თბილისში ყველაზე მაღალ და სიმბოლურ ადგილას, მთაწმინდაზე, იქ, სადაც სატელევიზიო ანძა დგას, 1938 წლიდან ფუნქციონირებს რესტორანი “ფუნიკულიორი.” სამსართულიანი შენობა მას შემდეგ თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
თბილისის სხვადასხვა უბანში განლაგებული ეს კაფეები და რესტორნები საუკეთესო ეზოებითა და ვერანდებითაა გამორჩეული. აქ სტუმრობისას ზაფხულის ცხელ დღეებში თქვენ შეძლებთ დროებით თავი დააღწიოთ ურბანულ ქაოსს და მშვიდ გარემოში დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
საქართველოში რეგიონული ტურიზმის განვითარების საკითხმა ბოლო დღეებში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, რის გამოც AT.ge შემოგთავაზებთ საინტერესო რეკომენდაციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ზაფხულის სასიამოვნოდ გასატარებლად. დავიწყოთ ქუთაისით.
გთავაზობთ საზღვარგარეთ არსებულ რამდენიმე ქართულ რესტორანს, რომელთაც შეგიძლიათ თავად ესტუმროთ, ან თქვენს უცხოელ მეგობრებსა და ნაცნობებს ურჩიოთ, თუ მათ ქართული საჭმელი მოენატრებათ.
თბილისში სულ უფრო მეტი ვეგეტარიანული კაფე იხსნება, რომლებიც კონცეფციებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ნახეთ, სად შეგიძლიათ წასვლა, თუ ხორციან მენიუზე, თუნდაც ერთჯერადად, უარის თქმა გსურთ
სამხრეთ აფრიკაში დააკავეს სტუდენტი ბიჭი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში KFC-ს ფასტ ფუდის რესტორნებში, თავს კომპანიის მთავარი ოფისიდან გამოგზავნილ შემმოწმებლად ასაღებდა.
თბილისის ყველაზე ჩვეულებრივ დასახლებაში, ვეძისის უბანში, საცხოვრებელი სახლის სახურავზე ყველაზე არაჩვეულებრივი სანახაობა დაგხვდებათ - 43 ქვევრი ღია ცისქვეშ
მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების სიას ყოველწლიურად William Reed Business Media ადგენს. გამოკითხვა 1000 რესტორანს, შეფმზარეულს, კერძების კრიტიკოსსა და კულინარს შორის ტარდება
თითქმის ყველგან, სადაც უნდა მოხვდეთ, გემრიელი საჭმელი გელოდებათ. თუმცა, ჩვენ გირჩევთ განსაკუთრებულ ადგილებს, სადაც ინტერიერი, ადგილმდებარეობა და კერძები სრულ ჰარმონიაშია