fbpx

ფოტოგრაფიაში ასახული ჯაზის ზღაპრული ეპოქა


გააზიარე სტატია

გასული საუკუნის დასაწყისში ამერიკაში ჯაზის პირველი მუსიკოსები და ბენდები გამოჩნდნენ. ისტორიამ მათი ჩანაწერების გარდა, ჯაზის პიონერების გამოსახულებებიც შემოინახა. როგორც წესი, ფოტოებზე აღბეჭდილი სცენები მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. ახალი ორლეანის კრეოლური ბენდები იდენტური შინაარსის, სტატიკურ ფოტოებს იღებდნენ: მუქ კოსტიუმებში გამოეწყობოდნენ, ინსტრუმენტებს მოიმარჯვებდნენ და ხელოვნური არტისტულობით პოზირებდნენ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ 1920-იან წლებში ფოტოტექნიკა ნაკლებად იძლეოდა ე.წ. რეპორტაჟული ფოტოს გადაღების საშუალებას  კონცერტის ან რეპეტიციის დროს. აქედან გამომდინარე, პირველი ჯაზმენები სტუდიურ, უსიცოცხლო, დადგმულ ფოტოებს ჯერდებოდნენ.

 

 

დროთა განმავლობაში ტექნიკა ვითარდებოდა, შესაბამისად, ჯაზის განვითარების ფოტოფირზე აღბეჭდვა სტუდიის გარეთაც გახდა შესაძლებელი. საინტერესოა ისიც, რომ ამ პერიოდში, საუკუნის დასაწყისში პოპულარული ორკესტრული რეგტაიმი თუ სვინგი რევოლუციურმა მიმდინარეობამ – ბიბოპმა ჩაანაცვლა. ამ ჟანრმა ბენდების ნაცვლად, წინა პლანზე ინდივიდები და მათი მუსიკა გამოიტანა. ფოტოგრაფებმაც ინტერესი მათკენ მიმართეს და ჯაზის კლასიკური ფოტოგრაფიაც სწორედ ჯაზისავე ოქროს ხანაში – 40-60-იან წლებში ჩაისახა.

ასე შეიქმნა რამდენიმე ეპოქალური გამოსახულება. ფოტოგრაფებმა მომავალ თაობებს ლეგენდარული არტისტების ხასიათი, ბუნება, ინდივიდუალიზმი შემოუნახეს, ამავე დროს, ეპოქის ჯაზური სულისკვეთების გადმოცემაც მოახერხეს.  

  • ფრენკ სინატრა. 1947. უილიამ გოტლიბის ფოტო

 

  • ელა ფიცჯერალდი. 1947. უილიამ გოტლიბის ფოტო

 

  • ბილი ჰოლიდეი და მისი ძაღლი Mister. 1946. უილიამ გოტლიბის ფოტო

 

  • ჯანგო რეინჰარდტი. 1946. უილიამ გოტლიბის ფოტო

 

  • ჩარლი პარკერი. 1946. უილიამ გოტლიბის ფოტო

 

  • ჯონ კოლტრეინი. 1957. ფრენსის ვულფის ფოტო

 

  • არტ ბლეიკი. 1957. ფრენსის ვულფის ფოტო

 

  • ჰერბი ჰენკოკი. ფრენსის ვულფის ფოტო

 

  • თელონიუს მონკი, დიზი გილესპი და ჯერალდ უილსონი. 1963. ჯიმ მარშალის ფოტო

 

  • მაილს დევისი. 1971. ჯიმ მარშალის ფოტო

ჯაზის ფოტოგრაფებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ჰერმან ლეონარდი იყო. მან ყველაზე შთამბეჭდავად მოახერხა ჯაზის სულისკვეთების, მისი არსისა და იდეის ფოტოქაღალდზე გადმოტანა.

 

  • ჰერმან ლეონარდი. ფოტოგრაფი

ჰერმან ლეონარდი ნიუ-იორკის ღამის კლუბებს ურიგდებოდა და რეპეტიციებისა თუ კონცერტების გადაღების უფლებას იღებდა, სანაცვლოდ კი ფოტოებს აძლევდა საჩუქრად აფიშებისთვის. ასე ქმნიდა წლების მანძილზე საოცარი საღამოების ვიზუალურ დღიურს.

 

  • სონი სტიტი. 1953. ჰერმან ლეონარდის ფოტო

 

  • დიუკ ელინგტონი ელა ფიცჯერალდის კონცერტზე. 1948. ჰერმან ლეონარდის ფოტო

 

  • ლესტერ იანგი. 1948. ჰერმან ლეონარდის ფოტო

 

  • ჰერმან ლეონარდის ფოტო

ამბობდა, რომ ჯაზის გადასაღებად ამ ჟანრის მუსიკის დიდი სიყვარული იყო საჭირო. თუ როგორ უყვარდა, სიტყვებზე მეტად მისივე ნამუშევრები მეტყველებენ. ხელწერა კი ყველასგან გამორჩეული ჰქონდა: მკვეთრი შავ-თეთრი ტონები, სიბნელეში, თამბაქოს კვამლში გახვეული სილუეტები, უჩვეულო რაკურსები, როიალის ზედაპირზე არეკლილი გამოსახულებები.

და, რაც მთავარია, ჰერმან ლეონარდი კოლეგებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მუსიკოსების ზნისა თუ ხასიათის ობიექტივში გამოჭერის უნიკალური ნიჭი ჰქონდა.

 

  • დექსტერ გორდონი. 1948. ჰერმან ლეონარდის ფოტო

 

  • დიუკ ელინგტონი პარიზელი ქალების გარემოცვაში. 1960. ჰერმან ლეონარდის ფოტო

 

  • ელა ფიცჯერალდი. 1960. ჰერმან ლეონარდის ფოტო

 

  • დიუკ ელინგტონი. ჰერმან ლეონარდის ფოტო

 

  • ლუი არმსტრონგი. ჰერმან ლეონარდის ფოტო

 

  • ბილი ჰოლიდეი. 1949. ჰერმან ლეონარდის ფოტო

 

  • მაილს დევისი. ჰერმან ლეონარდის ფოტო


რეკომენდებული სტატიები
ჰენდრიქსის ალბომი-ლეგენდა Electric Ladyland - სტატიები AT.ge-ს არქივიდან
Play Video

ჰენდრიქსის ალბომი-ლეგენდა Electric Ladyland - სტატიები AT.ge-ს არქივიდან

ჰენდრიქსის ალბომი-ლეგენდა Electric Ladyland - სტატიები AT.ge-ს არქივიდან
Electric Ladyland შეერთებულ შტატებში 1968 წლის 16 ოქტომბერს გამოვიდა. ჰენდრიქსის ეს ბოლო სტუდიური ნამუშევარი დღეს აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ორმაგი ალბომი როკ-მუსიკის ისტორიაში.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.