fbpx

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ – ელენ ლევიტი


გააზიარე სტატია

 

ამერიკელი ფოტოგრაფი ელენ ლევიტი ნიუ-იორკში, ბრუკლინში გაიზარდა. სკოლა არ დაუმთავრებია, მხოლოდ ხელოვნების რამდენიმე კურსი გაიარა. ერთ-ერთ ასეთ კურსზე დაავალეს, ნიუ-იორკის ის კედლები გადაეღო, რომლებიც ბავშვებს ცარცით მოეხატათ. ლევიტმა Leica-ს კამერა შეიძინა და უოკერ ევანსისა და კარტიე-ბრესონის ნამუშევრებით შთაგონებულმა, ამგვარად დაიწყო საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბება.

ელენ ლევიტს ნიუ-იორკის ღარიბული უბნები: ისთ-საიდი, ბრონქსი, ჰარლემი და აქ მცხოვრები ბავშვები აინტერესებდა. მისი თქმით, აქ გაცილებით გახსნილი ხალხი ცხოვრობდა და ქუჩის ცხოვრება ვიზუალურად უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი იყო.



„ელენ ლევიტს აქვს საოცარი უნარი ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი არაორდინარული  დეტალები დაინახოს, რასაც ვერასოდეს ვამჩნევთ. მისი ნამუშევრები პოეზიის, მისტიკისა და დრამის სინთეზია. სწორედ ეს სძენს ლევიტის ფოტოგრაფიას განსაკუთრებულობას“, – ასე გამოეხმაურა New York Times ფოტოგრაფის პირველ სერიებს.



ელენ ლევიტმა თითქმის 70 წელი იმუშავა ქუჩის ფოტოგრაფად. დროთა განმავლობაში იცვლებოდა ქალაქის ურბანული გარემო, მისი ქუჩის ცხოვრებაც. „ადრე ქუჩებში ბავშვების ჟრიამული ისმოდა. ახლა ეს ადგილები ცარიელია. ხალხი სადღაც გაქრა, შენობებში გამოიკეტნენ“, – დანანებით აღნიშნავდა ფოტოგრაფი.

 


რეკომენდებული სტატიები
ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი

ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი

ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი
პარიზის ერთი ბოლოდან მეორემდე სეირნობისას, დღისით თუ ღამით, ბრესონს მისი შეგრძნება არასოდეს დაუკარგავს. ამგვარად, ეს გამოფენა პარიზის ყველა ფოტოს აერთიანებს, ძველს თუ ახალს, ცნობილს თუ სრულიად უცნობს.
ნიუ-იორკის მუზეუმი ცნობილი ამერიკელი არტისტის - მარტა როსლერის გამოფენას ხსნის

ნიუ-იორკის მუზეუმი ცნობილი ამერიკელი არტისტის - მარტა როსლერის გამოფენას ხსნის

ნიუ-იორკის მუზეუმი ცნობილი ამერიკელი არტისტის - მარტა როსლერის გამოფენას ხსნის
როსლერის შემოქმედება ფოტოგრაფიას, ვიდეოს, კოლაჟს, ინსტალაციას, სკულპტურასა და პერფორმანსს მოიცავს. მისი ერთ-ერთი პირველი ცნობილი ნამუშევარი 1975 წლით თარიღდება - ესაა ფემინისტური ვიდეოარტი Semiotics of the Kitchen
ფოტოგრაფიაში ასახული ჯაზის ზღაპრული ეპოქა

ფოტოგრაფიაში ასახული ჯაზის ზღაპრული ეპოქა

ფოტოგრაფიაში ასახული ჯაზის ზღაპრული ეპოქა
ჯაზის კლასიკური ფოტოგრაფიაც სწორედ ჯაზისავე ოქროს ხანაში - 40-60-იან წლებში ჩაისახა. ფოტოგრაფებმა მომავალ თაობებს ლეგენდარული არტისტების ხასიათი შემოუნახეს, და ამავე დროს, გადმოსცეს ეპოქის სულისკვეთებაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.