fbpx

3 სექტემბერი  დილიდან


გააზიარე სტატია

 

მუცო ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ჯილდოსთვის იბრძვის.

იმისათვის, რომ მუცო საზოგადოების რჩეული პროექტი გახდეს, საჭიროა, რომ 15 სექტემბრამდე საიტზე – https://vote.europanostra.org/ მუცოსთან ერთად ხმა კიდევ ორ პროექტსაც მისცეთ. 

წყარო: https://vote.europanostra.org/

 

ნახეთ თამარ შავგულიძის ფილმის – “კომეტების” ოფიციალური თრეილერი.

თამარ შავგულიძის ფილმს “კომეტები” ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში – “აღმოჩენებში” აჩვენებენ. ფილმი ორი შუახნის ქალის მეგობრობასა და სიყვარულზე მოგვითხრობს.

წყარო: https://vimeo.com/

 

BIAFF 2019-ის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2019 15-22 სექტემბერს გაიმართება. საკონკურსო სექციაში შედის მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.  კინოფესტივალ BIAFF 2019-ის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა უკვე ცნობილია.

მხატვრული ფილმების ჟიური

  1. ალექსანდრე მინდაძე, რუსეთი – ჟიურის თავმჯდომარე
  2. ტატიანა დეტლოფსონი, აშშ
  3. მარტინ ბლეინი, დიდი ბრიტანეთი
  4. კარმენ გრეი, დიდი ბრიტანეთი
  5. რუსუდან გლურჯიძე, საქართველო

დოკუმენტური ფილმების ჟიური

  1. ქშიშტოფ გიერატი, პოლონეთი – ჟიურის თავმჯდომარე
  2. გასიდე გოლმაკანი, ირანი
  3. კარენ ავეტისიანი, სომხეთი
  4. ოლეს იანჩუკი, უკრაინა
  5. ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, საქართველო

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიური

  1. ოთარ შამათავა, საქართველო – ჟიურის თავმჯდომარე
  2. პოლ თილჯესი, ლუქსემბურგი
  3. დევიდ ლორენცი, გერმანია

ქართული ფილმის კრიტიკოსთა ჟიური

  1. ლელა ოჩიაური – ჟიურის თავმჯდომარე
  2. ნინო მხეიძე
  3. სალომე კიკალეიშვილი

 

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ იტალიური ცეკვის კომპანიის – Dewey Dell-ის საღამოს

Dewey Dell

(For English scroll down)კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ იტალიური ცეკვის კომპანიის Dewey Dell საღამოს: Deriva Traversa, à elle vide, მუსიკალური კოლაბორაცია (TeTe Noise & Black Fanfare) და ცოცხალი მუსიკის კონცერტი – Storm Altas თარიღი: 12 სექტემბერიდასაწყისი: 20:00მისამართი: კლუბი KHIDIონლაინ ბილეთები: tkt.ge/Circe //Circe – Experimental Platform for Dance and Theatre presents event with Italian dance company Dewey Dell: À elle vide, Deriva Traversa & Storm AtlasDate: 12 September Hour: 20:00Address: Club KHIDIVakhushti Bagrationi Bridge, right embarkment, TbilisiTickets: tkt.ge/Circe

Gepostet von Circe / კირკე am Sonntag, 25. August 2019

 

12 სექტემბერს ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა კირკე წარმოგიდგენთ იტალიური ცეკვის კომპანიის, Dewey Dell-ის საღამოს. მარტოობა მწყემსების ცხოვრების თანმდევია, რომელიც საკუთარ თავში ჩაღრმავების შესაძლებლობას იძლევა. ეს დელიკატური მოძრაობაა ხილულისგან დაშორებით – ხმაური სიჩუმეში იფანტება, აზრები თავისუფლად იღვრება გონებაში. მხოლოდ ცხოველებთან ურთიერთობა გაძლევს შესაძლებლობას განმარტოვდე და მთელი  ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართო.  

როდესაც მწყემსები მღერიან, ჟღერადობისთვის ისინი ქარს ან მოტირალ ცხვრებს იყენებენ. სარდინიული პოლიფონიური მუსიკა Cantu a Tenores მწყემსებმა შექმნეს Nuragic ხანაში. 

 მწყემსები ისტორიას პოეზიით და სიმღერით გადასცემენ თაობიდან თაობას. მუდმივად განახლებადი დრო კი არასდროს ივიწყებს რეალობას, უბრალოდ ისევ ხილული სამყაროდან შორს ინაცვლებს. ისტორიები, რომლებსაც მწყემსები მღერიან, შეიძლება აღიქვათ, როგორც უხილავის გაშიფვრის მცდელობა, რაც მხოლოდ საკუთარ თავში ჩაღრმავებით მიიღწევა. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალზე MANAKI BROTHERS ოთხი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

 14–21 სექტემბერს მაკედონიის ქალაქი ბიტოლა უმასპინძლებს ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალს – MANAKI BROTHERS. ფესტივალზე, რომლის ფოკუს ქვეყანა წელს საქართველოა,  ოთხი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი:

  1. რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”
  2. თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლები”
  3. მარიამ ხაჭვანის “დედე”
  4. ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”

MANAKI BROTHERS კინოოპერატორთა ერთ-ერთი კინოფესტივალია, რომელიც მაკედონიის კინოპროფესიონალთა ასოციაციის ინიციატივით 1979 წელს დაარსდა. იგი ცნობილი ოპერატორი ძმების – იანაკი და მილტონ მანაკების სახელს ატარებს. ფესტივალის ჯილდო “კამერა 300” არაერთი წარმატებული კინემატოგრაფისტისთვის გადაუციათ. მათ შორის არიან მსახიობები: დერილ ჰანა, კატრინ დენევი, იზაბელ იუპერი და ჟულიეტ ბინოში. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს “კამერა 300”-ის მფლობელი ქართველი ოპერატორი მინდია ესაძე გახდა მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “დინოლა”.

წყარო: http://beta.gnfc.ge/

 

 

ტეილორ სვიფტის მე-6 ალბომმა რეკორდი დაამყარა

Image result for Taylor Swift sets new record with sixth No. 1 album 'Lover'

ალბომი სახელწოდებით – Lover მხოლოდ ერთ კვირაში 867 ათასი ცალი გაიყიდა. სვიფტის წინა რეკორდი 679 ათასი ალბომი იყო. გარდა ამისა, სფიტი გახდა პირველი  მომღერალი ქალი, რომლის ექვსივე ალბომის გამოშვებიდან პირველივე კვირაში 500 ათას ცალზე მეტი გაიყიდა.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
2 სექტემბერი დილიდან 
Play Video

2 სექტემბერი დილიდან 

2 სექტემბერი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღევანდელ დილას სამწუხარო ინფორმაციით ვიწყებთ - ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა. 
როგორ შევქმნათ კოლაჟი - მარიამ კაჭარავას გამოცდილება

როგორ შევქმნათ კოლაჟი - მარიამ კაჭარავას გამოცდილება

როგორ შევქმნათ კოლაჟი - მარიამ კაჭარავას გამოცდილება
გრაფიკული დიზაინერის, მარიამ კაჭარავას ინტერესი ციფრული კოლაჟის ხელოვნების მიმართ 8 თვის წინ პირველი ნამუშევრის შექმნით, სპონტანურად დაიწყო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.