fbpx

ფოტოკონკურს World Press Photo 2018-ის გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

World Press Photo დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც 1955 წლიდან მოყოლებული, პრესის ფოტოგრაფიის ყოველწლიურ კონკურსებს აწყობს. World Press Photo ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფოტოკონკურსია, რომელიც მსოფლიო საგამოფენო პროგრამის საშუალებით წლის საუკეთესო ფოტორეპორტაჟებს მილიონობით ადამიანს აცნობს.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ World Press Photo-ს 2018 წლის გამარჯვებულები, რომლებიც ჟიურიმ რამდენიმე დღის წინ გამოავლინა:

კატეგორია: ადამიანები, stories – პირველი პრიზი


აიშა, 14 წლის, გადაღებული ნიგერიაში, მაიდუგურის დასახლებაში. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ბოკო ჰარამმა“ აიშა მოიტაცა და თვითმკვლელი ტერორისტული მისია დაავალა. ტანზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობით, გოგონამ შეძლო ტერორისტებისგან თავის დაღწევა. Photograph: Adam Ferguson/New York Times

კატეგორია: გარემო, stories – პირველი პრიზი


მამაკაცი მოათრევს პლასტმასის ბოთლების უზარმაზარ ფუთას ლაგოსში (ნიგერია), ოლუსოსუნის ნაგავსაყრელზე. Photograph: Kadir Van Lohuizen/Noor Images

კატეგორია: ბუნება, singles – მეორე პრიზი


როკჰოპერის პინგვინები ინდოეთის ოკეანის სუბ-ანტარქტიკულ აფრიკულ კუნძულ მარიონის კლდეებზე ხტუნვა-ხტუნვით გადაადგილდებიან. Photograph: Thomas P. Peschak

კატეგორია: თანამედროვე საკითხები, stories – პირველი პრიზი


კამერუნელი 28 წლის ვერონიკა უზელს მკერდს თავის შვილს. მკერდის გაბრტყელება-დაპატარავება კამერუნის ტრადიციული პრაქტიკაა და მისი მიზანი მოზარდ გოგონებში სქესობრივი მომწიფების პროცესის შეფერხებაა, იმისთვის რომ გოგონებს შეძლებისდაგვარად თავიდან ააცილონ გაუპატიურების ან სექსუალური შევიწროების საფრთხე. Photograph: Heba Khamis/EPA

 

კატეგორია: სპორტი, singles – პირველი პრიზი


ინგლისში, ეშბურნის ყოველწლიურ საფეხბურთო მატჩზე, მოწინააღმდეგე გუნდები ბურთისთვის იბრძვიან. Photograph: Oliver Scarff/AFP/Getty Images


რეკომენდებული სტატიები
პროექტი “ფოტოგრამა" - ფოტოგრაფია კამერის გარეშე

პროექტი “ფოტოგრამა" - ფოტოგრაფია კამერის გარეშე

პროექტი “ფოტოგრამა" - ფოტოგრაფია კამერის გარეშე
გიორგი ინდუაშვილი და საბა შენგელია ექსპერიმენტული ფოტონამუშევრებით ფოტოხელოვნების ისტორიის პროლოგსა და ეპილოგს წარმოგვიდგენენ
„ქოლგა თბილისი ფოტო“ ქართველი ფოტოგრაფებისათვის სპეციალურ პრიზს აწესებს

„ქოლგა თბილისი ფოტო“ ქართველი ფოტოგრაფებისათვის სპეციალურ პრიზს აწესებს

„ქოლგა თბილისი ფოტო“ ქართველი ფოტოგრაფებისათვის სპეციალურ პრიზს აწესებს
ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 7 000 აშშ დოლარს ნომინაციებისთვის: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი/Best shot, მობილური ერთი კადრი, მობილური ფოტოსერია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.