fbpx

შთამაგონებელი ილუსტრაციები გვიჩვენებს, რას აკეთებენ ქალები, როდესაც მარტო არიან


გააზიარე სტატია

 

სალი ნიქსონის ილუსტრაციებში ქალებმა არ იციან, რომ მათ უყურებენ.  ისინი არ პოზიორობენ, არ იღიმიან და არაფერს აკეთებენ ისეთს, რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ, და სწორედ ესაა ის, რაც ნიქსონის ნამუშევრებს მომაჯადოებელს ხდის.

ქალები ცხოვრობენ სამყაროში, სადაც მათ გარეგნობას მუდმივად აფასებენ – გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მარტო რჩებიან.  ხელოვნებაში ისეთი ქალების დანახვა, რომლებსაც არ აკვირდებიან, არ აფასებენ, რომლებიც არ იკუმშავენ მუცელს, არ იხრებიან მხრებში და მაცდურად არ ბურცავენ ტუჩებს, მშვენიერი, ცოცხალი  და სიღრმისეულად პირადია.

“ქალები, რომლებსაც მე ვხატავ, ძირითადად ჩემი წარმოსახვის ნაყოფი არიან, თუმცა, თითოეული მათგანი ასე თუ ისე ჩემივე პიროვნების გარკვეულ  მხარეს ასახავს”, – ამბობს ნიქსონი. “მათ არ აქვთ იდეალური ფიგურა ან უნაკლო ჩვევები, რის გამოც ისინი ჩვენთვის მისაღები იქნებოდნენ. სცენები, რომლებსაც მე მათ გარშემო ვქმნი, ყოველდღიური ადგილებია: აბაზანა, რესტორანი, არეული საძინებელი. თუმცა, ჩემი მიზანია მათი ყოველდღიურობა ყველა ნახატში  ისე წარმოვსახო, რომ ჩვენი ყურადღება დაიმსახუროს.”

 

სალი ნიქსონის ნამუშევრების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ  აქ.

 

ორიგინალი: https://www.vice.com


რეკომენდებული სტატიები
ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა
წარმოგიდგენთ რამდენიმე ახალგაზრდა  ფოტოჟურნალისტსა და ფოტოდოკუმენტალისტ ქალს, რომლებსაც წარმატებული კარიერული სტარტი აქვთ
ქალები Pop-Art-ის გარიჟრაჟზე

ქალები Pop-Art-ის გარიჟრაჟზე

ქალები Pop-Art-ის გარიჟრაჟზე
50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანი წლების დასაწყისში, როცა პოპ-არტი ძალას იკრებდა, ე.წ. ბიჭების კლუბის მიღმა არსებობდნენ არტისტი ქალებიც, რომელთა როლი ჟანრის განვითარებაში მოგვიანებით შეამჩნიეს და  შეაფასეს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.