგან ის ასახავს კაცობრიობის ოთხ უდიდეს ხელოვანს – კლოდ მონეს, პიერ ოგიუსტ რენუარს, ოგიუსტ როდენსა და ედგარ დეგას მათი სიცოცხლის ბოლო პერიოდში.
1915 წელს ახლად გამოგონილი კინოკამერით რუსული წარმოშობის ფრანგმა მსახიობმა საშა გილტრიმ რამდენიმე უდიდესი ხელოვანი გადაიღო. ესენი იყვნენ:
- კლოდ მონე, 74 წლის – გადაღებულია თავის მშვენიერ ჟივერნის ბაღში.
- პიერ ოგიუსტ რენუარი, 74 წლის – გადაღებულია თავის სახლის სტუდიაში. ახალგაზრდა, რომელიც რენუარს პალეტისა და ფუნჯების ხმარებაში ეხმარება, მისი 14 წლის შვილი კლოდია.
- ოგიუსტ როდენი, 75 წლის – გადაღებულია სეირნობისას და თავის სტუდიაში მუშაობის პროცესში.
- ედგარ დეგა, 81 წლის – გადაღებულია პარიზის ქუჩებში უდარდელად სეირნობის დროს.