fbpx

ქრონიკული ტკივილის გაყუჩების გზები ქიმიური წამლების გარეშე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

 

ჩვენი ორგანიზმი გარემოს ნერვული სისტემის საშუალებით აღიქვამს. ნერვული სისტემის რეცეპტორები მთელ სხეულზეა განლაგებული, ყველა სხვა შეგრძნებასთან ერთად, მათი საშუალებით აღვიქვამთ ტკივილსაც. 

ტკივილი დედამიწაზე გადარჩენის აუცილებელი ატრიბუტია.

ის გვაიძულებს მოვერიდოთ და გავექცეთ საფრთხეს. თუმცა მე დღეს ქრონიკულ ტკივილს შევეხები, რომელიც სამწუხაროდ უამრავი ადამიანის ყოველდღიურობაა.

 

რა არის ტკივილი?

ორგანიზმის მიერ ტკივილის განცდა კომპლექსური პროცესია. როდესაც ტკივილის რეცეპტორები (ნოციცეპტორები) ქსოვილის დაზიანებას დააფიქსირებენ, ადგილზე გამოიყოფა ალგოგენური ნივთიერებები (პროსტაგლანდინები, ჰისტამინი, სეროტონინი და სხვა), რომლებიც ნეირონების საშუალებით მიემართებიან ჯერ ზურგის ტვინში, შემდეგ კი ტვინში. 

აქ ხდება ტკივილზე პასუხისმგებელი ცენტრების გააქტიურება და ჩნდება ტკივილის შეგრძნებაც. შემდეგ ტვინი იგივე მექანიზმის გამოყენებით  უკან აგზავნის შეტყობინებას ტკივილის შემცირების ან გაქრობის შესახებ. 

  • ქრონიკული ტკივილის დროს ქსოვილი განიცდის მუდმივ დაზიანებას ან ირღვევა ტკივილის შეგრძებისა და რეგულაციის მექანიზმი.

ქრონიკულად ჩაითვლება ნებისმიერი სახის ტკივილი, რომელიც 6 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

ქრონიკული ტკივილის მრავალი გამომწვევი მიზეზი არსებობს და ძირითადად წარმოადგენს ორგანიზმში მიმდინარე ჯანმრთელობის პრობლემების გამოხატულებას. 

ნერვული დაზიანებით, ფიბრომალგიით, ოსტეოართრიტით, ენდომეტრიოზით, ონკოლოგიური და სხვა ქრონიკული კონდიციებით გამოწვეული ტკივილი მილიარდობით ადამიანს ურღვევს სიმშვიდეს. 

  • დღესდღეობით ტკივილთან გამკლავების ერთ-ერთი გავრცელებული საშუალება ტკივილგამაყუჩებელი წამლებია.

ზოგიერთ შემთხვევაში მათი გამოყენება გარდაუვალია, მაგრამ  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წამლების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, გულსისხლძარღვოვანი და ნერვული სისტემის პრობლემებს. 

  • არსებობს ქრონიკულ ტკივილთან გამკლავების ალტერნატიული გზებიც.

მართალია, მედიკამენტებისაგან განსხვავებით, სასურველი შედეგის მისაღწევად ცოტა მეტი დრო დაგჭირდებათ, მაგრამ სამაგიეროდ აირიდებთ ქიმიური წამლებით გამოწვეულ უკუჩვენებებს. 

 

სამკურნალო მცენარეები

  • კოჭა:

კოჭაში შემავალი ფიტონუტრიენტები ჯინჯეროლი და შოგოლი პასუხისმგებელი არიან ტკივილის გაყუჩებაზე. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კოჭას მიღებამ ოსტეოართრიტით და რევმატოიდული ართრიტით გამოწვეული ტკივილები 30%-ით შეამცირა. კოჭა ასევე ეფექტურია კუნთების ტკივილის დროსაც. კოჭა შეგიძლიათ მიიღოთ ფხვნილის ან ცოცხალი სახით. რეკომენდებული დოზა: 2-4 გრამი დღეში სამჯერ.

  • კურკუმა:

კოჭას მსგავსად, ტკივილის დასარეგულირებლად კურკუმაც გამოიყენება. მასში შემავალ ნივთიერებას, კურკუმინს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და წარმატებულია ართრიტით გამოწვეული ტკივილების გასაყუჩებლად. სასურველია კურკუმას და ჯინჯერის ერთად მიღება. რეკომენდებული დოზა 1000მგ დღეში.

  • კანაბიდიოლის (CBD) ზეთი:

მტკიცებულების თანახმად, კანაბიდიოლის ზეთი წარმატებით გამოიყენება ზურგის, ართრიტის, ნეიროპათიული, ფიბრომალგიის და ონკოლოგიური ტკივილების დროს. ის სისხლში არეგულირებს ანანდამაიდებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტკივილის გაყუჩებაზე. რაც უფრო მეტი ანანდამაიდია სისხლში, ორგანიზმი უკეთ უმკლავდება ტკივილს. დოზირება ინდივიდუალურია. 

  • აკუპუნქტურა:

ტრადიციული ჩინური მედიცინის ნაწილია, რომლის მიხედვითაც დაავადებები ენერგიის, “ჩი”-ს შეფერხებით წარმოიშობა. აკუპუნქტურა წვრილი ნემსების გამოყენებით ორგანიზმზე გარკვეული წერტილების სტიმულაციას ახდენს. ამ დროს გამოიყოფა ორგანიზმის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებები ენდორფინები, რაც ზეგავლენას ახდენს ტვინში სეროტონინის გამოყოფაზეც. 

