ნიკოლოზ ბასილაშვილის სააპრილო გეგმები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ერისტო სირაძე

 

საქართველოს ნომერ 1 ჩოგბურთელი და მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილი თიხის სეზონს მონტე-კარლოს (მონაკო, 1000) მასტერსით დაიწყებს, სადაც მას ქულები არ აქვს დასაცავი, რადგან წინა წელს მონაკოში არ უთამაშია. ტურნირი 13-21 აპრილს გაიმართება. ნიკა ამ მონაცემებით მონაკოში მე-13 ნომრად არის განთესილი.

მონტე-კარლოს მასტერსის მოქმედი ჩემპიონი – ესპანელი რაფაელ ნადალია, რომელმაც 11 ტიტული მოიპოვა მონაკოში.

შემდეგი ტურნირი, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს, ბუდაპეშტის 250-იანი სერიის ტურნირი იქნება.

ტურნირზე ბასილაშვილი ამ მონაცემებით მესამე ნომრად არის განთესილი. უნგრეთში  მას 45 ქულა აქვს დასაცავი.

ბუდაპეშტში ასევე ითამაშებენ: ბორნა ჩორიჩი (ხორვატია), მარკო ჩეჩინატო (იტალია), ლასლო დიერე (სერბეთი), ჯონ მილმანი (ავსტრალია), მიხაილ კუკუშკინი (ყაზახეთი) და სხვები.

ჯერ კიდევ მაიამის მასტერსის დაწყებამდე გაირკვა, რომ ნიკა ბუდაპეშტში ითამაშებდა. საქმე ისაა, რომ ამ ტურნირის პარალელურად ბარსელონაში იმართება 500-იანი სერიის ტურნირი და მე-17 ნომერს შეუძლია აირჩიოს იმ ტურნირზე თამაში, სადაც მოისურვებს.

ამ შემთხვევაში მართალია,  ბასილაშვილმა დაბალი რანგის ტურნირი აირჩია,  თუმცა სრულიად სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან მას უნგრეთის დედაქალაქში  მესამე ტიტულის მოგების შანსი ექნება. იგივეს ვერ ვიტყვით ბარსელონას ტურნირზე, სადაც თიხის მეფე – რაფაელ ნადალი ჩადის სათამაშოდ. გარდა რაფა ნადალისა, ბარსელონაში ასევე ითამაშებენ: კეი ნიშიკორი (იაპონია), დომინიკ ტიემი (ავსტრია), სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), ფაბიო ფონინი (იტალია) და სხვები.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბარსელონაში ნიკას ტიტულის მოგების მიზერული შანსი ექნებოდა.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, წინა წლის უდიდესი სენსაციის ავტორი (რომელმაც გაროსზე ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა) – იტალიელი მარკო ჩეჩინატოა.

ბუდაპეშტის ტურნირი 20-28 აპრილს გაიმართება.

 


რეკომენდებული სტატიები
ნიკოლოზ ბასილაშვილის გეგმები 2019 წლისათვის - დოჰა, მელბურნი

ნიკოლოზ ბასილაშვილის გეგმები 2019 წლისათვის - დოჰა, მელბურნი

ნიკოლოზ ბასილაშვილის გეგმები 2019 წლისათვის - დოჰა, მელბურნი
დოჰაში ნიკა პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული, სადაც ისეთი ჩოგბურთელები ითამაშებენ, როგორებიც არიან: ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), დომინიკ ტიემი (ავსტრია), კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი), დავიდ გოფინი (ბელგია), რიშარ გასკე (საფრანგეთი) და სხვები
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს
ირაკლი ლაბაძის შემდეგ, ნიკა გახდა პირველი ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილის უახლოესი გეგმები

ნიკოლოზ ბასილაშვილის უახლოესი გეგმები

ნიკოლოზ ბასილაშვილის უახლოესი გეგმები
ავსტრალიის ღია ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ATP-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი 1820 ქულით 22-ე ადგილზეა
უცხოური პრესა ბასილაშვილზე - თამაშის დაწყებიდან დასრულებამდე

უცხოური პრესა ბასილაშვილზე - თამაშის დაწყებიდან დასრულებამდე

უცხოური პრესა ბასილაშვილზე - თამაშის დაწყებიდან დასრულებამდე
მოკლედ, თუ რას წერდა უცხოური სპორტული ონლაინ მედია საქართველოსთვის ისტორიული საჩოგბურთო თამაშის მსვლელობის დროს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.