fbpx

ყველაზე გავლენიანი ადამიანები თანამედროვე ხელოვნებაში Art Review-ს მიხედვით


გააზიარე სტატია

 

ჟურნალმა Art Review-მ 2018 წელი შეაჯამა და თანამედროვე ხელოვნებაში ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელა. ნუსხაში შევიდნენ მხატვრები, გალერეების  მფლობელები, დიზაინერები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ინიციატივები და ორგანიზაციები.

 

  • რეიტინგის ლიდერი გახდა დევიდ ცვინერი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ნიუ-იორკში, ლონდონსა და ჰონგ-კონგში, რამდენიმე გალერეის მფლობელია. გამოცემის ცნობით, ცვინერის არტ-იმპერიის წლიური ბრუნვა ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

 

  • მეორე ადგილი დაიკავა ამერიკელმა მხატვარმა კერი ჯეიმს მარშალმა. გასულ წელს ის რეიტინგში 68-ე ადგილს იკავებდა, ამგვარი დაწინაურება კი მისმა ნამუშევარმა Past Times-მა განაპირობა, რომელიც ხელოვანმა 21,1 მილიონ დოლარად გაყიდა.

 

 

  • რეიტინგის მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა სოციალური ინიციატივა #metoo – კამპანია სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ. საზოგადოებრივი რეაქცია ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის, ჰარვი უაინშტაინის შესახებ გავრცელებული ბრალდებების გასაჯაროებას მოჰყვა. არაერთმა ქალმა უაინშტაინი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დაადანაშაულა.

 

 

  • მხატვარმა და კინორეჟისორმა ჰიტო შტეიერლმა რეიტინგის მეოთხე ადგილი დაიკავა. მისი ნამუშევრები ადამიანების ადგილისა და როლის თემებს ეხმიანება ხელოვნური ინტელექტის სამყაროში.  

 

 

  • რეიტინგის მე-5 ადგილზე ჩინელი მხატვარი აი ვეივეი გავიდა, რომელმაც ლიდერებში მე-13 პოზიციიდან გადმოინაცვლა. გამოცემის თქმით, ხუთეულში დოკუმენტური ფილმის (Human Flow) გამო მოხვდა, რომელიც დრონების მეშვეობით გადაიღო და მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის თემას შეეხო.

 


რეკომენდებული სტატიები
Tate Britain თანამედროვე ხელოვნებაში ქალი არტისტების წვლილს საგანგებო გამოფენით აღნიშნავს

Tate Britain თანამედროვე ხელოვნებაში ქალი არტისტების წვლილს საგანგებო გამოფენით აღნიშნავს

Tate Britain თანამედროვე ხელოვნებაში ქალი არტისტების წვლილს საგანგებო გამოფენით აღნიშნავს
ლონდონის მუზეუმის წარმომადგენელთა განცხადებით, გამოფენით “60 წელი” მათ სურთ კიდევ ერთხელ შეახსენონ საზოგადოებას ქალების უდიდესი წვლილის შესახებ XX–XXI საუკუნის თანამედროვე ხელოვნების განვითარების საქმეში
Phillips-ის აუქციონმა ნიუ იორკში XX საუკუნის აფროამერიკელი მხატვრების გამოფენა გახსნა

Phillips-ის აუქციონმა ნიუ იორკში XX საუკუნის აფროამერიკელი მხატვრების გამოფენა გახსნა

Phillips-ის აუქციონმა ნიუ იორკში XX საუკუნის აფროამერიკელი მხატვრების გამოფენა გახსნა
გამოფენაზე AMERICAN AFRICAN AMERICAN გასაყიდად გამოიფინა იმ აფროამერიკელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც 1950 წლიდან დღემდე აშშ-ში მოღვაწეობენ
ნაცნობი უცნობი პარიზიდან - ვინ არის ჯონ ჰემონი?

ნაცნობი უცნობი პარიზიდან - ვინ არის ჯონ ჰემონი?

ნაცნობი უცნობი პარიზიდან - ვინ არის ჯონ ჰემონი?
უკვე 18 წელია, პოსტერები ჯონ ჰემონის სახელითა და პირადობის სურათით, რომელიც 19 წლისამ გადაიღო, მთელ პარიზშია გამოფენილი, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც არასდროს არაფრის პოსტერი გაუკრავთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.