7 მაისი დილიდან
ვერსალის სასახლის გახსნიდან 354 წელი გავიდა
ვერსალის სასახლე საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო რეზიდენციაა პარიზის გარეუბანში. სასახლის აგების პერიოდში ვერსალი სოფელი იყო, ამჟამად კი პარიზის გარეუბანია საკუთარი ქალაქის სტატუსით. 1682-1789 წლებში ვერსალის კარი საფრანგეთის ძველი რეჟიმის ძალაუფლების ცენტრი იყო. XVII საუკუნიდან ევროპის მონარქებისა და დიდებულთა სასახლეებისთვის ნიმუში გახდა. 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ვერსალის სასახლის აგება ლუი XIV-მ დაიწყო. შენობა გადაწყვეტილია გოტიკურ, გვიან რენესანსულსა და ბაროკოს სტილში, ის ერთგვარი ნაზავია „მკაცრად ნორმატიული“ ფრანგული კლასიციზმისა და ევროპული აბსოლუტიზმისა. მთლიანი კომპლექსის კლასიკური იერსახე, ნასესხები ძველი საბერძნეთისა და რომის არქიტექტურისაგან – ფრონტონიანი გადახურვით, მოკაზმული სვეტებითა და ორდერებით – ადრეულ ანტიკურ ნაგებობებში გამოიყენებოდა. დღეს ვერსალში მნახველს შეუძლია შეაბიჯოს საფრანგეთის მონარქიის სამეფო კარზე და მაშინდელ ეპოქაში გადაინაცვლოს; მოინახულოს ისტორიის ნაწილად ქცეული ნივთები და ადგილები, მათ შორის ინტიმურიც, რომლებიც იმავე სახითაა შემონახული, როგორც უკანასკნელი მონარქის, ლუი XVI-ისა და მისი ოჯახის სამეფო რეზიდენციიდან გამოსახლების ღამეს გამოიყურებოდა.
ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის გამოსვლიდან 194 წელი გავიდა
1824 წლის 7 მაისს ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის პრემიერა გაიმართა ვენაში, მიხაელ უმლაუფის დირიჟორობით.
7 მაისს, 20:00 საათზე მარჯანიშვილის თეატრის სხვენში მარიამ წიკლაურის პოეზიის საღამო გაიმართება
მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სხვენი „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ.
წყარო: https://www.facebook.com
ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა TBC-ის გალერეაში
ფოტოგრაფი ლევან ხერხეულიძე დღეს, 18:30 საათიდან თიბისის გალერეაში გეპატიჟებათ. ახალ გამოფენას Spirits ჰქვია და როგორც ფოტოგრაფი ამბობს, ამ გამოფენაზე ყოველი ფოტო ერთგვარი ავტოპორტრეტი იქნება და იმის ასახვა, თუ როგორ ეძებს ფოტოგრაფი საკუთარ თავს სხვებში.
წყარო: https://www.facebook.com/
ოსკაროსანმა კეტრინ ზეტა-ჯონსმა ფეისბუქთან კონტრაქტი გააფორმა – ის სოციალური ქსელის მიერ გადაღებულ სერიალში, Queen America-ში მთავარ როლს შეასრულებს
სერიალის პირველი სეზონი 10-ეპიზოდიანი იქნება და მისი ხანგრძლივობა ერთი საათია. შოუ შავი კომედიის ჟანრისაა და მას ოკლაჰომას შტატში გადაიღებენ. ზეტა-ჯონსი სერიალში ვიკი ელისის როლს შეასრულებს. ის გოგოებს სილამაზის კონკურსისთვის ამზადებს და პირველ სეზონში მისი მიზანი სამანტა სტოუნის სილამაზის დედოფლად ქცევა იქნება.
წყარო: http://variety.com
80-იანი წლების ნიუ-იორკი რაიან მერფის ახალ სერიალში
სერიალის სიუჟეტი 80-იან წლების ნიუ-იორკში განვითარდება და მანჰეტენის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ცხოვრების კონტრასტულობას გვიჩვენებს. აქ შეხვდებით მდიდრულ პერიოდს თავისი კულტურული სამყაროს წვეულებებითა და გარეუბნის სოციალურ მდგომარეობას.
წყარო: https://www.youtube.com
The Sinner-ის მეორე სეზონში ჯესიკა ბილი აღარ ითამაშებს
მას კერი კუნი შეცვლის. შოუს მეორე სეზონში ჯესიკა მხოლოდ პროდიუსერის ამპლუას მოირგებს. მეორე სეზონში მთავარ როლს კერი კუნი შეასრულებს. კერის პერსონაჟი, ვერა მისტიკური და საიდუმლოებებით მოცული ქალია, რომელიც ცდილობს მისი წარსული არ გამჟღავნდეს. ამ ეტაპზე უცნობია ზუსტად როდის დაბრუნდება შოუ მეორე სეზონით.
წყარო: http://variety.com/
პარიზის გალერეამ ნუდისტებს კარი პირველად გაუღო
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა პალაის დე ტოკიომ კვირას ღონისძიება გამართა. გასახდელში ტანსაცმლის დატოვების შემდეგ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გამოფენა იქამდე დაეთვალიერებინათ, სანამ გალერეა კარს “ჩაცმული ხელოვნების მოყვარულებისთვის” გააღებდა. პარიზის ნატურისტების ასოციაციამ ეს იდეა ისე შეაფასა, როგორც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.
წყარო: https://www.thestar.com/
მომღერალი კრისტინა აგილერა, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი კლიპით დაბრუნდა. სიმღერა, სახელწოდებით Accelerate აგილერას ახალ ალბომში შევა.
წყარო: https://www.youtube.com/