ფერი, განათება, ჟესტიკულაცია – ჯეი მეიზელის ნიუიორკული ფოტოგრაფია


გააზიარე სტატია



ნიუიორკელი ჯეი მეიზელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩის ფოტოგრაფია. „ფერი, განათება და ობიექტის ჟესტიკულაცია“ – ეს ის სამი ელემენტია, რაც მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს და  ამ ჟანრში მომუშავე პროფესიონალებისგან გამოარჩევს. სწორედ ფერებთან, ფერთა ტონებთან, შუქთან მუშაობის განსაკუთრებულმა უნარმა მოუტანა საყოველთაო აღიარება.

 

ჯეი მეიზელი

ჯეი მეიზელი ფოტოგრაფიით 1954 წელს, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კუპერ იუნიონისა და იელის უნივერსიტეტში მხატვრობასა და გრაფიკული დიზაინის ხელოვნებას ეუფლებოდა. 20 წლის ასაკში მან 35mm Kodak-ის ფოტოკამერა შეიძინა, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი მომავალი.

 

პირველი თოვლი. ნიუ-იორკი.

 

კაცი, რომელიც გაზეთს კითხულობს. ნიუ-იორკი.

 

კარიერის განმავლობაში ჯეი მეიზელმა მრავალ სფეროში მოსინჯა თავი: მუშაობდა სხვადასხვა კომერციული კომპანიებისთვის, სარეკლამო სააგენტოებისთვის, თანამშრომლობდა ცნობილ გამოცემებთან (Sports Illustrated, New York Magazine) და ქმნიდა ნამუშევრებს მუსიკალური ალბომების ყდებისთვის. ამერიკელი ჯაზმენის, მაილს დევისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დისკის – Kind of Blue-ის გარეკანზე სწორედ მისი ფოტო დაიბეჭდა.  

 

 

„ჟესტიკულაცია – ეს არ არის მხოლოდ მოცეკვავის ან სპორტსმენის გრაცია… ის ყველაფერშია, ფურცელში, ხეებში, ტყეში. შესაძლოა, რომ სრულიად უძრავი და სტატიკური იყოს. ის ვიზუალურად მეტყველებს იმ ობიქტის შინაგან სამყაროზე, არსზე, რომელსაც ვუყურებთ. შეუძლია, რომ გადმოსცეს მორჩილება, სევდა, აღფრთოვანება და უამრავი სხვა ემოცია“, – ამგვარად ახასიათებს ჯეი მეიზელი ობიექტების ბუნებას მის ნამუშევრებში.

 

 

ფოტოგრაფი ძირითადად ციფრული კამერით მუშაობს. პროცესში მაქსიმალურად ცდილობს, რომ გამოიყენოს ბუნებრივი განათება და გამოსახულების ფერები ფილტრებისა და დამატებითი მანიპულაციების გარეშე მიიღოს. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ მეიზელი არასოდეს იყენებს კომპიუტერულ პროგრამებს ფოტოების დასამუშავებლად. კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ამ ყველაფრის გარეშე, ასეთი გამოსახულებების შექმნას, პასუხობს, რომ ის ქუჩაში დიდ დროს ატარებს და საჭირო მომენტს ელოდება.

 

 


რეკომენდებული სტატიები
ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
Play Video

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
კრისტი ლი როჯერსი საკუთარ ხელწერაზე მიქელანჯელოს და კარავაჯოს გავლენას თავადაც აღიარებს, თუმცა, იტალიელებისგან განსხვავებით, ის მხატვრული ტილოების ეფექტს ფოტოგრაფირებით ქმნის
ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი
ელენ ლევიტი ამერიკული ქუჩის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ფიგურაა. მას ერთდროულად “თავისი დროის ყველაზე აღიარებულ და ყველაზე უცნობ ფოტოხელოვანადაც” მოიხსენიებენ
ნიუ ორლეანის "მარდი გრა" Magnum Photos ბრიუს გილდენისგან

ნიუ ორლეანის "მარდი გრა" Magnum Photos ბრიუს გილდენისგან

ნიუ ორლეანის "მარდი გრა" Magnum Photos ბრიუს გილდენისგან
Magnum Photos-ის წევრი ბრიუს გილდენი ნიუ-ორლეანში პირველად 1974 წელს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაემგზავრა, რათა  „მარდი გრას“ განთქმული დღესასწაული თავისი თვალით ენახა
პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში

პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში

პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში
პაუ ბუსკატო საკუთარ მეთოდს არგენტინელი მწერლის, ხულიო კორტასარის რომანის სახელით - „კლასობანად“ მოიხსენიებს. ფოტოგრაფია მისთვის სწორედ ამგვარი თამაშია, ქალაქი - საბავშვო მოედანი
რენე მალტეტი: ფრანგული ქუჩის ფოტოგრაფია

რენე მალტეტი: ფრანგული ქუჩის ფოტოგრაფია

რენე მალტეტი: ფრანგული ქუჩის ფოტოგრაფია
1958 წელს რენე მალტეტი ცნობილი ფოტოსააგენტო Rapho-ს თანამშრომელი გახდა. სწორედ ამ პერიოდში გამოსცა პირველი ფოტოწიგნი „ქუჩებისა და სიმღერების პარიზი“
ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი

ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი

ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი
პარიზის ერთი ბოლოდან მეორემდე სეირნობისას, დღისით თუ ღამით, ბრესონს მისი შეგრძნება არასოდეს დაუკარგავს. ამგვარად, ეს გამოფენა პარიზის ყველა ფოტოს აერთიანებს, ძველს თუ ახალს, ცნობილს თუ სრულიად უცნობს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.