fbpx

სამყაროებს შორის – გერმანელი ფოტოგრაფი აფხაზეთის ნანგრევებიდან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ენდი შვეტცი

2014 წელს, აფხაზეთის რეგიონში პირველად ვნახე ულამაზესი ნაგებობები, რომლებმაც მაშინვე მომაჯადოვა. ნანგრევებს გარშემორტყმული ლანდშაფტი და არქიტექტურა ჩემთვის ესთეტური სიზმარივით იყო. 

იმ დროისთვის ჯერ არ ვიცოდი რას გააღვიძებდა ჩემში 2019 წლის ვიზიტი. ენგურიდან გადასვლის შემდეგ, ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ომის ჭრილობები აქ ჯერ კიდევ ღიაა. ყველგან მოჩანდა სახლების ნანგრევები, რომლებსაც ბუნება ნელ-ნელა ითვისებდა. 

იმის მიუხედავად, რომ მსგავსი სცენარები ხორვატიასა და ბოსნიაში მოგზაურობისას ნანახი მაქვს, ეს მაინც სულისშემძვრელი სანახაობაა, რადგან ყოველი სახლის ნანგრევის უკან სამუდამოდ შეცვლილი ადამიანის ბედი დგას. 

მაგრამ ჩემი სხვა მოგზაურობების მსგავსად, მინდოდა შემენარჩუნებინა ობიექტურობა და ამავდროულად ისევე მესიამოვნა აქაურობით, ისევე როგორც ჩემი საქართველოში პირველი მოგზაურობისას. 

აფხაზები ძალიან სტუმართმოყვარეები იყვნენ, თუმცა ხშირად ეჭვის თვალით მიყურებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჭამისა და ფოტოგადაღებების მეტი იქ არაფერი მიკეთებია. 

 

მიტოვებულ ადგილებსა და შენობებში ყოფნისას საკმაოდ რთული იყო საკუთარი გრძნობების კლასიფიკაცია. ერთის მხრივ, არქიტექტურა და ნგრევა ჩემი ვნების საგანია, და ჩემი მონახულებული ადგილებიდან ბევრი ძალიან შთამბეჭდავი იყო. მეორეს მხრივ, ეს ადგილები ძალიან მასევდიანებდა, იმიტომ რომ რეგიონი ნამდვილი მარგალიტია, რომლის სიკაშკაშეც ნელ-ნელა კრთება. ამიტომ ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის მოცემული პროექტით დოკუმენტირება, რადგან ბრწყინვალების კლების მიუხედავად… მშვენიერი ქალი მშვენიერ ქალად რჩება. 

ჩემსავით გარეშე პირისთვის, რომელიც არ იცნობს კონფლიქტის ზუსტ ისტორიულ ფონს, კიდევ უფრო რთულია ამ ვიზიტის შემდეგ ყველაფრის გაგება. ორივე მხარეს მოვისმინე უამრავი მოსაზრება და გამოვცადე მეგობრული დამოკიდებულება და სტუმართმოყვარეობა. 

დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ერთ მშვენიერ დღეს იპოვის ყველასთვის მისაღებ გამოსავალს. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ფიზიკური ზღუდეების აღმართვა, თითოეულს შეუძლია გახსნას ზღუდეები საკუთარ გულებში.  შესაძლოა საშინელებების დასავიწყებლად გარკვეული დროც იყოს საჭირო? ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, გერმანელებმა ეს ერთხელ უკვე გამოვცადეთ. 

ასეა თუ ისე, ჩემი მოგზაურობის შედეგად ქართველებსა და აფხაზებს ჩემს გულში უკვე დიდი ადგილი უკავიათ და იმედი მაქვს, რომ ჩემი ფოტოები, იმის მიუხედავად რომ ისინი ნგრევას ასახავს, მაყურებელს გონებით უკეთეს წარსულში ამოგზაურებს. 

რაც მოხდა, იმას უკვე ვეღარ შეცვლი, მნიშვნელობა მხოლოდ მომავლისკენ გზას აქვს. და თუ როგორი იქნება ის, ჩვენზეა დამოკიდებული. 


რეკომენდებული სტატიები
1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან
2017 წლის გაზაფხულზე ფეისბუკში Daniel Spehr-ის ფოტოალბომი აიტვირთა, რომელიც 1993 წლის ზაფხულიდან დეკემბრამდე საქართველოში - თბილისსა და რეგიონებში გადაღებულ ფოტოებს შეიცავდა. დღეს, 18 ივლისს, ამ ფოტოების ნახვა თბილისის ისტორიის მუზეუმში - „ქარვასლაში“, 17 საათზე იქნება შესაძლებელი
MAGNUM-ის ფოტოგრაფ იონას ბენდიკსენის გამოფენას "ქოლგა თბილისი ფოტო" 17 ივნისს გახსნის

MAGNUM-ის ფოტოგრაფ იონას ბენდიკსენის გამოფენას "ქოლგა თბილისი ფოტო" 17 ივნისს გახსნის

MAGNUM-ის ფოტოგრაფ იონას ბენდიკსენის გამოფენას "ქოლგა თბილისი ფოტო" 17 ივნისს გახსნის
19 წლის რომ ვიყავი, ერთწლიანი სტაჟირება გავიარე „მაგნუმის“ ლონდონის ოფისში. ვაკეთებდი ყავას და  ჩაის, დავრბოდი ფოსტაში, ვპასუხობდი ტელეფონის ზარებს და ვალაგებდი ფოტოებს არქივში. სწორედ ამ საკულტო არქივში გატარებული ეს ერთი წელი იყო  საუკეთესო განათლება, რაზეც კი შეიძლებოდა მეოცნება.
გულრიფშის უნიკალურ სასახლეს განაჩენი გამოუტანეს

გულრიფშის უნიკალურ სასახლეს განაჩენი გამოუტანეს

გულრიფშის უნიკალურ სასახლეს განაჩენი გამოუტანეს
აფხაზეთში, 1900-1913 წლებში აშენებული ეს უნიკალური არქიტექტურული კომპლექსი უახლოეს მომავალში მთლიანად იმ მოროდიორების ხელში გადავა, რომლებიც სასახლეს, აქამდე მალულად, აგურ-აგურ შლიდნენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.