MAGNUM-ის ფოტოგრაფ იონას ბენდიკსენის გამოფენას “ქოლგა თბილისი ფოტო” 17 ივნისს გახსნის
“19 წლის რომ ვიყავი, ერთწლიანი სტაჟირება გავიარე „მაგნუმის“ ლონდონის ოფისში. ვაკეთებდი ყავას და ჩაის, დავრბოდი ფოსტაში, ვპასუხობდი ტელეფონის ზარებს და ვალაგებდი ფოტოებს არქივში. სწორედ ამ საკულტო არქივში გატარებული ეს ერთი წელი იყო საუკეთესო განათლება, რაზეც კი შეიძლებოდა მეოცნება. სტაჟირების დასრულების შემდეგ რუსეთში გავემგზავრე იმისთვის, რომ თავად გავმხდარიყავი ფოტოგრაფი.”
ნორვეგიელი ფოტოგრაფის, იონას ბენდიკსენის კარიერა სწორედ აქედან იწყება. მან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი გაატარა. 2004 წელს კი „მაგნუმში“ დაბრუნდა, ამჯერად უკვე „მაგნუმის“ ფოტოგრაფის სტატუსით. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში გადაღებული მასალა კი 2006 წელს მის პირველ წიგნად გამოიცა სახელწოდებით „თანამგზავრები“. ამ სერიაშია 2005 წელს გადაღებული სოხუმის ფოტოებიც.
სოხუმი, აფხაზეთი, საქართველო, 2005
ძაღლის გასეირნების შემდეგ ეთნიკურად რუსი მოხუცი ქალი თავის დაბომბილ სახლში ბრუნდება. სოხუმი, აფხაზეთი, საქართველო, 2005
ადგილობრივები და რუსი ტურისტები შავი ზღვის თბილ წყალში ბანაობენ. სოხუმი, აფხაზეთი, საქართველო, 2005
ფოტოგრაფს ყოველთვის ხიბლავდა ჩაკეტილი ტერიტორიები და ადამიანები, რომლებიც იზოლირებულ საზოგადოებაში ცხოვრობენ. 2005 წელს მან ახალი პროექტი დაიწყო. „ადგილები, სადაც ვცხოვრობთ“ – ეს არის სამწლიანი მოგზაურობა მივარდნილი ადგილებისა და იქ არსებული საზოგადოებების აღმოსაჩენად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროექტი 2008 წელს წიგნად გამოიცა. მოეწყო გამოფენაც, რომელიც აერთიანებდა ფოტოებს, პროექციებსა და ხმოვან ჩანაწერებს სამგანზომილებიან ინსტალაციაში.
კარაკასი, ვენესუელა. 2006
საცხოვრებელი სახლის ფასადი 23 იანვრის უბანში. ამ არეალის შენობები 1950-იანების ბოლოდან თვითნებურად შესახლებულთა ბინებად იქცა. უბანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებში. კარაკასი, ვენესუელა. 2006
„მე ყოველთვის მხიბლავდა რწმენა და რელიგია და მათი ადგილი საზოგადოებაში.“
2017 წლის სექტემბერში მისი ამ ეტაპისთვის ბოლო წიგნი გამოვიდა – „უკანასკნელი აღთქმა“, წარმოდგენილი, როგორც ძველი და ახალი აღთქმის გაგრძელება. წიგნი შვიდ ადამიანზეა. შვიდივე ამტკიცებს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაა. „უკანაკსნელი აღთქმა“ აწყობილია ბიბლიური სტრუქტურით. თითო თავი ეძღვნება თითო „ქრისტეს“ და მოიცავს მონაკვეთებს მათი რელიგიური აღთქმიდან. ყველა მათგანს სწამს, რომ სწორედ ის არის ის ერთი რჩეული, რომელიც ამქვეყნად სამყაროს ხსნისთვის მოევლინა.
სწორედ ამ გამოფენით ეწვევა იონას ბენდიკსენი საქართველოს ფესტივალის „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფარგლებში. გამოფენას 17 ივნისს 19:00 საათზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თავად ავტორი გახსნის. „უკანასკნელი აღთქმა“ მუზეუმში 1 თვით დარჩება.
ბრაზილია. ბრაზილია. 2014
მოწაფეები ატარებენ ქრისტე ინრის მისი ბორბლებიანი კვარცხლბეკით. სახელი ინრი შედგენილია ინიციალებიდან – Iesus Nazarenus Rex Iudaeorum“ – იესო ნაზარეველი იუდეველთა მეფე.
რუსეთი. კრასნოიარსკი. 2015
გუნდი გალობს 14 იანვარს, ვისარიონის დაბადების დღეს, რომელიც ვისარიონიტის თემის შობაა. 1988 წელს კაცმა, სახელად სერგეი ტოროპი, დაკარგა საგზაო პოლიციელის სამსახური. ცოტა ხნის შემდეგ მან თავი იესო ქრისტედ გამოაცხადა. მისი თემი 5000-მდე მიმდევრისგან შედგება.
ზამბია. კიტვე. 2016
კიტვეს ქრისტე უცვლის საბურავს მის ტოიოტა კოროლას. ფონზე მისი ორი ყველაზე ახლო მოწაფე ელოდება.
სამხრეთ ამერიკა. კვაზულუ-ნატალი. 2016
ბრიტანეთი. 2015
იაპონია. ტოკიო. 2016