რობერტ კაპას, ჰენრი კარტიე-ბრესონის, ჯორჯ როჯერის და დევიდ სეიმურის მიერ 1947 წელს შექმნილი “მაგნუმი” ფოტოგრაფთა პირველი გაერთიანებაა მსოფლიოში, რომელიც თანამედროვე ფოტოგრაფიაში ყველაზე ძლიერ და პრესტიჟულ სააგენტოდ რჩება.
“მაგნუმის” შექმნით განვითარდა ახალი ტიპის დამოუკიდებელი ფოტოგრაფია.
ასევე, სააგენტოს მეშვეობით დაიწყო ფოტოგრაფების საავტორო უფლებების დაცვა.
ჰენრი კარტიე-ბრესონი ამბობდა: „მაგნუმი არის იდეების ერთიანობა, საერთო ადამიანური ფასეულობები, ცნობისმოყვარეობა სამყაროს მიმართ, პატივისცემა იმისადმი, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება და მისი ვიზუალური სახით გადმოცემის სურვილი.“
“მაგნუმის” ფოტოსააგენტო მოიცავს ფოტოგრაფებს მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც, სააგენტოს დაარსებიდან დღემდე აღბეჭდეს უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, სხვადასხვა ომი და ყოველდღიური ცხოვრება, რელიგიური პროცესები და კრიმინალი, სახელმწიფო გადატრიალებები და სადღესასწაულო მოვლენები.
“მაგნუმის” წევრებიდან რამდენიმე გამორჩეულმა ფოტოგრაფმა სხვადასხვა დროს საქართველოც გადაიღო.
წარმოგიდგენთ ამ განსხვავებული თაობებისა და ხელწერის ფოტოხელოვანების ნამუშევრებს, რომლებიც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მე-20 საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ჩათვლით იმყოფებოდნენ.
Magnum Photos-ის წევრი ბრიუს გილდენი ნიუ-ორლეანში პირველად 1974 წელს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაემგზავრა, რათა „მარდი გრას“ განთქმული დღესასწაული თავისი თვალით ენახა
კრისტინა გარსია როდერო 16 წლის განმავლობაში მოგზაურობდა და აღბეჭდავდა სხვადასხვა ტრადიციულ დღესასწაულებს, მათ შორის, წარმართულ რიტუალებს ესპანეთსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. 1995 წელს მან ფოტოების სერია საქართველოშიც გადაიღო
19 წლის რომ ვიყავი, ერთწლიანი სტაჟირება გავიარე „მაგნუმის“ ლონდონის ოფისში. ვაკეთებდი ყავას და ჩაის, დავრბოდი ფოსტაში, ვპასუხობდი ტელეფონის ზარებს და ვალაგებდი ფოტოებს არქივში. სწორედ ამ საკულტო არქივში გატარებული ეს ერთი წელი იყო საუკეთესო განათლება, რაზეც კი შეიძლებოდა მეოცნება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.