წინანდლის მუსიკის ფესტივალი 2024 - შოკოლადის ბგერა და ლიზას მოცარტი...
31 აგვისტოს გაიხსნა წინანდლის მუსიკის ფესტივალი 2024. 9 არაჩვეულებრივი დღე წინანდლის მამულის ისტორიულ ბაღში, 17 კლასიკური მუსიკის ქარვისფერი და მსუყე კონცერტი და მსოფლიოდან კლასიკური მუსიკის დიდი ვარსკვლავები: ჯანანდრეა ნოზედა, სერ ანდრაშ შიფი, ერიკა გრიმალდი, ბრუს ლიუ, მიხაილ პლეტნევი, ჯოშუა ბელი, ბარბარა ფრიტოლი, ჯერემი დენკი, სტივენ ისერლისი, მარტინ ფროსტი, ბორის გილტბურგი, კრისტოფ ბარატი, ჟულიენ კანტანი, ლიზა ბათიაშვილი, ალექსანდრე კანტოროვი… მოლოდინი დიდია და განსაკუთრებული!..