სპორტი

ტრიპლეტის ნაცვლად დუბლი
ევროპული საკლუბო სეზონი სრულდება და საფეხბურთო სამყაროს ფიქრებიც თანდათანობით უკვე ევროპის ჩემპიონატზე ერთვება, რომელიც სულ მალე, ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ორ კვირაში დაიწყება. იქამდე კი ევროპის ლიგის ფინალი უკვე ჩატარდა, რომელშიც წლევანდელი სეზონის აღმოჩენამ -„ლევერკუზენმა“ განმაცვიფრებელი მარცხი განიცადა.












