ჩინეთში მზის პანელებისგან აწყობილი გზა ავტომობილებისთვის გაიხსნა
გზის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი ჩინეთში, ჯინანის პროვინციაში, 2018 წლის დამდეგს, საახალწლო დღეებში გაიხსნა.
ერთი წლით ადრე მსგავსი, ოღონდ უფრო მოკლე “მზის პანელების” გზა ამოქმედდა საფრანგეთშიც, ნორმანდიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში და მას მსოფლიოში პირველ ამგვარ პროექტად აღიარებენ, თუმცა ჩინური პროექტი ფრანგულზე ოდნავ უფრო ამბიციურია.
ჩინური “მზის ტრასა” ე.წ. გამჭვირვალე ბეტონითაა დაგებული, რომელიც მზის შუქს ბეტონის ქვეშ დაგებულ პანელებამდე ატარებს. მზის პანელები ამ შუქს ენერგიად გარდაქმნიან.
პროექტის ინჟინრის განცხადებით, მზის პანელის გზა, ასფალტთან შედარებით, 10-ჯერ მეტ დატვირთვას უძლებს. მისი გენერაციის მაჩვენებელი კი წელიწადში 1 მილიონი კილოვატსაათია.
დეველოპერების თქმით, გზის ეს მონაკვეთი წელიწადში 800 ოჯახის სამყოფ ენერგიას გამოიმუშავებს.
კონსტრუქტორების შემდეგი მიზანი ამ გზისთვის უსადენო დამტენის ფუნქციის ამოქმედებაა, რომელსაც მასზე მოძრავი ელექტრომანქანები გამოიყენებენ.
მზის ენერგიის გამომუშავების მხრივ ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა, სადაც მზის ენერგიის გამომუშავება ამ ეტაპზე 80 გიგავატს შეადგენს.
ეს კი მზის ენერგიის გამომმუშავებელი ქვეყნების ტოპ ათეულია: