fbpx

Whitney-ს მუზეუმი უორჰოლის იუბილეს აღნიშნავს


გააზიარე სტატია

 

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს ენდი უორჰოლს 90 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უიტნის  ამერიკული ხელოვნების მუზეუმში 12 ნოემბერს გაიხსნა გამოფენა, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ არტისტის ნამუშევრების ნახვა პერიოდულად შესაძლებელია სხვადასხვა აუქციონებსა თუ ექსპოზიციებზე, ამ მასშტაბის გამოფენა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად იმართება. კურატორებმა ერთ სივრცეში უორჰოლის 350 ნამუშევარს მოუყარეს თავი.   

„დღეს თითქოს უორჰოლის მიერ შექმნილ სამყაროში ვცხოვრობთ, მის მიერ გამოგონილი პოპ-ესთეტიკა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ის პირველი თანამედროვე მხატვარი იყო, რომელმაც ხელოვნება და PR სამუდამოდ დაუკავშირა ერთმანეთს. როგორც ნამდვილი მედიუმი, საკუთარი აწმყოს არსსაც ჩასწვდა და მომავალიც იწინასწარმეტყველა“, – განაცხადა კურატორმა დონნა დე სალვიომ გამოფენის გახსნისას.

უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმში დამთვალიერებელი არტისტის პოპულარულ  ნამუშევრებს ნახავს: ცნობილი ადამიანების პორტრეტებს და ე.წ. სამომხმარებლო საზოგადოების ხატებად ქცეულ სიმბოლოებსაც.

 

Campbell’s Soup Can over Coke Bottle. 1962

 

Green Coca-Cola Bottles. 1962

 

Marilyn Diptych. 1962

 

Ethel Scull 36 Times. 1963

 

Truman Capote. 1979

 

Elvis at Ferus. 1963

 

გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი უორჰოლის 1964 წელს შექმნილი არატიპური ავტოპორტრეტია, რომელიც პირველად გამოიფინა. კურატორის თქმით, ნამუშევარი აჩვენებს, რომ არტისტი არა მარტო წარმატებული მხატვარი, მენეჯერი და ბედის ნებიერა იყო, არამედ უბრალოდ ადამიანი – საკუთარი ოცნებებით, შიშებით, კომპლექსებითა და იმედგაცრუებებით.

უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმში დამთვალიერებელი იმ ნაკლებად ცნობილი ადამიანების პორტრეტებსაც იხილავს, რომლებიც მანჰეტენის ღამის კლუბების ბოჰემის ნაწილი იყვნენ

 

Christine Jorgenson. 1956

 

Untitled / Hand in Pocket. 1956

 

Superman. 1961

 

Before and After 4. 1962

 

Flowers

 

Big Electric Chair. 1967-68

 

Ladies and Gentlemen / Wilhelmina Ross. 1975

 

Edie Sedgwick. 1965

 

Lupe. 1965

 

Ari and Mario

 


რეკომენდებული სტატიები
„სინესთეზია“ - პერფორმანსი რუსთაველის თეატრის მიწისქვეშა გვირაბში
Play Video

„სინესთეზია“ - პერფორმანსი რუსთაველის თეატრის მიწისქვეშა გვირაბში

„სინესთეზია“ - პერფორმანსი რუსთაველის თეატრის მიწისქვეშა გვირაბში
პერფორმანსი სათაურით „სინესთეზია“ ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა „ახალ ქიმერიონში“, რომელიც  თბილისის ერთ-ერთი ახლად გახსნილი სახელოვნებო სივრცეა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.