fbpx

Arab Image Foundation – რჩეული ფოტოები არაბული საოჯახო ალბომებიდან


გააზიარე სტატია



Arab Image Foundation  – ბეირუთული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1997 წელს ლიბანელმა მხატვარმა აქრამ ზაატარიმ და ფოტოგრაფმა ფუად ელკურიმ დააარსეს. მათი მიზანი იყო რეგიონის მასშტაბით შეეგროვებინათ ისტორიული ფოტოები კერძო და ოჯახური კოლექციებიდან, შექმნილი არქივი კი იქნებოდა პლატფორმა ისტორიული კვლევებისა და სხვადასხვა სახელოვნებო პროექტების განსახორციელებლად.

სულ ახლახან ფონდმა აამუშავა ონლაინ-პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომი გახადა 22 ათასი გამოსახულების ციფრული ვერსია. ფონდის წარმომადგენელთა განმარტებით, ეს სამუშაოების პირველი ეტაპია, რადგან არქივში  500 ათასამდე ფოტოა თავმოყრილი არაბული სამყაროსა და დიასპორის 300 სხვადასხვა კოლექციიდან. 

ოჯახური თუ პროფესიონალური ფოტოების გაციფრულება ეტაპობრივად მოხდება. ორგანიზაციის დირექტორს, მარკ მუარკეშეს  იმედი აქვს, რომ მასალის დოკუმენტირებაში, მათზე ინფორმაციის შედგენასა და რედაქტირებაში ამ მასალების შემომწირველები და მფლობელებიც ჩაერთვებიან.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფოტოს Arab Image Foundation-ის ციფრული არქივიდან.

 

  • „მხედარი ქალი“. ეგვიპტე, 1900 წელი. ავტორი: სელიმ აბუ იზედინი 

 

  • „სტუდიური პორტრეტი“. ტრიპოლი, ლიბანი, 1940 წელი. ავტორი: ანტრანიკ ანუშიანი

 

  • „გინდერბურგის დირიჟაბლი იერუსალიმის თავზე“. 1936 წელი. უცნობი ავტორი 

 

  • „ტარჰო და ეს მასრი“. საიდა, ლიბანი, 1958 წელი. ავტორი: ჰაშიმ ელ მადანი

 

  • „ბაშაშა (მარცხნივ) და მისი მეგობარი“. საიდა, ლიბანი, 1958 წელი. ავტორი: ჰაშიმ ელ მადანი

 

  • „ნაჯმა და ასმარი“. შეჰერეზადას სტუდია, ლიბანი, 1954. ავტორი: ჰაშიმ ელ მადანი

 

  • „უცნობები“. შეჰერეზადას სტუდია, ლიბანი, 1970. ავტორი: ჰაშიმ ელ მადანი

 

  • უცნობი ავტორის ფოტომონტაჟი. ფესი, მაროკო

 

  • ავტოპორტრეტი. ქამილ ელ კარეჰი, ლიბანი, 1920 წელი

 

  • „არქიტექტორ რიფათ ჩათირჯის რეზიდენცია“. ბაღდადი, 1954 წელი. ავტორი: რიფათ ჩათირჯი

 

  • „უცნობი, აიშა და ჰაბიბა“. მაროკო, 1936 წელი 

 

 

 

  • კაირო, ეგვიპტე, 1870 წელი. უცნობი ავტორი 

 

  • „ბატონი სკაფი 4 სხვადასხვა მდგომარეობაში.“ ბეით-ლაჰმი, პალესტინა, 1922.  უცნობი ავტორი

 

  • ორი ქალი მამაკაცის ტანსაცმელში. ლიბანი, 1920 წელი.  უცნობი ავტორი

 

  • კაფე ბეირუთში.  1920 წელი. უცნობი ავტორი

 


რეკომენდებული სტატიები
როგორი იყო მსოფლიო 100 წლის წინ - იშვიათი ფერადი ფოტოები

როგორი იყო მსოფლიო 100 წლის წინ - იშვიათი ფერადი ფოტოები

როგორი იყო მსოფლიო 100 წლის წინ - იშვიათი ფერადი ფოტოები
ძველი ფოტოები საუკუნის წინანდელ ადამიანებსა და მათ ყოფას გვიჩვენებს. გაიგეთ როგორ ვითარდებოდა ფერადი ფოტოგრაფია მისი პირველი დღეებიდან თანამედროვეობამდე.
უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის „ნათლია“

უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის „ნათლია“

უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის „ნათლია“
ფერადი ფოტოგამოსახულების ბუმი გასული საუკუნის მხოლოდ 70-იან წლებში დაიწყო. ამერიკელი უილიამ ეგლსტონი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ფერადი ფოტოგრაფია წარმოაჩინა, როგორც დიდი ხელოვნება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.