fbpx

ახალი პროექტორი ნებისმიერ ზედაპირს სენსორულ ეკრანად აქცევს – Puppy Cube


გააზიარე სტატია

 



Puppy Cube – ახალი კომპაქტური პროექტორია, რომელიც ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირს სენსორულ ეკრანად აქცევს, რომელსაც AnyTouch-ის ტექნოლოგიის წყალობით, შეხების 10 წერტილი გააჩნია.  

 

 

პროექტის ავტორების თქმით, მოწყობილობის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებითაა შესაძლებელი. მაგალითად, დიასახლისები სამზარეულოს მაგიდის ზედაპირზე მოახდენენ რეცეპტების პროეცირებას, ხოლო  კონტენტის მართვას ეკრანის ნაცვლად, მაგიდაზე შეხებით მოახერხებენ. Puppy Cube ასევე სასარგებლო იქნება სხვადასხვა სფეროს მენეჯებისთვისაც, რომლებიც პროექტების პრეზენტირებას მცირე სივრცეებშიც შეეძლებენ. და რა თქმა უნდა, ტექნოლოგია ბავშვებსაც გაახარებთ, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ მისი მეშვეობით თამაშს.

 

 

მოწყობილობის ლაზერული სისტემა გამოსახულებას სხვადასხვა ზომებში პროეცირებს. ძირითადი ზომა 60-100სმ-ია  დიაგონალზე, სტანდარტულ HD (720p) ფორმატში, საჭიროების შემთხვევაში კი გამოსახულების 250სმ-ზე (დიაგონალი) პროეცირება შეუძლია. შუქის ნაკადი 300 ლუმენს, ხოლო კონტრასტულობა – 600:1-ს შეადგენს.

 

 

პროექტორი აღჭურვილია რამდენიმე მოდულითა და პორტით, როგორებიცაა: Wi-Fi 802.11ac, Bluetooth 4.0, USB 3.0, HDMI 2.0 და მინი ჯეკი. გააჩნია მძლავრი ოთხბირთვიანი პროცესორი MStar 6A938, ოპერატიული – 4გბ და შიდა  32გბ-იანი მეხსიერება. აკუმულატორი 2.5 საათიან უწყვეტ მუშაობაზეა გათვლილი.

Puppy Cube-ის ფასი 1499$-ია.

 


რეკომენდებული სტატიები
თარჯიმანი ყურსასმენი საუბარს პირდაპირ გადაგითარგმნით
Play Video

თარჯიმანი ყურსასმენი საუბარს პირდაპირ გადაგითარგმნით

თარჯიმანი ყურსასმენი საუბარს პირდაპირ გადაგითარგმნით
WT2 Plus უსადენო ყურსასმენია, რომელიც სმარტფონს ბლუთუსის მეშვეობით უკავშირდება. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, ამ ეტაპზე WT2 Plus-ს 20 ენაზე შეუძლია თარგმნა
თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive
Play Video

თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive

თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive
ტექნოლოგიური კომპანიები ბაზარზე ისეთი ნოვაციური პროდუქტების შემოტანას ცდილობენ, რომლებიც შეამცირებენ ავტომობილის მართვისას მობილურით სარგებლობის შედეგად გამოწვეულ უბედურ შემთხვევებს
სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ
Play Video

სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ

სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ
მოწყობილობა არა მარტო უბრალო სარკის ფუნქციას ასრულებს, არამედ კოსმეტოლოგის როლსაც ირგებს: აფიქსირებს კანის პრობლემებს და მომხმარებელს საჭირო სასარგებლო რეკომენდაციებს აძლევს
დისტანციურად მართვადი ჭადრაკი
Play Video

დისტანციურად მართვადი ჭადრაკი

დისტანციურად მართვადი ჭადრაკი
თამაშის ახალ ვერსიაში ფიგურები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მყოფი მოთამაშის ბრძანებას ემორჩილებიან და დაფაზე დამოუკიდებლად გადაადგილდებიან  
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.