fbpx

ილია ჭავჭავაძე “ისპანახობის” კარნავალზე – დღის ფოტო


გააზიარე სტატია

ფოტოზე: ილია ჭავჭავაძე კარნავალზე „ისპანახობა“ ორთაჭალის ბაღში, ნადიმის მერე. “ისპანახობის” აუცილებელი წესი იყო ქაღალდის გვირგვინების, ჩაჩების და ტანზე პამპულას ტანისამოსის ჩაცმა.

 

 

დღეს არის ისპანახობა, რომელიც დაახლოებით MardiGras-ის თბილისური ვერსიაა. ძველი წარმართული დღესასწაული (იგივე ყეენობა), რომელიც ქრისტიანულ კალენდარში შევიდა, მაგრამ შინაარსით უფრო მულტი – ეთნიკური იყო, და არა რელიგიური.

საუკუნეების მანძილზე თბილისში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი აღნიშნავდა ამ დღეს, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდში, მმართველ ელიტას სძულდა ეს დღესასწაული, რადგან ღონისძიებას არ ჰყავდა „ხელმძღვანელობა“, ვერ აკონტროლებდა პროცესს, რომელიც ყველა ეთნიკურ ჯგუფს დღესასწაულის და გართობის გარშემო აერთიანებდა (რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა საბჭოთა პოლიტიკასთან).

საბჭოთა კავშირის პერიოდში, დღესასწაულის აღნიშვნა და მისი ხსენებაც კი სერიოზული დანაშაული იყო. სამწუხაროდ, 70 წელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეს დღე წაშლილიყო თბილისელების კულტურული მეხსიერებიდან.

დღეს, ძალიან ცოტას თუ სმენია ამ დღის შესახებ, როდესაც 100 წლის წინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო.

თინათინ ბრეგვაძე


რეკომენდებული სტატიები
ნიკოლოზ ჩაჩავა: პირველი ქართველი პერფორმერი

ნიკოლოზ ჩაჩავა: პირველი ქართველი პერფორმერი

ნიკოლოზ ჩაჩავა: პირველი ქართველი პერფორმერი
მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ქართველმა ფუტურისტებმა გამოაქვეყნეს მანიფესტი - "საქართველო - ფენიქსი" და გამოსცეს ლეგენდარული ჟურნალი - "H2SO4". ამ ამბავს კი ხელმძღვანელობდნენ ნიკოლოზ შენგელაია, სიმონ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ჩაჩავა, მზია ერისთავი და სხვა, ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ავტორები
ძველი უცხოელი მოგზაურები თბილისის შესახებ

ძველი უცხოელი მოგზაურები თბილისის შესახებ

ძველი უცხოელი მოგზაურები თბილისის შესახებ
ისტორიულ დოკუმენტებში შემორჩენილი რამდენიმე მოგზაურის შეფასება და შთაბეჭდილებები თბილისისა და საქართველოს შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.