17 ივლისი დილიდან
ოსკარის მფლობელმა ფრენსის მაკდორმანდმა DC-ის კომიქსის ეკრანიზაციაში მონაწილეობაზე უარი თქვა
როგორც ცნობილია, მსახიობს ახალ ფილმში ჯოკერის დედის როლი შესთავაზეს. მოლაპარაკებები თითქმის 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ ეტაპზე უცნობია, რატომ თქვა როლზე უარი მსახიობმა. შეგახსენებთ, რომ ახალ ფილმში ჯოკერის როლს ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს.
წყარო: https://movieweb.com/
გავრცელდა პირველი ფოტო სერიალ “გვირგვინის” მესამე სეზონიდან
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებული ნეტფლიქსის დრამა The Crown მესამე სეზონისთვის ემზადება. როგორც უკვე იცით, მესამე სეზონში იცვლება თითქმის ყველა მსახიობი, რომლებსაც აქამდე ვხედავდით შოუში, მათ შორის არის დედოფალ ელიზაბეტის როლის შემსრულებელი კლერ ფოი. მესამე სეზონში მას ოლივია კოლმანი შეცვლის.
წყარო: https://variety.com/
მსახიობმა ჯენიფერ გარნერმა საკუთარი ფერმა გახსნა და პირველი წვეულებაც გამართა
როგორც გარნერი ამბობს, მის ფერმაში ყველა პროდუქტი ნატურალური იქნება და გაიყიდება ყველაფერი, რაც ოჯახის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
წყარო: http://www.justjared.com
მელანი გრიფიტი ყოფილ ქმარს, ანტონიო ბანდერასს ემის ნომინაციას ულოცავს
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა Emmy 2018-ის ნომინანტთა ვინაობა. მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში შესრულებული როლისთვის, საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ერთ-ერთი ნომინანტი ანტონიო ბანდერასია, სერიალში Genius: Picasso განსახიერებული პიკასოს როლისთვის. მსახიობის მეორე ნომინაციას გამოეხმაურა მელანი გრიფიტი: “ჩემს მშვენიერ, ნიჭიერ ანტონიოს ვულოცავ ემის ნომინაციას. ის გენიალურია სერიალში Genius:Picasso”, – წერს მსახიობი.
წყარო: https://www.instagram.com
ლეგენდარულმა მსახიობმა ჯულია რობერტსმა ინსტაგრამის ახლად შექმნილი ანგარიშიდან ფრანგებს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა
მილოცვის დიდი ნაწილი კი პოლ პოგბას ეთმობოდა, რომელიც ჯულიას ახლო მეგობარია.
წყარო: https://www.instagram.com/
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა პრინც ლუის ნათლობის ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა
პრინცი ლუი პრინცი უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინიას მესამე შვილია, რომელიც წმინდა მერის საავადმყოფოში 23 აპრილს დაიბადა.
წყარო: https://edition.cnn.com/
ქართველმა კინემატოგრაფისტებმა GOLDEN APRICOT-ზე 2 ჯილდო მოიპოვეს 15 ივლისს ერევანში საერთაშორისო კინოფესტივალი GOLDEN APRICOT საზეიმოდ დაიხურა
კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე ცნობილი გახდა, რომ ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 2 ჯილდოს მოპოვება შეძლეს. მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” კინოკრიტიკოსთა ჟიურის ჯილდოს მფლობელი გახდა (FIPRESCI JURY PRIZE), ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტურმა ფილმმა “გამჭვირვალე სამყარო” კი ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (SPECIAL JURY MENTION) დაიმსახურა.
წყარო: http://www.gnfc.ge/