ქრონიკული ტკივილის აკუპუნქტურით მოგვარების ეფექტიანობას ორმოცზე მეტი კვლევა ადასტურებს

აკუპუნქტურა  გამოიყენება ზურგის, თავის, კისრის, მუხლის და სხვადასხვა სახის სახსრების ტკივილების დროს. არსებობს ჩინური, იაპონური და კორეული აკუპუნქტურის სახეობები. შედეგების მისაღწევად სასურველია 3 თვის განმავლობაში 12 სესიის ჩატარება.

  • ეპსომის მარილის აბაზანა:

შედგება მაგნიუმის სულფიდისაგან. მისი სახელწოდება მოდის ინგლისის ერთ-ერთი პატარა ქალაქ ეპსომიდან, რომელიც ცნობილია სამკურნალო მინერალური წყლებით. მაგნიუმი ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი მინერალია, ის უზრუნველყოფს სისხლძარღვების და კუნთების რელაქსაციას. 

ეპსომის მარილი ცხელი აბაზანის საშუალებით კანიდან ადვილად შეიწოვება და ფართოდ გამოიყენება კანის კონდიცირების, ანთებითი პროცესების, კუნთების და სხვა ქრონიკული ტკივილების დროს.  

ქრონიკული ტკივილების შემთხვევაში სასურველია დღიურად, ძილის წინ მიიღოთ 15-20-წუთიანი ცხელი ეპსომის მარილის აბაზანა. ეს დაგეხმარებათ მოდუნებაში და გააუმჯობესებს ძილის ხარისხსაც. 

  • მოძრაობა:

საკმარისია დავაკვირდეთ ჩვენი სხეულის აგებულებას, მოქნილ ხელისა და ფეხის კიდურებს, ფეხის ტერფებს, კისერს, ხერხემალს, დავინახავთ, რომ ჩვენი ორგანიზმი მოძრაობისთვის არის შექმნილი. 

არა მარტო კიდურები, არამედ ორგანიზმის შინაგანი პროცესებიც მოძრაობაზეა დამოკიდებული. აკუპუნქტურის მსგავსად, ვარჯიშის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი ენდორფინები, იკლებს ანთებითი პროცესები, ჩვენს ორგანოებს და ტვინს სისხლი უკეთ მიეწოდება. 

მოძრაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის და  ფიბრომალგიით გამოწვეული ქრონიკული ტკივილების დროს. 

აუცილებელი არ არის სპორტულ დარბაზში ატარებდეთ მთელ დღეს. აარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი მოძრაობის სახეობა – იარეთ ფეხით (10 000 ნაბიჯი), სცადეთ  სპორტი, იოგა, ცეკვა, ველოსიპედი. გარდა იმისა, რომ შეამცირებთ ტკივილს, გაიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას და ასევე მოგემატებათ ენერგია, ფოკუსი და ცხოვრების ენთუზიაზმი. სასურველია – იმოძრაოთ ყოველდღიურად. 

ქრონიკული ტკივილების გასაუმჯობესებლად ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვების რეჟიმი, რომელიც შედგება ხილის, ბოსტნეულის და ჯანსაღი ცხიმებისგან.

კვების რაციონიდან ამოიღეთ ყველანაირი ანთების გამომწვევი საკვები – რაფინირებული პროდუქტები, ალკოჰოლი  და სიგარეტი. 

ჩვენი ორგანიზმი თვით მკურნალი სისტემაა და ის ამ ფუნქციას წარმატებით ახორციელებს, როცა ორგანიზმში მინიმუმამდე არის დაყვანილი დამაბრკოლებელი (ტოქსინები, სტრესი) გარემოებები. 

 


რეკომენდებული სტატიები
5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ

5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ

5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ
ინდუსტრიული წესებით დამზადებული ზოგიერთი საკვები ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. რას უნდა ვერიდოთ ყველაზე მეტად და რა უნდა ვიცოდეთ ამ საკვების წარმომავლობის და ზეგავლენის შესახებ
დიეტების გარეშე წონაში დაკლების სტრატეგიები

დიეტების გარეშე წონაში დაკლების სტრატეგიები

დიეტების გარეშე წონაში დაკლების სტრატეგიები
სტატისტიკის მიხედვით, დიეტის შემდეგ ადამიანების 80% ისევ იმატებს წონაში. ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით კი სიტყვა “დიეტა” არა “შიმშილს”, არამედ “ცხოვრების წესს” ნიშნავს
მივირთვათ თუ არა ყავა? - ყავის სასარგებლო და საზიანო თვისებები

მივირთვათ თუ არა ყავა? - ყავის სასარგებლო და საზიანო თვისებები

მივირთვათ თუ არა ყავა? - ყავის სასარგებლო და საზიანო თვისებები
დილა ყოველთვის უკეთესად იწყება  ყავის საამო სურნელით. ამ გემრიელი სასმელის შესახებ უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს. ყველაზე მეტად კრიტიკას ყავაში  შემავალი ალკალოიდი - კოფეინი იწვევს, თუმცა იგი სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა.
მშვიდობიანი ძილის 5 საიდუმლო

მშვიდობიანი ძილის 5 საიდუმლო

მშვიდობიანი ძილის 5 საიდუმლო
ჯანსაღი ძილი ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი მოკლებულია ამ სიამოვნებას. ჩვენ მშვიდობიანი ძილის 5 საიდუმლოს შემოგთავაზებთ
გრიპთან გამკლავების წარმატებული მეთოდები

გრიპთან გამკლავების წარმატებული მეთოდები

გრიპთან გამკლავების წარმატებული მეთოდები
გრიპის ვირუსის დასამარცხებლად ანტიბიოტიკები და წამლები არ გამოდგება. ამ შემთხვევაში უნდა ვიზრუნოთ ორგანიზმისათვის ისეთი პირობების შესაქმნელად, რაც ვირუსთან გამკლავებას გააადვილებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.