მიტოვებული სახლები არქტიკაში

ნორვეგიელი ფოტოგრაფი ბრიტ მერი ბაი ოსლოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. თუმცა, ერთმა პროექტმა მისი ქალაქური ცხოვრება თავდაყირა დააყენა და ხელოვანმა არქტიკაში დაიდო ბინა.
ყველაფერი კი ნორვეგიის ჩრდილოეთში, პოლარული წრის იქით, ფოტოგრაფის მოგზაურობით დაიწყო. თავისუფალ დროს ბრიტ მერი ბაი ცივილიზაციისგან მოწყვეტილ რეგიონებს სტუმრობდა და მიტოვებულ, ძველ სახლებს იღებდა.






ფოტოგრაფის თქმით, ჩრდილოეთში რამდენიმეწლიანი მოგზაურობისას, მოიხიბლა საოცარი კლიმატით, ულამაზესი პეიზაჟებით, ზოგჯერ დამაბრმავებელი და მუდამ ცვალებადი ნათებით, ადგილობრივების სტუმართმოყვარეობით. ოსლოში სახლი გაყიდა, დაემშვიდობა ოჯახს, მეგობრებს და ამჟამად არქტიკაში ცხოვრობს.







„აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, ივნისსა და სექტემბერშიც თოვლი და ყინვაა. არ იყო მარტივი ახალ გარემოსთან შეგუება და ყველაფრის თავიდან დაწყება. თუმცა, ამ სახლების ისტორია საოცარია და სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას“, – ამბობს ფოტოგრაფი.








LadyBoy
LensCulture და „ქუჩის ფოტოგრაფიის“ გამარჯვებულები
ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი
პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში
საუკეთესო „დრონული ფოტოგრაფია“ - Drone Awards 2018
ასტროფოტოგრაფია - Insight Astronomy Photographer-ის ფინალისტები
რენე მალტეტი: ფრანგული ქუჩის ფოტოგრაფია
მიტოვებული სასტუმრო „პლეხანოვზე“ და მისი ერთგული მცველი
ავსტრალიელი მხატვარი შენობების გამაოგნებელ ასლებს აკეთებს
მუსიკალური ტურნე უკაცრიელ ადგილებში

