fbpx

Banksy-მ ლონდონში მაღაზია გახსნა, მაგრამ შიგნით მომხმარებელს არ შეუშვებენ


გააზიარე სტატია


ავტორი: ჯეიმს ჰერინგი

სტრიტ-არტისტმა ბენკსიმ სამხრეთ ლონდონში მაღაზია გახსნა, რომელიც გამოტენილია სხვადასხვა ნივთებით – ბრონირებული ჟილეტით დაწყებული, დამთავრებული “ვეფხვის” ხალიჩითა და სათვალთვალო კამერებით გარშემორტყმული ბავშვის საწოლით.

“დღეს მე მაღაზიას ვხსნი, – დაწერა ბენკსიმ ინსტაგრამზე.  – თუმცა, მაღაზიის კარი სინამდვილეში არ გაიღება.”

მაღაზია სახელად Gross Domestic Product რეალურად ბენკსის ყველაზე დიდი ინსტალაციაა და ის ინსტაგრამის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მოინახულა.

BBC იუწყება, რომ არტისტი იძულებული იყო გაეხსნა ონლაინ მაღაზია თავის ხელოვნების ნიმუშებზე საავტორო უფლებების დასაცავად, რადგან მისალოცი ბარათების ერთ-ერთი ბრიტანული კომპანია ბენკსის ინტელექტუალურ პროდუქტს თავის პროდუქციაში იყენებდა.

ბენკსიმ განაცხადა: “მისალოცი ბარათების კომპანია პრეტენზიას აცხადებს იმ ხელოვნების ნიმუშების სავაჭრო ნიშნებზე, რომლის ავტორიც მე ვარ. მათ სურთ ჩემი სახელის მითვისება იმისთვის, რომ ყალბი ბენქსის ნივთები ლეგალურად  გაყიდონ. სავარაუდოდ, ისინი იმედოვნებენ, რომ მე არ გამოვცხადდები სასამართლოში საკუთარი თავის დასაცავად.”

ბენკსის ახალ მაღაზიაში გამოტანილ ნივთებს შორისაა პოლიციის ნახმარი ჩაფხუტებისგან გაკეთებული დისკოთეკის ბურთი და ბავშვის სათვლელი სათამაშო, სადაც პატარამ საგანგებო სატვირთო მანქანაში ემიგრანტები უნდა ჩატვირთოს. მაღაზიის ვიტრინებში გამოფენილია ნივთები, რომელთა ფასები მხოლოდ ინტერნეტით 10 ფუნტიდან იწყება. ამ ფასად ხელმოწერილი სპრეი “პეინტის” ან ნამდვილი აგურისგან გაკეთებული ხელჩანთის ყიდვა შეიძლება.

 

 

ორიგინალი: https://www.prexamples.com/

 


რეკომენდებული სტატიები
Banksy-ის ქუჩის სავაჭრო სტენდი ვენეციაში ხელოვნების ექსპერტებისგან შეუმჩნეველი დარჩა
Play Video

Banksy-ის ქუჩის სავაჭრო სტენდი ვენეციაში ხელოვნების ექსპერტებისგან შეუმჩნეველი დარჩა

Banksy-ის ქუჩის სავაჭრო სტენდი ვენეციაში ხელოვნების ექსპერტებისგან შეუმჩნეველი დარჩა
ბრიტანელმა სტრიტ-არტისტმა ბენკსიმ ვენეციის ბიენალეს კვირეულის გახსნისას ქუჩაში სავაჭრო სტენდი ჩადგა, მაგრამ ის აკრედიტებული ხელოვნების ექსპერტებისგან არავის შეუმჩნევია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.